საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

ხელოვნების სასახლის ისტორია

ეკატერინე II-ის დროიდან ოლდენბურგები რუსეთის იმპერიის განსაკუთრებულ მფარველობაში იმყოფებოდნენ. უფლისწული გიორგი ოლდენბურგი იყო დაქორწინებული ალექსანდრე I-ის დაზე ეკატერინე პავლოვნაზე. მისი ვაჟი, უფლისწული პეტრე ოლდენბურგი ალექსანდრე II-ის მეგობარი იყო და გენერალ-ადიუტანტის წოდება ჰქონდა. პეტრეს შვილებს, უფლისწულებს ალექსანდრეს და კონსტანტინეს უშუალო კავშირი ჰქონდათ კავკასიასთან, კერძოდ კი საქართველოსთან.  ალექსანდრე და კონსტანტინე დაიბადნენ პეტერბურგის სახლში (სასახლეში), რომელიც ერგო მათ მამას, ნიკოლოზ I-ს; მათ მიიღეს ბრწყინვალე განათლება. სასახლეში ხშირად ტარდებოდა წვეულებები, სპექტაკლები და კონცერტები.

პრინცი ალექსანდრე პეტრეს ძე ბალკანეთის 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის აქტიური მონაწილე იყო. იგი აგრეთვე დაინტერესებული იყო გაგრის კლიმატური კურორტით. 1900 წელს პრინც ალექსანდრეს აზრად მოუვიდა სოჭისა და სოხუმის შორის თვალწარმტაც, მაგრამ უკაცრიელ ნაპირზე შეექმნა კეთილმოწყობილი, იაფი კურორტი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ყირიმის ძვირიან კურორტებს. იგი სამუშაო მსვლელობას თვითონ მართავდა, ყოველ წვრილმანში ერკვეოდა და ამ საქმეში თავისი სახსრების არც თუ ისე მცირე ნაწილი ჩადო. მან მოითხივა, რომ სახელმწიფო ხაზინას კურორტის ასაშენებლად ყოველწლიურად გამოეყო 150 ათასი რუბლი. ყოველივე ამის შემდეგ, 1903 წელს კურორტი გაგრა გაიხსნა, დაახლოებით 90 წელი იარსება და საბჭოთა კავშირის დაშლამდე რჩებოდა ერთ-ერთ საუკეთესო კლიმატურ კურორტად შავი ზღვის სანაპიროზე.

ალექსანდრეს მსგავსად, უმცოროსი პრინცი კონსტანტინეც მონაწილეობას იღებდა რუსეთ-თურქეთის ომში, სადაც მას გენერლის წოდება მიანიჭეს. კავკასიაში, სადაც ის მსახურობდა, მისი დახმარებით ადლერ-სოჭის საკურორტო საქმე და მევენახეობა განვითარდა. პრინცი კონსტანტინეს ინიციატივით, ქუთაისში შამპანიურის წარმოება დაიწყეს. ის იყო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მუსიკალურ თუ თეატრალურ წრეებზე. ზუსტად ხელოვნებისადმი სიყვარულმა მისი ცხოვრება გადაატრიალა.

ერთხელ ქუთაისში 1882 წელს იგი იმ დროს მოდურ წარმოდგენაში ”ცოცხალი ნახატები” მონაწილეობდა. დგამდნენ ”ვეფხისტყაოსანს.” ნესტან-დარეჯანს თამაშობდა ვინმე უფლისწულისათვის უცნობი ულამაზესი ქალი, რომელმაც თავისი არაამქვეყნიური სილამაზით მოაჯადოვა პრინცი და მასაც მომენტალურად შეუყვარდა. ეს ახალგაზრდა კნეინა აგრაფენა ჯაფარიძე იყო, თავადი ტარიელ დადიანის მეუღლე. ამგარემოებამ არ შეაჩერა ჩვენი უფლისწული და დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ ჩაეგდო ის ხელში. სირთულე იყო იმაში, რომ კონსტანტინე იყო პრინცი და ასეთი ქორწინებისას როგორც მას, ასევე მის შთამომავლებს ტახტის უფლება არ ექნებოდათ. რუსეთში ოფიციალურად არსებობდა მარგანატული ქორწინების საწინააღმდეგო კანონი. მაგრამ პრინცმა გადაწყვიტა მოიპოვოს თავისი სატრფოს გული, რომელიც ამასთანავე გათხოვილი ქალი იყო. სიყვარული ორმხრივი აღმოჩნდა და კონსტანტინე ნებისმიერ დაბრკოლებას ადვილად იშორებდა თავიდან. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ უფლისწულმა თავად დადიანს მილიონი რუბლი ოქროთ გადაუხადა თავისი სატრფოსათვის. ალბათ, მასეც იყო, მაგრამ ეს არავინ იცის. და 1882 წელს კონსტანტინე პეტრეს ძემ მარგანატული ქორწინებით აგრათენა ჯაფარიძე ცოლად შეირთო. ამით მან მშობლების მემკვიდრეობაზე დაკარგა უფლება, მის შვილებს კი წაერთვათ უფლება წოდებულიყვნენ – პრინცი ოლდენბურგი.

ეტყობა ძლიერი სიყვარული იყო კონსტანტინესა და აგრაფენას შორის…

მისთვის სიყვარული უფრო ძვირფასი აღმოჩნდა. ამის გარდა მან ააშენა ეს შესანიშნავი სასახლე და საჩუქრად სატრფოს მიუძღვნა. ამის შემდეგ ამ სასახლეს ეძახდნენ პირველი სიყვარულის სასახლეს. ამ სასხლეს აქვს პაემნებისათვის საიდუმლო ოთახის მქონე ერთი მეტად საინტერსო კოშკი, რომელსაც ადრე სიყვარულის კოშკს ეძახდნენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად ჰერცოგი ოლდენბურგი ამ მოვლენას ნაკლებად მრისხანედ შეხვდა, ვიდრე რუსეთის იმპერატორი.

დიახ, მან აგრაფენა ჯაფარიძესა და მის შთამომავლებს უბოძა გრაფები ზარნეკაუს წოდება და ღირსება. მათ ეყოლათ ექვსი შვილი. ცხოვრება ამ სასახლეში სულ მუდამ მშვენიერი იყო.

წყარო: ჟურნალი ” Русский Клуб” #3, 2010; ”Дворец Искусства” – კ. ბარათაშვილი

Advertisements

One thought on “საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

  1. Pingback: ბლოგის იდეა, განვითარება და მომავალი « Event-Lenta | ივენტ-ლენტა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s