ქართველი მხატვარი გერმანიაში
ამ დღეებში აღმოვაჩინე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი და გამიბრწყინდა თვალები: ნამდვილად რაღაც ძალიან განსაკუთრებულს მივაგენი! ბუგიანიშვილი ირაკლი, დაბადებული 1980 წელს თბილისში… აპრილში მისი პერსონალური გამოფენა გაიმართება გერმანიაში (რა იქნება დროებით გერმანია ჩემს უბანში გადმოდგან? ) საინტერესო ის არის, რომ ერთი წლის ნამუშევრები მეორისას არ ჰგავს – მხატვარი ადვილად და მოქნილად იცვლის ხასიათს და გადმოცემის მანერას. … Read more
კიდევ ერთხელ ბაზელიცის შესახებ
რა: დოკუმენტური ფილმი “გეორგ ბაზელიც, 2004 ” სად: თბილისის სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ.# 22 (მე-4 სართული, მაღლივი კორპუსი, მედია ხელ. ფაკულტეტის დარბაზი) როდის: პარასკევს, 26 ნოემბერს; 15:00-18:00 ადრინდელ პოსტში ხსენებული მხატვარი: http://eventlenta.wordpress.com/2010/10/22/გეორგ-ბაზელიცის-გამოფენა/
27ოქტომბერი, საინტერესო და გასაოცარი გამოფენა
სართველოს ხელოვნების სასახლე უნიკალურ ღონისძიებას მასპინძლობს. მუზეუმი და GIPA-ს სტუდენტები პირველად სასახლის ისტორიაში წარმოადგენენ შენობის კედლებზე ინსტალაციას, სადაც წარმოდგენილი იქნება მუზეუმში დაცული ძვირფასი ექსპონატების სპეცეფექტებით შექმნილი კადრები. თქვენს თვალწინ გაცოცხლდებიან ბუმბერაზი ქართველი მხატვრების ფუნჯით შექმნილი გმირები. კედლებზე იმოძრავებენ დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის ნახატებზე შესრულებული პერსონაჟები. სპეცეფექტების საშუალებით შექმნილი გრანდიოზული გამოსახულება (12X8 … Read more
გეორგ ბაზელიცის გამოფენა
რა: გეორგ ბაზელიცის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპელი მხატვრის გამოფენა სად: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი; ლ. გუდიაშვილის ქ. 1 შ. როდის: 2 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, 2010 გეორგ ბაზელიცი დაიბადა აღმოსავლეთ გერმანიაში 1938 წელს; რვა წლამდე მესამე რეიხის რეჟიმში ცხოვრობდა ხოლო შემდგომ - ‘’კომუნისტურ გერმანულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში’’; სანამ იზრდებოდა, თანამედროვე ხელოვნება თითქმის არ უნახავს. მხოლოდ … Read more
ჩინური ხელოვნების გამოფენა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური საიტის თანახმად, ”28 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური კოლექციის საუკეთესო ექსპონატები: ბრინჯაოსა და კერამიკის ნაკეთობანი, აბრეშუმზე თუ ბრინჯის ქაღალდზე შესრულებული ფერწერის ნიმუშები, ჩინური ნაქარგობა, სპილოს ძვლის ფიგურები, ზარდახშები და დეკორატიული სამშვენისები, მარაოები, ხის, სხვადასხვა ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების მხატვრული … Read more
არტისტერიუმი 2010 – ხელოვნება, ანუ საერთაშორისო ენა
არტისტერიუმი უკვე მესამედ ტარდება, - მიუხედავად ამისა, უკვე საკმაოდ პოპულარული და წარმატებული აღმოჩნდა. არტისტერიუმის მთავარი მახასიათებლები და შესაბამისად ასეთი წარმატების საფუძველი გახლავთ ის, რომ ამ მაშტაბურ ღონისძიებაში ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები; აღსანიშნავია ისიც, რომ მასში არა მხოლოდ ხელოვანები ღებულობენ მონაწილეობას, არამედ კრიტიკოსებიც, და ყველა იმ პროფესიის ადამიანი ვის მიერ ხელოვნების გააზრება აუცილებელია მისი მომდევნო … Read more
”საქართველო – მითი და რეალობა” გერმანელის მიერ დანახული ქართული სული და ქართველის მიერ აგებული ”სხეული” ორგანულად შერწყმულ ერთიან გამოფენაში
გერმანელი ფოტოხელოვანი – ვოლფგანგ კორალი 1978 წლიდან მოყოლებული მეათედ ჩამოდის საქართველოში, რათა შეისწავლოს ჩვენი ქვეყნის სული და იპოვოს საკუთარი ”საქართველო”. მისი სიტყვებით ეს ფოტოგამოფენა არის ამ შესწავლის შუა ეტაპი, შედეგების ერთგვარი შეჯამება. ქართველი ფოტოხელოვანისათვის – გურამ წიბახაშვილისათვის კი ეს არის 5 წლის მანძილზე დაგროვებული დოკუმენტური მასალის გამოფენა. საქართველოს ორი კატეგორიულად განსხვავებული ხედვა – უცხოელისა, ანუ … Read more
რა ვაკეთოთ სანამ სწავლა დაიწყება?!
აგვისტო მიილია და შემოდგომა იწყება. გადაუტანელი სიცხეები წარსულს ჩაბარდა. იწყება გრილი და სასიამოვნო ამინდები, ამასთან ერთად მოსწავლეები და სტუდენტები ზიან სახლებში, Facebook-ში, Twitter-ში ან უბრალოდ კითხულობენ საინტერესო და არასაინტერესო ბლოგებს და ელოდებიან თუ როდის დაიწყება სწავლა (რის შემდეგაც ყველა დაკავებული იქნება). ზოგს სწავლა 6 სექტემბერს, ზოგს 13-ში, ზოგიერთი კი საერთოდ საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად. მაშასადამე სანამ … Read more
20 მაისი, არტ აქცია
ლიბ.გეს და ლიტერატურის მუზეუმის ერთობლივი არტ აქცია როდის: 20 მაისს, ხუთშაბათს, 18:00-ზე სად: ლიტერატურული მუზეუმი, ჭანტურიას 8 დასწრება თავისუფალია. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ: the.ge, არტ აქცია ფეისბუქზე

















