27 აპრილი, სელდა ასალის პროექტის პრეზენტაცია

სელდა ასალი, დაიბადა იზმირში, მოღვაწეობს სტამბულში. მან მუსიკის თეორია და ვიზუალური ხელოვნება ისწავლა. სელდა ასალმა ჩამოაყალიბა ‘აპარტმენტ პროექტი’ (“Apartment Project”) სტამბულში.
2006 წლიდან სელდა ასალი მუშაობს ვიდეო და აუდიო პროექტებზე, რომელ თაც იგი თინეიჯერებთან ერთად თურქეთში, გერმანიაში, დანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ირანში, აზერბაიჯანში და საქართველოში ანხორციელებს. ამ ვიდეო ნამუშევრებს სხვადასხვა სათაურები აქვთ, მაგრამ ერთი კონცეფცია აერთიანებთ: მათი მთავარი თემა ახალგაზრდების ოცნებები და სირთულეებია. ასალი ახალგაზრდებთან ვორკშოპს ატარებს, სადაც ისინი ტექსტებზე მუშაობენ, ეს ტექსები ახალგაზრდების რეალობას ასახავს, ამის შემდეგ ასალი მათ რედაქტირებას უკეთებს. შემდეგ ამ ახალი ტექსტით და მუსიკით იგი ახალ ნამუშევარს, მუსიკალურ ვიდეოს ქმნის. ხელოვანი თვითოეულ პროექტზე სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობს.

თბილისიში სელდა ასალი გეოერის (GeoAIR) დაპატიჟებით 2010 წლის აპრილს ჩამოვიდა. აქაც მან სამუშაოდ თბილისელი ახალგაზრდები მოიწვია. ვორკშოპების მეშვეობით ამ ახალგაზრდებმა ასალთან ერთად ახალი ვიდეო ნამუშევარი შექმნეს, რომელიც მათ რეალობას ასახავს. ასალმა ეს პრეოქტი მუსიკოს ჯემ აკკანთან ერთად განახორციელა.

გეოეარი (GeoAIR) და არქიდრომი (Archidrome) წარმოგიდგენთ მხატვრების და კურატორების პრეზენტაციების ახალ სერიას.
2010 წლის იანვრიდან გეოეიარის რეზიდენცია მასპინძლობს უცხოელ მხატვრებსა და კურატორებს სხვადასხვა ხანგრძლივობით თბილისში სამუშაოდ. ამ პროექტის თვითოეული მონაწილე გააკეთებს თავისი პროექტის პრეზენტაციას ქართველი მაყურებლისთვის.

თარიღი: 27 აპრილი, 18:00 საათზე

მისამართი: კავკასიური სახლი, გალაქტიონის ქუჩა 20

დამატებითი  ინფორმაციისთვის იხილეთ: http://geoairresidency.blogspot.com/; http://www.facebook.com/event.php?eid=121001854580488

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s