გალა კონცერტი ოპერაში
ვინც არ იყავით დღეს გალა კონცერტზე, უეჭველად ხვალ უნდა წახვიდეთ!!! ეს იყო ფანტასტიური რამ! თვით ნინო ანანიაშვილიც კი გამოვიდა. ისეთი სიამოვნება ბალეტისგან, როგორიც დღეს მივიღე, ჯერ ჯერობით არ მიმიღია. ახალი სახეები, ახალი ილეთები, ახალი ყველაფერი. მე ამას ნამდვილად ვერ გადმოგცემთ. უბრალოდ უნდა აიღოთ თქვენი ერთი ადგილი სკამიდან და თვალები კომპიუტერს მოაშოროთ და ეწვიოთ თბილისი არტ-ჰოლს … Read more
მარიუს ფონ მაიენბურგის “მახინჯი”
სამეფო უბნის თეატრი გეპატიჟებათ პრემიერაზე!!! მარიუს ფონ მაიენბურგის “მახინჯი“ რეჟისორი: დათა თავაძე მხატვარი: თეიმურაზ მურვანიძე სად : სამეფო უბნის თეატრი როდის : 17 ოქტომბერს 20:00 საათზე მისამართი: თბილისი, გია აბესაძის 10. ბმული: ფეისბუქი
9 სექტემბერი, ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის – ”წმინდა წყვდიადის” პრეზენტაცია
”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” მართავს ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის – ”წმინდა წყვდიადის” პრეზენტაციას. ავტორი წაიკითხავს ნაწყვეტებს წიგნიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან თანამედროვე ქართველი მწერლები და საზოგადოებისთვის ნაცნობი პირები. ”ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან … Read more
რონალდ ასმუსის წიგნი – ”მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა”
7 აგვისტოს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება რონალდ ასმუსის გახმაურებული წიგნის „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. აშშ-ის სენატორის მაკ კეინის განცხადებით: წიგნის წაკითხვა სავალდებულოა მათთვის, ვისაც სურს გაიგოს რა მოხდა რუსეთ-საქართველოს ომის კულისებს მიღმა და როგორ დატოვა დასავლეთმა თბილისი რუსეთის აგრესიის პირისპირ. … Read more
მთაწმინდის პარკში ახალი ქართული მობილური სერვისის პრეზენტაცია გაიმართება
მთაწმინდის პარკის ამფითეატრში კომპანია “სინგულარ ჯგუფის” ახალი ქართული ინოვაციური მობილური სერვისის – notify.ge – პრეზენტაცია გაიმართება ორშაბათს, 2 აგვისტოს საღამოს 8 საათზე. სერვისი ითვალისწინებს მობილური ტელეფონიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით სოციალურ ქსელ facebook.com-ზე სტატუსების ქართულ ენაზე განახლებას. მისი გამოყენება მომხმარებლისთვის უფასო იქნება. პროექტი მობილურ ოპერატორის Beeline-ის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზენტაციაზე საუბარი იქნება კომპანიის სამომავლო … Read more
Tweet.ge-ს პრეზენტაცია
9 ივლისს ჩატარდა Tweet.ge-ს პრეზენტაცია. რომელზეც მე მოწვეული ვიყავი, და მინდა გიამბოთ, რა ხდებოდა ამ პრეზენტაციაზე. მანამდე კი გაეცანით ამ ვიდეოს, საიდანაც თქვენ ადვილად გაიგებთ, თუ რა არის Tweet.ge. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი პრეზენტაცია, თანაც სამინისტროში, ტელევიზიის გარეშე ვერ ჩაივლიდა. სხვადასხვა არხებიდან მოვიდნენ ჟურნალისტები და, როგორც ყოველთვის, გადაიღეს უბრალოდ მსხდომი იქ ხალხი, და არა თვითონ პრეზენტაციის … Read more
9 ივლისი, tweet.ge-ს ოფიციალური პრეზენტაცია
ხარ ბლოგერი ან ჟურნალისტი? გაინტერესებს სოციალური ქსელები და ბლოგინგი? მაშინ შენ აუცილებლად დაინტერესდები Singular ჯგუფის მიერ შექმნილი ახალი მობილური სერვისით – tweet.ge – რომლის ოფიციალურ პრეზენტაცია პარასკევს, 9 ივლისს გაიმართება!!! დარეგისტრირდი სტუმართა სიაში: http://tweet.ge/ P.S. ღონისძიების ზუსტი დრო და ადგილი შერჩეულ სტუმრებს ოფიციალური მოსაწვევის სახით იმეილზე გაეგზავნებათ.
სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია – მონოგრაფიის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გ ი წ ვ ე ვ თ რუსთაველის ფონდის გრანტით დაფინანსებული მონოგრაფიის პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა ზ ე სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია (ქართული ლიტერატურის მაგალითზე): წიგნი I. სოციალისტური რეალიზმის იდეურ-ესთეტიკური თავისებურებანი; წიგნი II. სოციალისტური რეალიზმის განვითარების ეტაპები საქართველოში. ავტორები: … Read more
Social Media Day Tbilisi 2010
30 ივნისს საღამოს 6 საათზე მთაწმინდის პარკის ამფითეატრში აღინიშნა სოციალური მედიის დღე. 30 ივნისი როგორც სოციალური მედიის დღე შემოიღო mashable.com-მა, სოციალური მედიის პორტალი. მათ მიერ წამოყენებული ეს ინიციატივა მსოფლიოში აიტაცეს და ამ დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა ღონისძიებები , მათ შორის თბილისშიც. თბილისში ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის გოჩა გაბოძეს, როგორც ეს გამხსნელ სიტყვაში მარი ტალახაძემ მოგვახსენა. გამხსნელ … Read more
30 ივნისი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილე
FMAWK8A6XRU6 30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება საიუბილეო ღონისძიებები: • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების პრეზენტაცია • გამოფენა „მეფური შეწირულობა“ • შემოწირულ ხელნაწერთა ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი დასაწყისი: 18:00 მისამართი: მერაბ ალექსიძის 1/3 საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების პრეზენტაცია, რომლის საპატიო თავმჯდომარეც იქნება … Read more















