კინო ფესტივალი და…

შლიაპიანი მხატვარი

როგორც ჩემი სტატიების, ან მარტივად ვთქვა პოსტების უმეტესმა მკითხველმა იცის, მე თურქეთში ვწავლობ. მეორე წელია განსხვავებულ კულტურაში და საზოგადოებაში ვცხოვრობ. მეორე წელია სრულიად განსხვავებულ მსოფლხედველობას ვადარებ ჩემსას და მაინც გონებრივად საქართველოში არსებულ კულტურას არ ვცილდები ან ვერ ვცილდები (კულტურაში ტრადიციას და ფოლკლორს არ ვგულისხმობ). ანკარაში მცირე რაოდენობის გალერეაა (სამწუხაროდ ჯერ ვერცერთი ვერ ვიპოვე). გამოფენები მეტროს … Read more

რა ვაკეთოთ სანამ სწავლა დაიწყება?!

exam

აგვისტო მიილია და შემოდგომა იწყება. გადაუტანელი სიცხეები წარსულს ჩაბარდა. იწყება გრილი და სასიამოვნო ამინდები, ამასთან ერთად მოსწავლეები და სტუდენტები ზიან სახლებში, Facebook-ში, Twitter-ში ან უბრალოდ კითხულობენ საინტერესო და არასაინტერესო ბლოგებს და ელოდებიან თუ როდის დაიწყება სწავლა (რის შემდეგაც ყველა დაკავებული იქნება). ზოგს სწავლა 6 სექტემბერს, ზოგს 13-ში, ზოგიერთი კი საერთოდ საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად. მაშასადამე სანამ … Read more

20 მაისი, არტ აქცია

ლიბ.გეს და ლიტერატურის მუზეუმის ერთობლივი არტ აქცია როდის: 20 მაისს, ხუთშაბათს, 18:00-ზე სად: ლიტერატურული მუზეუმი, ჭანტურიას 8 დასწრება თავისუფალია. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ: the.ge, არტ აქცია ფეისბუქზე

18 მაისი, მუზეუმის საერთაშორისო დღე – ღია კარის დღე საქართველოს ყველა მუზეუმში

IMD

18 მაისი – მუზეუმის საერთაშორისო დღე – ღია კარის დღე საქართველოს ყველა მუზეუმში ფართო საზოგადოებაში მუზეუმების პოპულარიზაციისა და საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის ამაღლების მიზნით, ICOM (International  Council of Museums)-მა 1977 წელს დააფუძნა მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი.  მას შემდეგ ეს იმპულსი არ შენელებულა. აღსანიშნავია, რომ  2009 წელს მუზეუმის საერთაშორისო  დღე მსოფლიოს 90 ქვეყნის 20 … Read more

30 აპრილი, მემარჯვენე და მემარცხენე დისკურსები საქართველოში

ინოვაცია ჟურნალი ”ცხელი შოკოლადის” საზოგადოებასთან ურთიერთობაში! ჟურნალი ”ცხელი შოკოლადი” 30 აპრილიდან, ყოველ თვე გამართავს შეხვედრებს მკითხველთან. პირველი შეხვედრა იქნება საჯარო დისკუსია – ”მემარჯვენე და მემარცხენე დისკურსები საქართველოში.” დისკუსიას გაუძღვება გიორგი გვახარია. დისკუსის მომხსენებლები გახლავთ სანდრო თარხან-მოურავი და გიორგი ცხადაია. დასაწყისი: 19:00 მისამართი: ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა #1 დასწრება თავისუფალია წყარო: http://shokoladi.ge/; http://www.facebook.com/?ref=home#!/event.php?eid=116138161743208

30 აპრილი, თანამედროვე უკრაინული ხელოვენბის გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, უკრაინის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და საქართველოს ბანკი გიწვევთ თანამედროვე უკრაინული ხელოვენბის გამოფენის გახსნაზე – ”არტ ვოიაჟი”. თარიღი: 30 აპრილი, 19:00 საათი მისამართი: ხელოვნების მუზეუმი, თბილისი გუდიაშვილის ქუჩა #1.

ცნობილი ვან გოგის უცნობი ნამუშევარი

გასული თვის ბოლოს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ვან გოგის ნამუშევრების გამოფენა იყო.  გამოფენის აფიშას ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობისას გადავაწყდი. სამწუხაროდ სადღაც მეჩქარებოდა და აფიშას ყურადღება არ მივაქციე. სახლში მივალ მეთქი და ”დავგუგლავ” ან ვინმეს ვკითხავ, ასეთ დიდ ქალაქში ერთმა ადამიანმა მაინც უნდა იცოდეს ვინ არის ვან გოგი, და როდის იქნება გამოფენა. მაგრამ სამწუხაროდ არც “google”-მა მითხრა … Read more

საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

ხელოვნების სასახლის ისტორია ეკატერინე II-ის დროიდან ოლდენბურგები რუსეთის იმპერიის განსაკუთრებულ მფარველობაში იმყოფებოდნენ. უფლისწული გიორგი ოლდენბურგი იყო დაქორწინებული ალექსანდრე I-ის დაზე ეკატერინე პავლოვნაზე. მისი ვაჟი, უფლისწული პეტრე ოლდენბურგი ალექსანდრე II-ის მეგობარი იყო და გენერალ-ადიუტანტის წოდება ჰქონდა. პეტრეს შვილებს, უფლისწულებს ალექსანდრეს და კონსტანტინეს უშუალო კავშირი ჰქონდათ კავკასიასთან, კერძოდ კი საქართველოსთან.  ალექსანდრე და კონსტანტინე დაიბადნენ პეტერბურგის სახლში (სასახლეში), … Read more

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

header

წარმოიდგინე რომ ხარ ტურისტი. საქართველოში ჩამოსვლისას სად მოინდომებდი წასვლას? – რა თქმა უნდა მუზეუმებში, რათა გაეცნო აქაურ კულტურასა და ხელოვნებას. ეს არა მხოლოდ ტურისტს უნდა აინტერესებდეს. ყოველი ქართველი მოქალაქე, განსაკუთრებით კი სტუდენტი (რადგანაც მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი შემეცნებითი ხასიათისაა) არდადეგებზე ან სხვა თავისუფალ დღეს საღამოს უნდა დაფიქრდეს: ”აბა დღეს მე ვის რა ვარგე?”. სხვას ვის … Read more

სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა წინანდალში

პირველად საქართველოში, 7 აპრილიდან 6 ივნისის ჩათვლით, JMA გალერეა (www.jmagallery.com) QU ART (www.quart-brussels.com) და წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ქართველ მნახველს წარუდგენს ლეგენდარული ესპანელი მხატვრისა და მოქანდაკის სალვადორ დალის ქანდაკებებსა და ლითოგრაფიის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება 6 ქანდაკება და 11 ლითოგრაფია, რომლებიც მხატვრის შემოქმედების ბოლო პერიოდს განეკუთვნება. მათ შორის ქანდაკებები: “სიურეალისტური ანგელოზი”, “კუბისტური ანგელოზი”, … Read more

  • EventLenta
  • ბლოგის სტატისტიკა

    • 80,471 hits
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 35 other followers