სტამბოლში „ქართული კულტურის სახლი“ დაფუძნდა
თურქეთის ქართველების, „ჩვენებურის“ ჯგუფი 2000 წლის 5 სექტემბერს ჩამოყალიბდა. (www.chveneburi.net) ამ ჯგუფის წევრების მუშაობის შედეგად, 2010წ. 5 ნოემბერს დაფუძნდა „ ქართული (ჩვენებური) კულტურის სახლი საზოგადოება“. ეს ახალი საზოგადოება მდებარეობს ქ. სტამბოლში, მეჯიდიეკოის უბანში. “ქართული კულტურის სახლი“ მიზნად ისახავს „ჩვენებურების“კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის შემდეგი საქმიანობის განხორციელებას: – ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება, ამ ენაზე არსებული ფოლკლორის, ლიტერატურის კვლევა და … Read more
19 ნოემბერი, მამუკა გიორგაძის სოლო გამოფენა
რა? მამუკა გიორგაძის ნამუშევრების გამოდენა როდის? გამოფენის გახსნა: 19 ნოემბერს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე გამოფენის დასრულება: 23 ნოემბერს სამშაბათი-პარასკევი – 15:00-22:00 შაბათი-კვირა - 12:00-22:00 სად? Tiflis Avenue ერეკლე II-ის ქუჩა 8/10 ძველი თბილისის უბანი. ტელეფონი: (995 77) 506450
14 სექტემბერი, იაკო ტყეშელაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
14 სექტემბერს, გაიმართება იაკო ტყეშელაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. იაკოს ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ: გამოფენა გაიმართება ე.წ. სემინარიის პარკში, ლესელიძის და სიონის ქუჩების გადაკვეთაზე. დასაქყისი 17:00 საათზე. გამოფენის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პირწიგნაკზეც.
24-25 სექტემბერი, ფოტოკონკურსი “ერთად ჩვენ შევძლებთ”
2010 წლის 24-25 სექტემბერს პროექტის “ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლაში” ეწყობა ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის პარალელურად გაიმართება ფოტოკონკურსი სახელწოდებით “ერთად ჩვენ შევძლებთ”. ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარმოადგენს ფოტომასალას დევნილობის თემაზე. სასურველია, წარმოდგენილი ფოტოები ასახავდეს დევნილობაში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, მათ ახალ რეალობას იძულებით გადაადგილების გამო, დევნილთა … Read more
ონლაინ ფოტო-კონკურსის გამოფენა “ძველი თბილისის იდენტობა და სული”
სიამოვნებით გიწვევთ ონლაინ ფოტო-კონკურსის – ‘ძველი თბილისის იდენტობა და სული’ – საუკეთესო ნამუშევრების გამოფენაზე გამოფენის გახსნა: 7 ივლისი 18:00სთ გოეთეს ინსტიტუტში ზანდუკელის ქ #16 გამოფენა გასტანს 15 სექტემბრამდე პროექტი ‘ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება: ძველი თბილისის იდენტობა და სული’ ფინანსდება ევრო-კომისიის მიერ. პროექტის პარტნიორები არიან: ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი – რიკსანტიკვარენი, ხელოვნების საერთაშორისო … Read more
2010 წელს აჭარაში დაგეგმილი ღონისძიებები
ღონისძიება ჩატარებისთარიღი ჩატარების ადგილი “საჩინოობა” ივნისი-ივლისი ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საჩინო “ქობულეთობა” ივლისი ქობულეთი კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია-თრეინინგი ივლისი ქ. ბათუმი “ჩუდურაულობა” 28-29 ივლისი ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩუდურეული “შუამთობა” 1-2 აგვისტო ხულოს მუნიციპალიტეტი, ბეშუმი “სარიჩაიობა” 4-5 აგვისტო ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი სარიჩაი ბათუმის V საერთაშორისო როკ ფეატივალი – ახალი ტალღა 2010 6-7 აგვისტო ქ. ბათუმი “კოლხობა” … Read more
16 ივლისი, უძველესი სასწავლებლის ახალი სიცოცხლე
გალერეა ”ჰობი” და მ. თოიძის სახ. სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრი გიწვევთ გამოფენაზე “უძველესი სასწავლებლის ახალი სიცოცხლე”. გახსნა: 16 ივლისს, 17 საათზე. მისამართი: გ. ჭანტურიას ქ. 8. მუშაობის საათები: 12:00-18:00 ყოველდღე.
12 ივლისი, Variations on the Theme of Carmen
Gallery “9” გიწვევთ გამოფენაზე “Variations on the Theme of Carmen” (ვარიაციები კარმენის თემაზე) ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო პროექცია გამოფენა გაიხსნა 11 ივლისს, დაიხურება 12 ივლისს მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა, Gallery “9” info@gallery9.ge
დინამიკა/Dynamics
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა. ექსპოზიცია ”დინამიკა” არ არის თემატური გამოფენა. ის ახალგაზრდა მხატვრების ფორმირების პროცესს აჩვენებს, – მათ ინტერესებს, სხვადასხვაგვარ ხედვას, ტექნიკურ ექსპერიმენტებსა და ინდივიდუალურ პოზიციებს. კოლექციაში შევიდა ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები, ვიდეო და პერფორმატიული ექსპერიმენტები. ნამუშევრების შერჩევის მთავარი პირობა მათი განსხვავებულობა და გამოკვეთილი სუბიექტური ფაქტორი იყო. ”დინამიკა” თავისუფალ სივრცეს აჩვენებს, … Read more



















