ფეისბუქელთა პოეზიის საღამო
მეტისმეტად საინტერესო ივენთი ფეისბუქელთა პოეზიის საღამო გაიმართება 25 სექტემბერს, შაბათს, 14 საათზე პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში. დასწრება თავისუფალია. ყველაფერს გადავიღებთ. ვფიქრობთ კრებულის გამოცემაზეც. მოვიწვევთ მედიას. სად: პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარბაზი როდის: 25 სექტემბერი, 14:00 ფეისბუქის გვერდი
ინტერვიუ მუხრან მაჭავარიანთან
ბატონო მუხრან, თქვენ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა გქონდათ დღევანდელი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ პოეტ შოთა ჩანტლაძესთან. გთხოვთ, გაიხსენოთ რით იყო იგი გამორჩეული? გამორჩეული იყო ნიჭიერებით, გარეგნობით, მხატვრული გაბედულებით, დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. იგი ანტისაბჭოთა ელემენტი იყო. მან აღზარდა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვიქტორ რცხილაძე. საქართველოს დამოუკიდებლობას რომ მოსწრებოდა , ბედნიერი იქნებოდა. რაც სძულდა, ის დაემხო. რამდენადაც ცნობილია, … Read more
გარდაიცვალა ნიკო გომელაური
ბლოგის მკითხველმა ტელევიზორის, რადიოს, გაზეთის ან ინტერნეტის საშუალებით შეიტყო საქართველსო კულტურის სფეროში ტრაგიკული ამბის შესახებ – გარდაიცვალა მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 39 წლის ასაკში, 13 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. პირველი როლი თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში “გუშინდელნი” ითამაშა. ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული … Read more












