თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – თუმანიშვილის თეატრი

tumanishvili

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ფესტივალის გახსნა! 29 სექტემბერი, ოთხშაბათი, 12.00 ლაშა ბუღაძე „7 პ.პ.” რეჟისორი – ზურაბ გეწაძე მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ე ნ: ქეთი ასათიანი, რუსუდან ბოლქვაძე, მაია გელოვანი, ვანო თარხნიშვილი, ლია კაპანაძე, ლალი კეკელიძე, თემო ნატროშვილი, ნათია ფარჯანაძე, გიორგი ყიფშიძე, … Read more

წიგნების ქუჩა

books46099

თბილისში გვაქვს რკინის რიგი, ბამბის რიგი, პურის მოედანი, ვერცხლის ქუჩა, რატომ არ უნდა არსებობდეს წიგნის ქუჩა?! თბილისში დღეს ბევრს აწუხებს ეს პრობლემა. ფეიბუქზეც გამოჩნდა უკვე ჯგუფი: “დააბრუნეთ ქუჩის ბუკინისტები“. ადრე იყო რუსთაველი, პუშკინის მიწისქვეშა გადასასვლელი, ჭავჭავაძე, უნივერსიტეტის პირველი და მეხუთე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, დელისის მეტრო, სამედიცინოს მეტრო, დოლიძის ქუჩა, ქაშუეთის მიწისქვეშა გადასასვლელი, კოლმეურნეობის მოედანი, ოპერის … Read more

14 სექტემბერი, ლაშა ბაქრაძის წიგნის პრეზენტაცია

lasha bakradze

ლაშა ბაქრაძე წარადგენს წიგნს “გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს” და ისაუბრებს საქართველოს ისტორიის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ფურცლის შესახებ – ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ 1914-1918 წლებში. მისამართი: ლიტერატურის მუზეუმი. გიორგი ჭანტურიას 8, თბილისი მერიოტის ქვემოთ, ალექსანდრეს პარკის პირდაპირ დასაწყისი: 18:00 საათი იხილეთ ღონისძიების გვერდი პირწიგნაკზე

9 სექტემბერი, ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის – ”წმინდა წყვდიადის” პრეზენტაცია

ligamusi

”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” მართავს ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის – ”წმინდა წყვდიადის” პრეზენტაციას. ავტორი წაიკითხავს ნაწყვეტებს წიგნიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან თანამედროვე ქართველი მწერლები და საზოგადოებისთვის ნაცნობი პირები. ”ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან … Read more

Garage Sale – იპოვეთ სასურველი წვრილმანი

garage-sale

შაბათს, 14 აგვისტოს, უნივერსიტეტის ქუჩა 3 გეპატიჟებით ყველას – Garage Sale-ზე. გაყიდვაში იქნება – წიგნები, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები , სამკაულები,ჩანთები, კაშნები და შესაძლოა ჭურჭელიც. მოკლედ ყველანაირი წვრილმანი რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და მოიძიოს. http://www.pinpoint.ge/main/index.php?x=28633.333333333332&y=36283.333333333336&z=3 გვერდი ფეისბუქზე

რონალდ ასმუსის წიგნი – ”მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა”

7 აგვისტოს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება რონალდ ასმუსის გახმაურებული წიგნის „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. აშშ-ის სენატორის მაკ კეინის განცხადებით: წიგნის წაკითხვა სავალდებულოა მათთვის, ვისაც სურს გაიგოს რა მოხდა რუსეთ-საქართველოს ომის კულისებს მიღმა და როგორ დატოვა დასავლეთმა თბილისი რუსეთის აგრესიის პირისპირ. … Read more

29 ივნისი, გიგი თევზაძის “უცნობი წიგნების” პრეზენტაცია

29 ივნისს, 20:00 საათზე გეპატიჟებით გიგი თევზაძის ახალი წიგნების “უცნობი წიგნები ქართველებისთვის” და “უცნობი წიგნები საქართველოდან უცხოელებისთვის” პრეზენტაციაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საზაფხულო ბაღში. მისამართი: აღმაშენებელის 150 დაწყების დრო: საღამოს 8 საათი

29 ივნისი, ნინო ნადირაძის წიგნის პრეზენტაცია

წიგნის პრეზენტაცია

მზით ადღვებილი ხელისგულებიდან ლექსები უნდა ავაფრინოთ… ერთი ფიქრით მეტი საღამო, ერთი სუნთქვით მეტი,ერთი ფილტვით მეტი მოძრაობა გავშალოთ დროში… მოძრაობა სისხლიდან გულში, გულიდან შენში, შენიდან მასში, მათში და მერემიდი და კერე უსაზღვროების დაუკემსავი ფუღუროები… შენი გული ხომ იფეთქებსისე, როგორც მე დავწერე… ჰო, ასე იფეთქებს თუნდაც საათი და 30 წუთი. დროახეული აფიშებივით გავეკრათ ცას და გავუშვათ ყველამ … Read more

21 მაისს თბილისის წიგნის მეთორმეტე ფესტივალი დასრულდა

22

21 მაისს თბილისის წიგნის მეთორმეტე ფესტივალი დასრულდა. წელს ფესტივალზე დაახლოებით 55-მდე გამომცემლობამ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სხვა და სხვა მუზეუმებმა, ბიბლიოთეკებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა. მიუხედავად იმისა რომ ფესტივალი საერთაშორისო სტატუსს ატარებდა, მას არცერთი უცხოელი არ დასწრებია. Netgazeti-ს განცხადებით ამის მიზეზად ფესტივალის ორგანიზატორი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნათია ლურსმანაშვილი საორგანიზაციო … Read more

18-21 მაისი, თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი

book fest

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ფილარმონიაში თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალს მართავს. ფესტივალზე 80-მდე მონაწილე იქნება წარმოდგენილი. მათ შორის: ქართული გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ღონისძიების მსვლელობის პროცესში, დამთვალიერებელს საშუალება ექნება დაესწროს სხვადასხვა ტიპის აქციებს და პრეზენტაციებს. ფესტივალზე … Read more

  • EventLenta
  • ბლოგის სტატისტიკა

    • 80,471 hits
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 35 other followers