7 ,8, 9 მაისი, ”აგვისტოს სიგიჟე”

`აგვისტოს სიგიჟე~

(ტრაგიკომედია)

პიესის ავტორი და რეჟისორი – ნინო ბასილია

`თეატრი ათონელზე~, პრემიერა – 7 ,8, 9 მაისი;  დასაწყისი 19.00 საათი

სპექტაკლი ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს!

”2008 წლის აგვისტო… თითქოს ჩავლილი და ისტორიის კუთვნილებადქცეული გუშინდელი დღე… მაგრამ ყველასთვის დაუვიწყარი და ტკივილით სავსე… აგვისტოს ომის კიდევ ერთი გამოხმაურება – ცნობილი ქართველი რეჟისორის ახალი სპექტაკლი – ”აგვისტოს სიგიჟე” – სამი ნოველა ომსა და სიყვარულზე, რწმენასა და გამარჯვებაზე…

ქართულ-რუსული ურთიერთობები, ქართველი ემიგრანტების ყოფა რუსეთში აისახა ნინო ბასილიას დოკუმენტურ ფილმშიც – `გრუზინები. რუ~. ფილმი აგვისტოს ომამდე, ათი დღით ადრეა გადაღებული.

საერთოდ, ნინო ბასილია თეატრალური ექსპერიმენტებით გამორჩეული რეჟისორია. ქართულ თეატრალურ სივრცეში მან პირველმა მიმართა ვერბატიმის ჟანრს. მაყურებელს ახსოვს მისი კიდევ ერთი უჩვეულო ექსპერიმენტი – პირველად თეატრს მიღმა, ლიტერატურულ კაფეში წარმოდგენილი ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედია – `კოკაინი~.

თეატრალურ სარდაფში დაიდგა მისი სპექტაკლები (ბომჟები, სექსუალური რევოლუცია, ებრაელები; ასევე, მისივე პიესების მიხედვით, ლევან წულაძის მიერ განხორციელებული წარმოდგენები (თაგვი, ლიფტიორი).”

სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

Advertisements

3 thoughts on “7 ,8, 9 მაისი, ”აგვისტოს სიგიჟე”

  1. ნიი, გილოცავ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ამ დიდ წარმატებას!! უმაგრესი სპექტაკლია!! როგრც კი დამთავრდა სპექტაკლი მაშინვე მოგვინდა ხელმეორედ ნახვა მეც და ჩემს მეგობრებსაც – ეს იმას ნიშნავს რომ შენი და ყველა მსახიობის გულით და სულით დაწერილი და შესრულებული წარმოდგენა წარუშლელი იქნება ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში! გკოცნით და ტაშს გიკრავთ ყველას, შენი მარინა (ბილანა) და მისი მეგობრები :)))))))

  2. აგვისტოს სიგიჟე უსერიოზულესი სპექტაკლია, საინტერესო პრობლემატიკით, დრამატურგიით, რეჟისურით.

    ბრავო, ბასილია! მაგარი ნამუშევარი გამოვიდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი-ორი დაბოღმილიც ვნახე, მაგრამ მათ თეატრის ისე გაეგებათ, როგორც რა ვიცი. ამათ ისეთი სპექტაკლები მოსწონთ, პიგმალიონზე რომ შეხვალ და ხანუმა რომ შეგრჩება ხელთ. ეს ხალხი მარტო აცინე, სხვა არაფერი უნდათ. ამიტომ არ მჯერა ეგეთების. ამბიცია აქვთ მარტო, ცხოვრებაში ვერაფრის შექმნა შეძლეს და არც სხვას სცემენ პატივს.
    მე პირადად, ნინო ბასილიას მსგავს რეჟისორებს ვცემ პატივს!

  3. ნამდვილად კარგი სპექტაკლია. საინტერესოდ გააზრებული. რაც მთავარია, ისეთ თემას ეხება, რომელიც ძალიან აქტუალურია. რაღაც არ მახსოვს, რომ სხვა ქართველი რეჟისორი გამოხმაურებოდეს ამ თემას.
    ”აგვისტოს სიგიჟის” რეჟისორის დამსახურება ის არის კიდევ, ჩემი აზრით, რომ დაბალანსებულად ამბობს სათქმელს. დიდი მადლობა ნინო ბასილიას და მსახიობებს. სპექტაკლიდან გამოსული მთელი საღამო ვსაუბრობდით მე და ჩემი მეგობრები პიესაზე. ესეც უკვე ბევრს ნიშნავს, როცა სპექტაკლი სახლსი მოგყვება და ამდენს გალაპარაკებს და გაფიქრებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s