ორი თეატრი, ორი რეჟისორი

აპრილის თვეში თეატრის მოყვარულს ეძლევა საშუალება ნახოს თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან ორი სხვადასხვა თეატრალური “სკოლა”. ბლოგის პატივცემულო მკითხველო, თუ ქართული თეატრის ახალბედა, ეგრე ვთქვათ ”ჩაინიკი” მაყურებელი ხარ, შეგიძლია შეადარო ერთმანეთს ორი თეატრი, ორი რეჟისორი და შენით გადაწყვიტო რომელ თეატრში ივლი მომვალაში. მაგრამ, მე რო მკითხო,  უკეთესია უბრალოდ დააკვირდე თუ რითი განსხვავდება ორი რეჟისორი, – გიზო ჟორდანია და რობერტ სტურუა, და ორი თეატრი – მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრი.  ჩემი აზრით არ არსებობს ცუდი და კარგი თეატრი, ყველა თეატრი ერთმანეთისაგან განსხვავდება. ავიღოთ თავისუფალი თეატრი, რომლის მსახიობთა უმეტესობა ახალგაზრდებე არიან და მათი დადგმები ყველა სხვა თეატრის დადგმებისაგან განსხვავდება; მარიონეტების თეატრი, მანდ მსახიობები არ არიან, სცენაზე მხოლოდ მარიონეტები მოძრაობენ, სცენაც გაცილებით პატარაა; მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ”ცუდი თეატრი. ყველას თავისი დამახასიათებელი თვისება აქვს. ხელოვნებაში შედარებისათვის ”ცუდი” და ”კარგი” სიტყბეის გამოყენება უხეშად მეჩვენება. როგორ შეიძლება დაუპირისპირო ერთმანეთს როკი და ჯაზი, მოცარტი და ბარტოკი, ტარანტინო და კუსტურიცა, იმპრესიონიზმი და სურრეალიზმი, პორტრეტი და პეიზაჟი? მათი დაპირისპირება შეუძლებელია.

როგორც ბლოგის წინა პოსტებში მოგახსენეთ: 10 აპრილის მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე იქნება სპექტაკლის ”ლუარსაბ თათქარიძე“-ს პრემიერა.  სპექტაკლი ასევე გაგრძელდება 10, 11, 13 და 16 აპრილს. 24, აპრილს კი რუსთაველის თეატრში იქნება სპექტაკლი ”კაცია-ადამიანი?!” რომლის პრემიერა შედგა 2010 წლის 31 მარტს. ორივე სპექტაკლი დადგმულია ილია ჭავჭვაძის მოთხრობის ”კაცია-ადამიანი?!”  მიხედვით. ვისაც უნახავს ამ სპექტაკლის რობერტ სტურუას ვერსია ამბობენ, რომ ეს არის მოთხრობის გადმოცემის ორიგინალური ვერსია, სადაც ლუარსაბ თათქარიძე დადებით პერსონაჟად გვევლინება.

გთავაზობთ რობერტ სტურუას შემოქმედების და მოღვაწეობის მოკლე აღწერას:

რობერტ სტურუამ დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980 წლიდან კი – მისი სამხატვრო ხელმძღვანელიცაა. 1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის. სეილემის პროცესი, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, რომელიც თ. ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს ხანუმა, რომელშიც მხიარული, კომიკური, მაგრამ რეალისტური პერსონაჟები ბუნებრივად ებმებიან პირობით თამაშში. 1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება “რობერტ სტურუას თეატრი”. პ. კაკაბაძის ყვარყვარეში რეჟისორი სვამს სცენას ბრეხტის პიესიდან არტურ უის კარიერა. აქედან იწყება სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობს. 1987 წელს სტურუა დგამს მეფე ლირს. მასში გამოიკვეთა რეჟისორის მიდრეკილება ფილოსოფიური რეჟისურისადმი, რომელშიც სამყაროს თეატრალური ხედვა ტრაგიკულ ფინალს ერწყმის. სტურუას ჰყავს ორი მუდმივი თანაავტორი: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

რათქმა უნდა ყველას თავიზი აზრი გააჩნია. ზოგს მოსწონს სტურუას დადგმა, ზოგი კი მისი ინოვაციური იდეების წინააღმდეგაა. სამწუხაროდ გიზო ჟორდანიას შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია გარდა იმისა, რომ იგი გადაღებულია ფილმში – ბესამე (ჰერცოგი) – (1989).

ამიტომაც ქართული თეატრის მაყურებელს ვურჩევ ნახოს ორივე სპექტაკლი და ამ ორ თეატრზე და ორ რეჟისორზე საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს. თუ განსკუთრებული გრძნობა გექნებათ სპექტაკლის ყურებისას, ან რამე საინტერესოს შეამჩნევთ და მოგინდებათ სხვა მაყურებლისთვის ან ბლოგის მკითხველისთვის მათი გაზიარება, მოხარული ვიქნები თუ  ცხოვრების ყოველდღიურ შავ-თეთრ ან არც თუ ისე ფერად რუტინაში ფერების შემატებისთვის სპექტაკლის ნახვის შემდეგ 5 წუთს დაუთმობთ აზრთა და გრძნობათა სიტყვებში გარდაქმნას და და გაზიარებას.


Advertisements

2 thoughts on “ორი თეატრი, ორი რეჟისორი

    • როგორც სტატიაში მოგახსენეთ ყველას საკუთარი აზრი გააჩნია. სამწუხაროდ გიზო ჟორდანიას შემოქმედებას არ ვიცნობ და ამის გამო სტატია სტურაზე ორიენტირებული გამოვიდა. რაცმიზნად არ მქონდა დასახული.
      კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველა მაყურეებლს იხილოს ორივე სპექტაკლი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s