საქართველოს ეროვნული მუზეუმი

წარმოიდგინე რომ ხარ ტურისტი. საქართველოში ჩამოსვლისას სად მოინდომებდი წასვლას? – რა თქმა უნდა მუზეუმებში, რათა გაეცნო აქაურ კულტურასა და ხელოვნებას. ეს არა მხოლოდ ტურისტს უნდა აინტერესებდეს. ყოველი ქართველი მოქალაქე, განსაკუთრებით კი სტუდენტი (რადგანაც მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი შემეცნებითი ხასიათისაა) არდადეგებზე ან სხვა თავისუფალ დღეს საღამოს უნდა დაფიქრდეს: ”აბა დღეს მე ვის რა ვარგე?”. სხვას ვის რა უნდა არგო, საკუთარ თავს თუ არაფერი შეარგე და არ დაკმაყოფილდი. კმაყოფილი კი მხოლოდ მაშინ იქნები, როცა საკუთარ თავს ესთეთიკურ სიამოვნებას მიანიჭებ. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ბედნიერების შესაგრძნობად უნდა ნახოთ სტურუას სპექტაკლი ”სტიქსი” რუსთაველის თეატრში, წაიკითხოთ მარკესის ”განზრახული სიკვდილის ქრონიკა”, მოუსმინოთ მოცარტის რექვიემს (რაც ზოგიერთს რატომღაც ”გრუზავს”), დაათვალიეროთ გია ბუღაძის ნამუშევრები და ა.შ.

საქართველო მდიდარია მუზეუმებით. თბილისის ძველ უბანში გასეირნებისას შეიძლება გადააწყდეთ რომელიმე სახლ-მუზეუმს და გაგიკვირდებათ ”ადრე სად ვიყავი?”-ო, რაც ბავშვობაში მომივიდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის აღმოჩენისას. საინტერესო გრძნობა იყო, ჩემი თვალით ვუყურებდი იმ ადგილს სადაც ტატომ ბავშვობაში ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც მას ”ქართველი ბაირონი” შეარქვეს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დგას ყველასათვის ცნობილი მუზეუმი. ბევრ გამვლელს გონია, რომ ეს არის ”საქართველოს ეროვნული მუზეუმი,” მაგრამ, სამწუხაროდ, ცდება.  ეს არის ”სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი”, რომელიც შედის ეროვნულ მუზეუმის შემადგენლობაში. ეროვნულ მუზეუმს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა მუზეუმები. ესენია: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი და მრავალი სხვა. არსებობს ისეთებიც, რომლებიც არ შედიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილებაში.

დაარსება და განვითარება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. აგრეთვე მისი დაარსება 1852 წლით თარიღდება, როდესაც რუსეთის იმპერიის გეორგაფიული საზოგადოების კავკასიის დეპარტამენტი გაიხსნა.  საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მუზეუმის მთავარი მისიაა საქართველოსა და სხვა ერების წარსულისა და აწმყოს, ასევე ბუნებრივი სამყაროს ძეგლების გამოკვლევა, დაცვა, პოპულარიზაცია და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

მუზეუმში ექსპონატები შემოდიოდა სხვადასხვა ექსპედიციებიდან და მოგზაურობებიდან. აგრეთვე ცნობილმა ადგილობრივმა და უცხოელმა მეცნიერებმა, პოლიტიკოსებებმა და დიდგვაროვნებმა (ბაგრატიონების სამეფო ოჯახის წევრები, ვორონცოვი, კაზნაკოვი, ზელ-ალ სალტანი და სხვანი) თავისი შემოწირულობით ამდიდრებდნენ მუზეუმის კოლექციებს.

მუზეუმის ერთ-ერთი კოლექციაა  ”ისლამური ხელოვნების კოლექცია”.

საქართველოში  პირველი კავკასიური სამუზეუმო ორგანიზაციების ჩასახვის პერიოდში, XIX საუკუნის შუა წლებში, გაჩნდა ინტერესი აღმოსავლური ექსპონატებისადმი. ჯერ კიდევ კავკასიის მუზეუმის თანამშრომლები მრავალრიცხოვანი ექსპედიციისა და მოგზაურობის დროს, მუზეუმის დირექტორის გუსტავ რადეს თაოსნობით ხშირად ყიდულობდნენ ისლამურ ნივთებს. შემდგომ ეს ნივთები ამშვენებდნენ მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებს. კავკასიის მუზეუმის პირველი საექსპოზიციო დარბაზების გაფორმებისას ფართოდ  გამოიყენებოდა ისლამური ხელოვნების სტილი და ცალკეული დეკორატიული მოტივები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისლამური ხელოვნების კოლექციების ისტორიული და მხატვრული ფასეულობა ძალზე მაღალია, ხოლო ქრონოლოგიური და გეოგრაფიული სპექტრი – ფართო. ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის გამო მრავალი კოლექცია დაცულია სამუზეუმო ფონდებში და მხოლოდ მცირე ნაწილია გამოფენილი ხელოვნების მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში.

საინტერესო ბმულები:

ისლამური ხელოვნების კოლექცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს მუზეუმები

Advertisements

6 thoughts on “საქართველოს ეროვნული მუზეუმი

  1. არაა ცუდი დაწერილი, მაგრამ რამდენიმე შენიშვნა მაინც მაქვს:
    ყველაზე სერიოზული საკითხი: ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (და არავითარ შემთხვევაში – კუთვნილებაში!!!) შემავალი რამდენიმე ძირითადი მუზეუმის ჩამოთვლის შემდეგ წერთ:
    “არსებობს ისეთებიც, რომლებიც არ შედიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილებაში.” 🙂 თუ იცით, საქართველოში სულ რამდენი მუზეუმია და რამდენი მუზეუმი შედის ეროვნულ მუზეუმში? დაახლ. 250 და 13. ასე, რომ ნამდვილად არის ისეთები, რომელიც არ შედის ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში :)))))))))))) და მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მუზეუმებიც არის :)))
    “…გუსტავ რადეს თაოსნობით ხშირად ყიდულობდნენ ისლამურ ნივთებს.” ისლამური ნივთი რაღა ბედენაა?? :))) საერთოდ, ქართული ცოტა მისახედი გაქვთ, თუმცა შედარებით, არა უშავს :)))
    “მუზეუმის ერთ-ერთი ბოლო კოლექციაა ”ისლამური ხელოვნების კოლექცია”. ” – რას ნიშნავს ბოლო კოლექცია??
    კიდევ ერთი: რეორგანიზაციაც რომ არ იყოს, ჩვეულებრივ, სამუზეუმო კოლექციების უდიდესი ნაწილი ყოველთვის ფონდებში ინახება.. ამ წესიდან გამონაკლისი ცოტაა ნებისმიერ ქვეყანაში 🙂
    მიუხედავად შენიშვნებისა, მივესალმები თქვენს ამ ნამუშევარს!

    • დიდი მადლობა კომენტარის დატოვებისათვის. ყოველთვის მივესალმებით მკითხველის რჩევას 🙂 და შევასწორეთ თქვენ მიერ მითითებული შეცდომა.

      • ver erkvevi samuzeumo saqmeshi! rac zalian samcuxaroa.
        luka

  2. ძალიან შევრცხვი ევროპელ სტუმრებთან !!!შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში კატასტოფა ხდება!!! სასწრაფო რეორგანიზაციაა საჭირო!!!არაპროფესიონალებითაა სავსე.ორი დღე უშედეგოდ ვცდილობდი ფონდში შესვალას!!!! ბოლოს გარაზებულმა თანამშრომლებმა ამბიციური მიწოდეს და მითხრეს ასე იმიტომ ხდება რომ დაბალი ხელფასები გვაქვსო.მუზაუმში ტურისტებს და უხოელ სტუმრებს მოლარე ხვდება რომელიც ვერც ერთ უცხო ენეზე ვერ საუბრობს.სირხვილიააააა!!! თავი გვეჭრება!!!

    • მე სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული,ხელოვნებათმცოდნე ვარ,სურვილი მაქვს მუზეუმში მუშაობის,სტაჟირება თუ გამოცხადდება, იქნებ შემატყობინოთ…გმადლობთ

      • ამ თემასთან დაკავშირებით, გირჩევთ დაუკავშირდეთ მუზეუმს. საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ პოსტის ბოლოში განთავსებულ ბმულებზე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s