გარდაიცვალა ნიკო გომელაური

ბლოგის მკითხველმა ტელევიზორის, რადიოს, გაზეთის ან ინტერნეტის საშუალებით შეიტყო საქართველსო კულტურის სფეროში ტრაგიკული ამბის შესახებ – გარდაიცვალა მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 39 წლის ასაკში, 13 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. პირველი როლი თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში “გუშინდელნი” ითამაშა. ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული. მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ნიკო გომელაურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

”ინტერპრესნიუსის” განცხადებითსახიობსა და პოეტს ნიკო გომელაურს დღეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მსახიობის ცხედარი დღემდე “თავისუფალ თეატრშია” დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გომელაურის ცხედარს 12.00 საათზე დიდუბის ეკლესიაში გადაასვენებენ, 15.00 საათზე კი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ავთო ვარსიმაშვილი (ფრაგმენტი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”შავ-თეთრი წიგნი ბევრი სათაურით”):

“არავისთვის აღარაა დასამალი, რომ ნიკო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ანდა როგორ გინდა დამალო, როდესაც ბოლო ათი წლის მანძილზე თუკი რამე დავდგი, თითქმის ყველაფერში მთავარი როლი მან ითამაშა. ის იმდენს თამაშობს ჩემთან, რომ მე მგონი აღარც კი იცის სხვა რეჟისორები როგორ მუშაობენ მსახიობებთან.

საერთოდ, ძალიან საინტერესო და უცნაური ფენომენია „საყვარელი მსახიობი“.

ერთხელ ლუის ბუნუელს ჰკითხეს რას გადაეკიდე ამ ფერნანდო რეის, ყველა ფილმში, რომ იღებო, არ ვიციო, გულწრფელად უპასუხა გენიალურმა რეჟისორმა, უბრალოდ, სცენარს, რომ ვწერ მისი სახე მიდგას თვალწინო, დაახლოებით იგივე სთქვა მასტროიანზე ფელინიმ, 8/2 ზე ხან ვის ვსინჯავდი და ხან ვისო, ლოურენს ოლივიეზეც ვფიქრობდი და თვით ჩარლი ჩაპლინზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მასტროიანს მივადექიო, გია დანელიამ კი ლეონოვზე თქვა ჩემი თილისმაა და იმიტომაც ყველგან მას ვიღებო.

არანაირად არ ვედრები ამ გენიალურ რეჟისორებს, მე უბრალოდ რეჟისორების „ახირებაზე“ ვსაუბრობ, დღემდე ვთვლი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი ფანტასტიური მსახიობია, მაგრამ ერთხელ მომიწია მასთან მუშაობა და მეხუთე რეპეტიციის შემდეგ ვუთხარი, ხვალ არ მცალია და ზეგ დაგირეკავთო, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და არავითარი სურვილი არ მაქვს დავურეკო, აფსოლუტურად არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, ხმამაღლა ვიმეორებ, დღესაც ვთვლი, რომ ბატონი ოთარი ფანტასტიური მსახიობია, პრობლემა ჩემშია და არა მასში.

როდესაც რეჟისორი ჩერდება რომელიმე ერთ მსახიობზე, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,მეც ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რომ ნიკოსთან მეადვილება მუშაობა, რომ ნიკოს ზუსტად ესმის ჩემი ჩანაფიქრის, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, რომ მისი პოეტური ბუნება ზუსტად უდგება ჩემს სტილისტიკას, რომ ის ჩემი მეგობარია, რომ ნაწილობრივ ჩემი მოწაფეცაა, რომ ის. . . . აღარ გავაგრძელებ, ეს ყოველივე უკვე ყველასათვისაა ცნობილი. ჩემთვის ამ მიზეზებიდან ერთია მთავარი:

-როდესაც ის სცენაზე დგას – მე ვდგავარ სცენაზე!

-როდესაც მას სტკივა, ეს მე მტკივა!

-როდესაც ის ბედნიერია, ეს მე ვარ ბედნიერი!

ნიკო ჩემი ალტერ-ეგოა!”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s