თანამედროვე უკრაინული სახვითი ხელოვნების გამოფენა

თეოდორე ტეტიანიჩი – ”უკრაინის ისტორია”(1966 წელი)

30 აპრილს ჩატარდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, უკრაინული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის და საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებული გამოფენის ”არტ ვოიაჟის” საზეიმო გახსნა. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკრაინული თანამედროვა სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექცია, რომელშც დღეს ხელოვნების 4500-ზე მეტი ნიმუშია დაცული და ხუთასი მხატვარია წარმოდგენილი.  გამოფენა მოიცავს კოლექციის  100-ზე მეტ საუკეთესო ნიმუშს, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მუდმივ ექსპოზიციაში და წარმოადგენს ეკრაინული ხელოვნების ნიმუშებს 1950 წლიდან დღემდე. გამოენაზე წარმოდგენილი ფერწერის, გრაფიკის, და ქანდეკების ნამუშევრები შეგროვებული უკრაინის ყველა რეგიონიდან, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ უკრაინული ხელოვნების თვითმყოფადი რუკა.

გამოფენა წარმოადგენს უკრაინის უმნიშვნელოვანესი კულტურის ცენტრების ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენლებს, კერძოდ კიევის, ლვოვის, ოდესის, ხარკოვის, ყირიმისა და ზაკარპატიეს ტეგიონებს – ანდრია კოცკა, ანტონ კაშაი, ერნესტ კატკოვი, კონსტანტინ-ვადიმ იგნატოვი, ალექსანდრე პავლოვი, ვალენტინ ბერნადსკი, ზოია ლერმანი, თეოდორ ტეტიანიჩი და მრავალი სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ყველაზე საინტერესოა თეოდორე ტეტიანიჩის დიდ ზომის ნამუშევარი – ”უკრაინის ისტორია”(1966 წელი). აგრეთვე გამოირჩევა ბორის დოვგანის ქანდაკება ”შმონი”(1968 წელი), კონსტანტინე-ვადიმ იგნატოვის ”ჩაი”(1972 წელი), ალექსანდრე პავლოვის ”ცირკი”, ერნესტ კოტკოვის ”დასაყისი”(2002 წელი).

ბორის დოვგანის ქანდაკება ”შმონი”(1968 წელი)

ბორის დოვგანის ქანდაკება ”შმონი”(1968 წელი)

გამოფენაზე უკრაინელ და ქართველ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ, ანუ როგორც ამბობენ  ”ალა ფურშეტი” იყო. გამოფენას ასევე ეწვია ისეთი საზოგადოებაც, რომელიც სახვითი ხელოვნების ნამუშევრების დათვალიერებას არ არის მიჩვეული. ყოველ 15 წუთში ისმოდა გამაღიზიანებელი სიგნალიზაციის ხმა. რამდენჯერაც ვყოფილვარ ხელოვნების მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში, იმდენჯერ მესმოდა ეს არასასიამოვნო ხმა. რა თქმა უნდა ორგანიზატორების მხრიდან ეს არის სწორი ნაბიჯი – ისინი ხომ ნამუშევრებს უფრთხილდებიან, მაგრამ დამთვალიერებლის მხრივ ეს არის მიუღებელი, ჩემთვის კი რაღაც მხრივ მტკივნეულიც. რით ვერ მიეჩვია ქართველი საზოგადოება გამოფენებზე ნამუშევრების დათვალიერებას?

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ისეთი მრავალ ფეროვანია, რომ უკულტურო სოზიგადოებით გამოწვეულ სიგნალიზაციას ყურადღებასაც კი არ ამჩნევ. უბრალოდ დგახარ და უყურებ ტილოს – ან იმიტომ რომ ვერ ხვდები გადმოცემულ აზრს, ან უბრალოდ ტკბები ხელოვნების ნიმუშით!

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s