ჯონ მაკლაფლინის ვისიტი თბილისში

თბილისი ნამდვილ ჯაზ ქალაქად იქცა. Muzame.GE წერს, რომ ჯონ მაკლაფლინი (John McLaughlin) თბილისს უკვე მეორედ სტუმრობს. მან ექვს წლიანი პაუზის შემდეგ 2010 წლის 27 აპრილს, ეგრეწოდებული ჯაზის თვეში, Eastern Promotion-ის ორგანიზებით,  Tbilisi Event Hall-ში თავისი მუსიკის უბრწყინვალესი კონცერტი ჩაატარა. ჯაზის სეზონის ფარგლებში  ქართველ მსმენელს უკვე ჰქონდა საშუალება მოესმინა  ფრენკ მაკკობისა და ჯოჯო მაიერისათვის, თუმცა სამწუხაროდ  ინფორმაცია მათი კონცერტების შესახებ არც ერთ ქართულ ვებსაიტს არ გამოუქვეყნებია.

ჯონ მაკლაფინი ერთხელ უკვე იყო  თბილისში 6  წლის წინ, თუმცა მაშინ   ჯგუფ ,,შაქტისთან’’ ერთად. ამჯერად ჯონ მაკლაფლინი თბილისში ჯაზ-ფუჟენ ჯგუფ 4th Dimension-თან ერთად ჩამოვიდა, რომელთან ერთადაც მესამე წელია თანამშრომლობს. ჯგუფში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბას გიტარისტად აღიარებული წარმოშობით კამერუნელი ეტიენ მბაპე, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და გასაოცარი ტექნიკის მქონე დრამერი მარკ მონდეზირი და ასევე დრამერი და პერკუსიონისტი გარი ჰაზბანდი შედიან…. ჯაზის სეზონის ფარგლებში ბოლო  საღამო  14 მაისს გაიმართება. ერიკ ტრუფაზის და მისი კვარტეტის კონცერტიც  ასევე თბილისი ივენთ ჰოლში გაიმართება.

ჯონ მაკლაფლინი თბილისს პირველად – 2004 წლეს თბილისის ჯაზ ფესტივალზე ესტუმრა. თუ ფესტივალის ისტორიას გადავხედავთ, მისი სტუმრები მსოფლიო ჯაზის იმდენად მნიშვნელოვანი ვარსკვლავები იყვნენ, რომ ძნელია რომელიმე წელი ამოარჩიო, თუმცა 2004 წელი მაინც განსაკუთრებული იყო. გაზეთი 24 საათის თანახმად ფესტივალი 26 ივნისს სწორედ მაკლაფლინისა და მისი “შაქტის” კონცერტით გაიხსნა, შემდეგ მსმენელის წინაშე ბობი მაკფერინი და კრის ბოტი წარსდგნენ, ფესტივალის ბოლო ორი დღე კი მაკლ ფრენკსსა და მის ბენდს დაეთმო.

თბილისში ჯონ მაკლაფლინს ამჯერად თბილისის საკონცერტო დარბაზის (ანუ ფილარმონიის) ივენთ ჰოლმა – მის ცენტრალურ ფოიეში განთავსებულმა მცირე დარბაზმა უმასპინძლა. რემონტის შემდეგ ისევე, როგორც მთავარ დარბაზში, აქაც უახლესი და უმაღლესი ხარისხის ხმის აპარატურა და განათების სისტემაა დამონტაჟებული. ივენთ ჰოლმა პირველი და მეტად საპატიო გამოცდა უკვე გაიარა – წლევანდელი ჯაზ ფესტივალისას, რომლის რამდენიმე კონცერტი, მათ შორის სკოტ კინსლის ჯგუფის, დინი ვირსალაძის ბენდისა და რობერტო პუჯინის, “ქართული ჯაზ ტრიოსა” და რაინ სულტანოვის კონცერტები სწორედ აქ ჩატარდა. ვინც ამ კონცერტებს ესწრებოდა, საყვედურს ნამდვილად ვერ იტყვის, რადგან მთელი სივრცის ნებისმიერი ადგილას ხმა ერთნაირი სიზუსტითა და სისუფთავით ისმის, რაც მუსიკის მოსმენას ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო: http://24saati.ge/; http://muzame.ge/6155-john-mclaughlin/#more-6155

Advertisements

3 thoughts on “ჯონ მაკლაფლინის ვისიტი თბილისში

  1. muzame გალინკე რა თვითონ პოსტში.

    წინასწარ მადლობა გალინკვისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ინფორმაციებს გვაწოდებ ხოლმე 🙂

    • დიდი მადლობა კომენტარისთვის.
      მუზამე-ს ბლოგზე მომეწონა შენი სტატიები/პოსტები 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s