ცნობილი ვან გოგის უცნობი ნამუშევარი

გასული თვის ბოლოს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ვან გოგის ნამუშევრების გამოფენა იყო.  გამოფენის აფიშას ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობისას გადავაწყდი. სამწუხაროდ სადღაც მეჩქარებოდა და აფიშას ყურადღება არ მივაქციე. სახლში მივალ მეთქი და ”დავგუგლავ” ან ვინმეს ვკითხავ, ასეთ დიდ ქალაქში ერთმა ადამიანმა მაინც უნდა იცოდეს ვინ არის ვან გოგი, და როდის იქნება გამოფენა. მაგრამ სამწუხაროდ არც “google”-მა მითხრა რამე და არც მეგობრებმა. მაშინ გადავწყვიტე ”დამეგუგლა” ვან გოგის ნამუშევრები და ინტერნეტში კიდევ ერთხელ დამეთვალიერებინა. ამასობაში გადავაწყდი ერთ საინტერესო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღმოჩენილი ვან გოგის აქამდე უცნობი ტილო.

ვინსენტ ვილემ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) დაიბადა ჰოლდანდიში, ქალაქ გროტ-ზიუნდერტში 1853 წელს. მას მრვალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა. ვინსენტ ვან გოგი 1869-76 წლებში ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა, 1876 წელს ინგლისში მასწავლებლად იმუშავა. მან აგრეთვე შეისწავლა თეოლოგია და 1878-79 წლებში მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას და მუშათა ინტერესების დაცვისას ეკლესიის მესვეურებთან კონფლიქტი მოუვიდა.

ვან გოგი ამბობდა რომ მშობლებმა დაწყევლეს იგი , რადგანაც ჩვილობაში გარდაცვლილ უფროსი შვილის სახელი – ვინსენტი დაარქვეს.

ვან გოგმა ხატვის შეესწავლა 27 წლის ასაკში გადაწყვიტა. ბრიუსელისა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიების ლექციებს ესწრებოდა. 1881-85 წლებში ვან გოგმა ხატვა სოფლის მკაცრი სცენებით დაიწყო. გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. სამი წლის შემდეგ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. ვან გოგი ანვითარებდა XIX საუკუნის კრიტ. რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს მოქმედებით ტრადიციებს.

1886 – 88 ვან გოგი გაემგვრა პარიზში სადაც დაიწყო ყვავიელების, ადამიანებისა და ადგილობრივი პეიზაჟების ამსახველი ფერადოვანი სურათების ხატვა. მისი ძმა თეო ვან გოგი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ვინსენტს, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი იყო. ზუსტად აქ,  პარიზში, თეო ვან გოგის დახმარებით,  ვინსენტი გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას. პარიზმა ვინსენტის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. აქ ის ავითარებდა თავის ხატვის ტექნიკას,  ითვისებდა იმპრისეონისტების ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. აგრეთვე ვინსენტმა ულამაზეს ქალაქ პარიზში, სადაც კულტურა და ხელოვნება ყოველ ქუჩაზე თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, დაუახლოვდა ტულუზ-ლოტრეკს, დეგას, გოგენს, პისაროსა და სხვებს. თავმდაბალი, ნიჭიერი და გენიოსი ვან გოგი აღმერთებდა პოლ გოგენს და თავისზე აღმატებულად მიაჩნდა. მოგვიანებით სამხრეთ საფრანგეთში გადასახლდა, სადაც გოგენთან ერთად სახელოსნო გახსნა.

მრავალი მხატვარი მხოლოდ სიკვდლის შემდეგ ფასდება.  არც ვან გოგია გამონაკლისი, მან  სიცოცხლეში მხოლოდ ერთი სურათის გაყიდვა მოახერხა. დღეს კი იგი ცნობილი იმრესიონისტია. მან თავისი შედევრები ცხოვრების ბოლო წლებში შექმნა.

1880-იანი წლების ბოლოს ვინსენტ ვან გოგი ფსიქიკურად დაავადდა. იგი ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა  და ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში მკურნალობდა. ვინსენტ ვილემ ვან გოგი 1890 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა.

ლე ბლიუტ-ფინის წისქვილი

NRC Handelsblad, Reuters და გაზეთი 24 საათი ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ რომ ნიდერლანდებში, ქალაქ ზვოლეს (Zwolle) მუზეუმში ერთ-ერთ გამოფენაზე აღმოჩინეს ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ტილო.

გაზეთი 24 საათი წერს:

”ის ფაქტი, რომ უცნობი ტილო, სახელად “ლე ბლიუტ-ფინის წისქვილი” (Le Blute-fin Mill) უდიდესი იმპრესიონისტის ნამუშევარია, ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის ექსპერტებმა დაადასტურეს. ნახატი, რომელიც ვან გოგის ნამუშევრად აღიარეს, 1957 წელს ზვოლეს მუზეუმის დამფუძნებელმა დირკ ჰანემამ (Dirk Hannema) ათასი ევროს ეკვივალენტი თანხით პარიზის არტ დილერისგან შეიძინა. იმის მიუხედავად, რომ ჰანემა ნახატის ავტორის ვინაობაში დარწმუნებული იყო, მის განაცხადს ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ. მან ადრე როტერდამის მუზეუმისთვის შეიძინა რამდენიმე თითქოსდა ვერმეერის ნამუშევარი, რომლებიც ორიგინალები არ აღმოჩნდა.”

საინფორმაციო სააგენტო Reuters აცხადებს:

”ნახატი 1986 წლამდე, ანუ მისი მფლობელის გარდაცვალებამდე მის კერძო კოლექციაში ინახებოდა. აქამდე ვან გოგის უცნობი ნამუშევარი უკანასკნელად 1995 წელს აღმოაჩინეს. თუმცა, 1970 წელს შედგენილი მხატვრის ნამუშევრების კატალოგს, მისი პირველი გამოქვეყნებიდან, მხოლოდ 5 ნამუშევარი მიემატა. ზვოლეს მუზეუმის საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ნამუშევარი მუზეუმში უკვე გამოფინეს. მასთან ერთად გამოფენილი ნამუშევრების ექსპოზიცია დამთვალიერებელს 2010 წლის 4 ივლისამდე უმასპინძლებს.”

7 thoughts on “ცნობილი ვან გოგის უცნობი ნამუშევარი

  1. თუ ასე გინდათ, მაშინ: პოსტ იმრესიონისტია🙂

    “Vincent Willem van Gogh[a 1] (30 March 1853 – 29 July 1890) was a Dutch post-Impressionist painter whose work had a far-reaching influence on 20th century art for its vivid colors and emotional impact.”

    ძირითადი სხვაობა იმპრესიონისტებსა და პოსტიმპრესიონისტებს შორის, არის ის, რომ თუ იმპრესინისტებს შეიძლება უწოდო სკოლა, როგორც ერთიანი, საერთო ძირის მქონე, პოსტ იმრესიონისტებს ვერ უწოდებთ სკოლას, პოსტ იმრესიონისტი მხატვრები ძალიან, სპეციფიკურად ინდივიდუალურები არიან, და კიდეც ამიტომ შეარქვეს პოსტ–იმპრესიონისტები, ანუ იმპრესიონიზმის შემდგომ მხატვრები : )
    ” Although they often exhibited together, Post-Impressionist artists were not in agreement concerning a cohesive movement”
    ეს რაც ისწავლება დადგენილად.

    და ეხლა ზოგს სხვა აზრიც აქვს, ეს ტერმინები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მე მაგალითად ზოგიერთ მხატვარს მიმდინარეობებში არ “ვკეტავ”, .

    • გეთანხმები. არამგონია, ღირდეს, რომელიმე მხატვრის, ან თუნდაც მწერლის ”მიმდინარეობებში ჩაკეტვა.” თავის თავს ალბათ არც იმპრესიონისტად, და არც პოსტიმპრესიონისტად თვლიდა. უბრალოდ ხატავდა თავისი განწყობიდან გამომდინარე. მაგრამ რას იზამ, ეს ”კულტურულოგები” მაინც კეტავენ ხელოვანებს გასრკვეულ მიმდინარეობებში, რაც შემდგომში უმეტესობის მიერაა აღიარებული.

  2. Pingback: ბლოგის იდეა, განვითარება და მომავალი « Event-Lenta | ივენტ-ლენტა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s