12 აპრილი, მიხა ხელაშვილის საღამო

12 აპრილს, 18 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში – გეპატიჟებით მიხა ხელაშვილის საქველმოქმედო საღამოზე. ერთად დავეხმაროთ მის ქალიშვილს, 86 წლის თამარ ხელაშვილს. საღამოს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც მიხას შემოქმედება, ასევე ბიოგრაფიული ცნობები.

იგი ქართველი სახალხო პოეტია. დაიბადა 1900 წელს, გარდაიცვალა 1925 წელს. 1920-იან წლებში იგი ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და ”შეფიცული რაზმის” წევრი იყო.

იგი ავტორია პოპულარული ლექსებისა (მ.შ. „ლექსო ამოგთქომ“), რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წწ. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

მიხა ხელაშვილის ზოგიერთი ლექსი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s