საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

უცნობი, ძველი, უნიკალური და ულამაზესი ხელოვნების სასახლე

ვინც კი გაივლის თბილისის ძველ უბანში, კარგარეთელის ქუჩაზე, რთულია, არ შეამჩნიოს ერთი საინტერესო არქიტექტურის მქონე შენობა. მოაჯირით გარშემორტყმული, დაძველებული, ლამაზი სასახლე. ზოგიერთმა არქიტექტორმა იცის, რომ ეს სასახლე არის XIX საუკუნის პეტერბურგელი პავლე შტერნის ნამუშვარი. შტერნი ცდილობდა, მიეცა თბილისის ნაგებობებისათვის აღმოსავლური ეგზოტიკური ხასიათი, აგრეთვე ამბობენ, რომ იგი  სტილაზაციის იდეით იყო  გატაცებული – თავის სახლსაც კი ასეთი სახე მიანიჭა. ზოგი თვლის, რომ ეს არის ფსევდომავრიტანული სტილი, ზოგი კი მასში გოთიკას პოულობს. სასახლე აშენდა 1895 წელს და ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თავისი ეგზოტიკურობა. დღეს ამ სასახლეში განლაგებულია საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, რისი დირექტორიც რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა ისტორიკოსი გიორგი კალანდია გახდა. იგი ამტკიცებს, რომ ასეთი სასახლის ნაგებობები საქართველოში ერთეულებია და როგორც შეეფერება ნამდვილ სასახლეს, მისი ისტორია რომანტიზმით არის აღსავსე (რასაც, იმედია, შემდეგ პოსტებში მოგითხრობთ).

თვით სასახლე მუზეუმია, ამიტომაც აქ ხელოვნების სხვადასხვა ექსპონატი ეხება არა მხოლოდ თეატრს, კინოსა და ქორეოგრაფიას. დოკუმენტების მიხედვით, სასახლე ძალიან ლამაზი იყო, მას გააჩნდა ბერძნული, ეგვიპტური და სხვა მრავალი დარბაზი. მაგრამ 1921 წლის შემდეგ ბერძნული მარმარილოს სკულპტურები სასახლიდან გაიტანეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, შემდეგ კი ზოგი მათგანი კომისრებმა წაიღეს და შესაძლოა სასაფლაოს ძეგლებად გამოიყენეს კიდეც.

მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს:

– ”ჩვენ გვინდა სასახლეს მივანიჭოთ მისი პირველადი სახე. ერთის მხრივ, არ გვინდა, დავკარგოთ კონტაქტი ისტორიასთან და აქ მცხოვრებ ადამიანთა ბედთან, მეორეს მხრივ, ამ სასახლეში 1989 წელს დაარსდა ქართული თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი…

– სამწუხაროდ არსად არის ნახსენები კონტანინე ოლდენბურგელი, არც აგრაფენა ჯაფარიძე… ჩემი აზრით, ისინი იმსახურებენ, ხალხმა იცოდეს მათი ისტორია, რადგანაც ამ სასახლის ისტორია მათ სახელთანაა დაკავშირებული. ამიტომაც გვინდა რამდენიმე დარბაზი პირველად სტილში იყოს აღდგენილი…”

მუზეუმს 1945 წელს მიუშენეს “ფლიგელი”, სადაც სავარაუდოთ გაიხსნებოდა გამოფენის რამდენიმე დარბაზი.

ამ სასახლეს ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც XVII საუკუნის უნიკალური გამოცემებია თავშეყრილი. ყველაფერი ეს ინახებოდა და აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის. მუზეუმის დღევანდელმა ადმინისტრაციამ აღადგინა მუზეუმის ის ნაწილი, სადაც მკითხველთა დარბაზი განათავსა.

როდესაც მუზეუმს თბილისის მერი გიგი უგულავა ესტუმრა, მან განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ყურადღება და მოვლა სჭირდება, რადგანაც საქართველოში სასახლეები ნაკლებობაა. თბილისში შენარჩუნებული ერთადერთი სასხლე დარაჯენის სასახლეა. საბედნიეროდ, XIX საუკუნეში სასახლეებმა ხელახლა დაიწყეს ცხოვრება – ზუგდიდში და თბილისშიც. რა თქმა უნდა, საქართველო ევროპისგან შორს დგას სასახლეების რაოდენობით, მაგრამ ეს სასახლეები არსებობს, და მათ საკუთარი არაჩვეულებრივი და უაღრესად საინტერესო ისტორია გააჩნიათ.

მუზეუმი მდიდარია დიდი ფოტორეალით, პროგრამებით, მემუარებით და სხვადასხვა ლიტერატურით. ერთ-ერთი უნიკალური ექსპონატი ვანში გათხრებისას ნაპოვნი ანტიკური პერიოდის მარმარილოს მომღიმარე ნიღაბია. ასევე მუზეუმში არის XVII  საუკუნის ბრწყინვალე სპარსული მინიატურები, 1893 და 1903 წლის აბრეშუმზე დაბეჭდილი ქართული თეატრის პროგრამები, პეტრე ჩაიკოვსკის, რიმსკი-კორსაკოვის, შალიაპინის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის ხელმოწერები. აგრეთვე ინახება რუსეთის იმპერიის აკადემიის ჯილდოები, რომლებიც მიენიჭა ცნობილ ქართველ კომპოზიტორს დიმიტრი არაყიშვილს; მხატვრების ნამუშევარი, როგორიც არის ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, სერგო ქობულაძე, ქეთევან მაღალაშვილი, პეტრე ოცხელი, ირაკლი გამრეკელი, კირილე ზდანევიჩი; სანდრო ახმეტელის და კოტე მარჯანიშვილი არქივები. ასევე არის ლადო მესხიშვილის, შალვა დადიანის, ვასო აბაშიძის, დიმიტრი არაყიშვილის წერილები.

–                მუზეუმის სახელით მივმართე ბევრ ქართველ ცნობილ ადამიანს, – ამბობს მუზეუმის დირექტორი, – ვთხოვე, გადმოეცათ მუზეუმისთვის რამე მათი რელიკვიებიდან. რა თქმა უნდა, ეს რთული აღმოჩნდა. მაგალითად, ქართული ეროვნული ცესკვის ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა იამზე დოლაბერიძემ გადმოგვცა თავისი კაბა, რომელშიც სცენაზე შეასრულა თავისი ბოლო ცეკვა. იამზესთვის ეს ძნელი იყო, რადგანაც ეს კაბა თავისივე ხელით შეუკერავს. ასეთ ადამიანების მიმართ ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ტელევიზიისა და პრესის საშუალებით… მოვიფიქრეთ, ყოველ წელს ჩაგვეტარებინა მარმარილოს ბოძის(ქანდაკების) გახსნის ცერემონია სადაც ეწერება იმ ადამიანების სახელი, რომლებმაც თავისი რელიკვიები შემოგვწირეს. აგრეთვე მოვიფიქრეთ ჯილდო ”ბროლის აპოლონი”, რომლითაც ყოველწლიურად 10 ადამიანი დაჯილდოვდება.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ძმებმა ელდარ და გიორგი შენგელაიებმა მუზეუმს ნიკოლოზ შენგელაიას და ნატო ვაჩნაძის მთელი საოჯახო არქივი აშუქეს, რაც შეიცავს 700-800 დოკუმენტს, ნატო ვაჩნაძის ფოტოგრაფიებს, ბორის პასტერნაკის და მრავალი ხელოვანის წერილებს და ხელნაწერებს. ბოლოს გვაჩუქეს XVII  საუკუნის ოსმანური კოსტუმი; ნანი ბრეგვაძის, მედეა ჯაფარიძის, თამარ თაქთაქიშვილის საკონცერტო კოსტუმები. გამოჩენილი ქართველი მოცეკვავის ნინო რამიშვილის იუბილესთან დაკავშირებით სუხიშვილების ოჯახმა გადმოგვცა ოთხი კოსტუმი, რომლებშიც ცეკვავდა ნინო რამიშვილი.

ასეთი მუზეუმი ბევრია თბილისში და მთელ საქართველოში, რომელებიც, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მუზეუმი არ არის განლაგებული სასახლეებში, მათ გააჩნიათ უნიკალური ექსპონატები. ქართული თეატრის, კინოს და ქორეოგრაფიის მუზეუმს და ბევრ სხვა მუზეუმს აქვს დიდი პოტენციალი, იმედია ერთ-ერთ მათგანს ექნება ქართული ლუვრის სტატუსი. ამისათვის კი ჩვენი დიდი ყურადღება და ინტერესია საჭირო.

საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს კარგარეთელის ქუჩაზე.

წყარო: ურნალი ”Русский Клуб” #3, 2010;  “Дворец Искусства” – კ. ბარათაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s