სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა წინანდალში

პირველად საქართველოში, 7 აპრილიდან 6 ივნისის ჩათვლით, JMA გალერეა (www.jmagallery.com) QU ART (www.quart-brussels.com) და წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ქართველ მნახველს წარუდგენს ლეგენდარული ესპანელი მხატვრისა და მოქანდაკის სალვადორ დალის ქანდაკებებსა და ლითოგრაფიის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება 6 ქანდაკება და 11 ლითოგრაფია, რომლებიც მხატვრის შემოქმედების ბოლო პერიოდს განეკუთვნება. მათ შორის ქანდაკებები: “სიურეალისტური ანგელოზი”, “კუბისტური ანგელოზი”, “ვენუსი”, “ბეთჰოვენი”, “ამაღლებული წუთები”, “მაგიდა”, რომლებშიც გაერთიანებულია სალვადორ დალის ექსტრაორდინალური ფანტაზია, მისი ხელოვნების ექსპერიმენტული ხასიათი და სტილისტური მრავალფეროვნება, ტრადიციულისა და სტერეოტიპულობის რღვევის ნიშნები. ეს თავისებურებები სალვადორ დალის ნამუშევრებს “მესამე განზომილებასთან” აკავშირებს, სადაც, ერთი შეხედვით, ირეალური სიტუაციები, ჩვეულებრივად აღიქმება და შესაძლებელია, ერბოკვერცხის “იალქანზე” ლოკოკინა ბინადრობდეს (“ამაღლებული წუთები”), ანგელოზები კი “ღმერთამდე მიმავალ ტრანსპორტად” გვევლინებოდნენ, უჩვეულო სივრცით განზომილებებს კი, მხატვრული ხერხების შთამბეჭდაობა განაპირობებდეს (“სიურეალისტური ანგელოზი”).

წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია, რომელმაც უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, ქართველი მაყურებელს კი, პირველად ეძლევა სალვადორ დალის ორიგინალური ქმნილებების ხილვის შესაძლებლობა.

გამოფენის ადგილი: ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდალი, საქართველო

თარიღი: 07.04.2010 – 06.06.2010

ბმული: http://www.art.gov.ge/ka

Advertisements

9 thoughts on “სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა წინანდალში

  1. ამის არ ნახვა, არ გამოვა 🙂

    ისე, იმედი მაქვს თბილისშიც ჩამოიტანენ ამ გამოფენა, ნუ ალბათ როგორც პიკასოზე იყო, სიღნაღი–თბილისი–ბათუმი. ამ შემთხვევაშიც დაახლოებით ესე იქნება.

  2. იმედია დალის გამოფენაც პიკასოს გამოფენასავით არ გაკეთდება და იმას ჩამოიტანენ რასაც გვპირდებიან… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s