პროფესორი სტივ ჰანკეს საჯარო ლექცია
თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვევით, საქართველოში ჩამოდის Johns Hopkins-ის უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს – საწარმოს კვლევების ინსტიტუტის თანადირექტორი, პროფესორი სტივ ჰანკე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 25 პირს შორისაა დასახელებული. პროფესორი ჰანკე თავისუფალ უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას. ასევე, გაიმართება მისი წიგნის “უსაფრთხო ვალუტა საქართველოსთვის” პრეზენტაცია, რომელიც გამოსცა თავისუფალიუნივერსიტეტის გამომცემლობამ. გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავისუფალ უნივერსიტეტსა და … Read more
22 ნოემბერი, დოქტორი ისმაილ სერაგელდინის საჯარო ლექცია
22 ნოემბერს, 17:00 საათზე, თავისუფალ უნივერსიტეტს ესტუმრება ალექსანდრიის უძველესი და ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ბანკის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი, დოქტორი ისმაილ სერაგელდინი. ლექციის თემა: ცოდნის რევოლუციის შვიდი ბოძი და მათი გავლენა. დოქტორმა სერაგელდინმა 1964 წელს დაამთავრა ქაიროს უნივერსიტეტი და მიიღო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი კი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. დოქტორი სერაგელდინი არის რვა … Read more
რიჩარდ მეთიუ სტოლმანის საჯარო ლექცია
21 ნოემბერს, 15:00 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს მსოფლიოში აღიარებული თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის აქტივისტი, რიჩარდ მეთიუ სტოლმანი. ლექციის თემა: თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა და თქვენი თავისუფლება (Free Software and your Freedom) თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მოძრაობა აგიტაციას უწევს კომმპიუტერის მოხმარების კონტროლის და თანამშრომლობის თავისუფლებას. თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მოძრაობამ შექმნა ოპერაციული სისტემა GNU, რომელიც უმეტესად გამოიყენება ლინუქს (Linux) … Read more
პროფ. გასტონ ბუაჩიძის საჯარო ლექცია
ნანტის უნივერსიტეტში მოღვაწე ცნობილი ქართველი პროფესორი გასტონ ბუაჩიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ქართული ლიტერატურის კოლექცია ფრანგულად”. საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. სად: თსუ, მე-5 კორპუსი, 313-ე აუდიტორია როდის: 23 სექტემბერი 15:00 საჯარო ლექციის გვერდი ფეისბუქზე
27 მაისი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ფსიქოლოგი ალან ლამბერტის ლექცია
ხუთშაბათს, 27 მაისს, 17:30 საათზე, თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს ამერიკელი პროფესორი, ფსიქოლოგი ალან ლამბერტი. ლექციის თემა: “ახალი არაცნობიერი” თანამედროვე სოციალურ ფსიქოლოგიაში: ფროიდის მიღმა. ალან ლამბერტი არის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი ვაშინგტონის უნივერსიტეტში. პროფესორი ალანის კვლევებში ცენტრალური საკითხია, თუ როგორი სისტემატური გავლენა აქვს, როგორც სიტუაციურ, ასევე პიროვნულ ფაქტორებს, ინდივიდის მიერ სოციალური სამყაროს აღქმაზე. ამ კვლევების ცენტრალური … Read more















