ბლოგის იდეა, განვითარება და მომავალი

მოგახსენებთ, რომ ჩვენი ბლოგი ორი თვეა რაც არსებობს. ამ მოკლე დროის განმავლობაში თითო დღეს მკითხველების რაოდენობამ 110-140-ს მიაღწია. ჩვენ ამ ფაქტს წარმატებად აღვიქვამთ, რადგანაც ”Event-Lenta | ივენტ-ლენტა”  მკითხველს მხოლოდ რამოდენიმე ინტერნეტ საშუალებით გავაცანით. ეს არის ყოვლად ცნობილი Facebook, სადაც ფანების რაოდენობამ 350-ს გადააჭარბა და Blogroll.ge.

ბლოგზე ამ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა: ”დადიხართ თუ არა event-ებზე?შედეგების მიხედვით, ბლოგის მკითხველების 19% ვერ დადიოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე, რადგანაც არ იყო მოვლების კურსში. აქედან გამომდინარე ჩვენი ბლოგის დახმარებით მინიმუმ 24 ადამიანი იღებს ინფორმაციას ამა თუ იმ ღონისძიებაზე. ეს კი ჩვენი ბლოგის მთავარი მიზანი არის – მრავალი სახის ღონისძიების აფიშა გავაერთიანოთ ერთ საიტზე, სადაც მუსიკით, თეატრით, გამოფენებით, პოეზიით, ლიტერატურით თუ კინოთი დაინტერესებული ადამიანი იპოვის თავისთვის საჭირო ინფორმაციას.

ბლოგზე აფიშების გარდა დაიწყო სტატიების გამოქვეყნებაც. როგორიცაა ”საქართველოს ეროვნული მუზეუმი”, ”ხელოვნების სასახლის ისტორია”, ”ცნობილი ვან გოგის უცნობი ნამუშევარი”, ”სამეფო უბნის თეატრი, შენობის ისტორია”. სულ მალე მკითხველი ბლოგზე იხილავს ახალ ავტორებს.

ახლო მომავალში ”Event-Lenta | ივენტ-ლენტა”  შეძლებისდაგვარად დაიწყებს სტატიების გამოქვეყნებას იმ თემებზე, რომლებიც მკითხველს აინტერესებს, რა თქმა უნდა ბლოგის თემატიკის ფარგლებში. ეს შეიძლება იყოს მუზეუმის, თეატრის ისტორია, რეჟისორის, მხატვარის, მუსიკოსის, პოეტის, მწერლის ბიოგრაფია და ა.შ.

იყავი კულტურული მოვლენების კურსში..!

One thought on “ბლოგის იდეა, განვითარება და მომავალი

  1. თქვენი ბლოგი komuna.ge_ს საშუალებით აღმოვაჩინე და ისე მომეწონა რომ RRS–ში დავამატე ასერომ თქვენ ყველა სიახლეს ვეცნობი. ასე გააგრძელეთ და სამომავლოდ იქნებ ეს მწვანე მოაშოროთ, ჩემი აზრით თვალებს საკმაოდ ღლის🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s