ქართული პანტომიმის ისტორია

ქართული თეატრალური კულტურის საწყისებს უძველეს დროში ვპოულობთ. ძველ ქართულ სანახაობათა შესახებ უძველეს დამწერლობით ძეგლებსა და ანტიკური დროის მწერალთა ნაწერებში თუმცა მცირე, მაგრამ მაინც საყურადღებო ცნობებია შემონახული. ამას ემატება არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული უმდიდრესი მასალა. საქართველოში, ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში, განვითარებული იყო წყობის, სრულიად ორიგინალური საფერხულო, საცეკვაო და სასიმღერო სანახაობანი. ამას ადასტურებს ბერძენთა სახელგანთქმული ისტორიკოსი ქსენოფონტე, რომელიც შემდეგნაირად აღწერს უძველეს ქართულ სალაშქრო სანახაობას: ,,მეომარი მოსანიკენი” ასეულებად დაეწყვნენ და დადგნენ ერთმანეთის პირისპირ როგორც ქორები, ერთი მათგანი იწყებდა, ხოლო ყველა დანარჩენი სიმღერით რიტმულად მიაბიჯებდა”. ამავე ისტორიკოსის ცნობით, მესხების მეორე ტომს ჩვეულებად ჰქონია – როცა მტერზე გაიმარჯვებდა, სიმღერასა და ცეკვა მართავდა. ამ ცეკვას ისე წარმოგვიდგენდა, თითქოს სურდა, სხვებისათვის ეჩვენებინა. ძველ ქართულ სანახაობათა დასაბამს წარმოადგენდა ერთი პირი ფერხული, რომელსაც ხალხურ ენაში თავისი მოძახილი ანუ მოლექს ჰყავდა. შემონახულია ძველი ქართული მიმიკური მოქმედების აღმნიშვნელი ტერმინები. კახეთში მიმიკურ ქმედებას “ჩრდილების კეთებას” უწოდებდნენ, ხოლო მიმიკური თამაშის შემსრულებლებს – მიმოსს – ბრეციას.

ბრეცია – პანტომიმის ხელოვნების ასახვის საფუძველია. იგი შემდეგში საერთო სანახაობებში აირია და ამიტომაც ცალკე ჩამოყალიბებული სახე ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საქვეყნოდ ცნობილი პანტომიმის მსახიობები არა გვყოლია, ქართული თეატრის ისტორიაში პანტომიმაზე მაინც ბევრი საყურადღებო მასალა გვხვდება, განსაკუთრებით სახალხო დღესასწაულებში. მათგან ყველაზე საინტერესო ბერიკაობა და ყეენობაა. ბერიკებს თან დაყვებოდნენ მიმიკოსები, რომლებიც ერთდროულად იყვნენ მოცეკვავენი, ჟონგლიორები, აკრობატები და პანტომიმისტები. ეს უკანასკნელი უსიტყვოდ თამაშობდნენ სახუმარო სცენებს.

პროფესორი დ. ჯანელიძე თავის წიგნში “ქართული თეატრების საწყისები” შემდეგნაირად აღგვიწერს ამ სახალხო დღესასწაულებს: – “სახალხო სანახაობა – ყეენობა საქართველოში ძველთაგანვე ყველიერობის დასასრულს “შავ ორშაბათს” იმართებოდა. ამ ქართულ კარნავალს თავისი წყობა გააჩნდა. თავისებური ნიღბები და სანახაობა ჰქონდა, ამაში მთელი სოფელი ღებულობდა მონაწილეობას.

ყეენისა და მისი თანმხლები ამალის წევრები აუცილებლად კარგი მსახიობები უნდა ყოფილიყვნენ. მათთვის პანტომიმაც არ უნდა ყოფილიყო უცხო ხილი, რადგანაც სანახავად მოსულ ზღვა ხალხს ალბათ ოპერის საუკეთესო ხმაც ვერ გააგონებდა ვერაფერს. ჟესტი კი აქ ყველაზე უკეთესი საშუალება იყო.

თეატრალური სანახაობა ბერიკაობაც ყველიერის დროს იმართებოდა. ხანდახან კი მტერი ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ბერიკები მოიკაზმებოდნენ და დაიწყებდნენ სიარულს ოჯახებში. გვერდს აუვლიდნენ იმ ოჯახს, რომელსაც მიცვალებული ჰყავდა. ისინი გაჩერდებოდნენ თითოეული ოჯახის წინ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და სახუმარო პანტომიმებით, ბრეციას შესრულებით აცინებდნენ ოჯახის წევრებს. აქ ისინი განასახიერებდნენ  ძუნწებს, ძველ ქართულ ზღაპრებს, უქნარებს, ვაჭრებს და სხვა. ბოლოს კი ოჯახის წევრებს თხოვდნენ, რაიმე საჩუქარი გამოეტანთ მათთვის. იყო შემთხვევები ოჯახი არ მიიღებდა ბერიკებს, მაშინ ისინი ძალით შეამტვრევდნენ კარებს ანდა ისეთ სასაცილო პანტომიმის სცენებს გაითამაშებდნენ ცეკვისა დასიმღერის თანხლებით, რომ მასპინძელს გააცინებდნენ, ეს უკანასკნელი გამოუტანდა მათკვერცხებს, ხორცს, ყველს და სხვა სანოვაგეს. ბერიკას ამალაში შედიოდნენ ტახის, მეფის, პატარძლის, ექიმის, ვაჭრის, მაჭანკლის და სხვა ნიღბით  მოსილი მონაწილენი. ბერიკათა ამალას ჰყავდა მებრძოლები, რომლებიც სახედრებით, ურმებით დაჰყვებოდნენ თავიანთ დასს. ასეთიხარჯის, საჩუქრების მოსათავსებლად სათამაშო ადგილი ზოგან სპეციალურ მომზადება-მოწყობას მოითხოვდა, საბერიკო წარმოდგენის დაწყებისას ხალხს ატყობინებდნენ და ამაშიც სანახაობითი თეატრალური ელემენტები შეჰქონდათ. ბერიკაობის მოკლე შინაარსი ასეთი იყო. ბერიკას ცოლი მოჰყავდა. ხალხს აშინებდა… მაგრამ ცოლს იტაცებდნენ. ბრძოლაში ბერიკა იღუპებოდა, ცოლი ბერიკას დასტიროდა, ღმერთს მის გაცოცხლებას შესთხოვდა და ბერიკაც ცოცხლდებოდა. ამის შემდეგ გახარებულები ზეიმობდნენ. ბერიკას სიკვდილსა და გაცოცხლებაში ზამთრის მოსვლა, ბუნების სიკვდილი და გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, მისი გამოღვიძება იგულისხმებოდა. მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ეს დღესასწაული ხალხური წარმოშობის ქალღმერთის – ტელეფინუსისადმი (კიბელეს) მიძღვნილი მისტერიის მემკვიდრეა. ბუნების აღორძინებისა და განაყოფიერების ქალღმერთი ტელეფინიუსიც ხომ მკვდარი და აღმდგარი ღმერთი იყო. სახალხო დღესასწაულები XIX საუკუნის ბოლოს რუსეთის მთავრობამ აკრძალა. საქართველოში მრავალი თეატრალური დასი შეიქმნა, მაგრამ პანტომიმით მხოლოდ XX საუკუნეში დაინტერესდნენ. პირველი ქართველი რეჟისორი, რომელმაც პანტომიმის დადგმა დიწყო, იყო კ. მარჯანიშვილი. იგი მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა და ეუფლებოდა პანტომიმას, პანტომიმური სპექტაკლისათვის შექმნა სამი ლიბრეტო და განახორციელა პანტომიმური სპექტაკლების დადგმა, რომლებმაც იმდროინდელ პრესაში ფართო მომსახურება ჰპოვეს.

პირველი პანტომიმა, რომელიც კ.მარჯანიშვილმა რუსეთში 1912 წელს დადგა იყო ა. ვოზნესენკის “ცრემლები”. მუსიკა ეკუთვნოდა ილია ალექსანდრეს ძე საცს. ვოზენესენსკის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. ეს სპექტაკლი მიდიოდა უსიტყვოდ და იგი ქალაქ კიევში გარნიზონის ჯარისკაცებს უჩვენეს. ამით კ. მარჯანიშვილს უნდოდა შეემოწმებინა, თუ როგორ გაიგებდა გამოუცდელი მაყურებელი ისეთ თავისებურ სპექტაკლს, როგორც “ცრემლები” იყო. ცდამ წარმატებით ჩაიარა და შემდეგში კ. მარჯანიშვილს 1913 წელს “თავისუფალი თეატრის”რეპერტუარში უკვე შეაქვს პანტომიმა “პიერეტას მოსასხამი” (მუსიკა დონანისა). კ. მარჯანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით დადგმაზე მუშაობდა ა. თაიროვი.

საქართველოში დარუნების შემდეგ მარჯანიშვილმა დადგა ორი ქართული პანტომიმა – ”მზეთამზე” რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში 1926 წელს და “ხანძარი” (ქუთაისში). 1930 წელს სპექტაკლ “მზეთამზე”-ში მარჯანიშვილმა დაამუშავა ლეგენდა, რომელშიც მოთხრობილია მეფის ასულის ”მზეთამზის” თავგადასავალი.” როგორც მარჯანიშვილი განსაზღვრავს, პანტომიმაში დაგენილი მოძრაობები არ არსებობს; ისინი მსახიობის შინაგანი მოქმედების მიხედვით ყოველ წუთს იცვლებიან.

მარჯანიშვილის სპექტაკლები ხასიათდებოდნენ განსაკუთრებული რიტმულობით, ლამაზი მიზანსცენებით, დიდი შინაგანი ემოციურობით. მის სპექტაკლებში მსახიობის მოძრაობა ყოველთვის დატვირთული იყო შინაარსობრივად. იგი როგორც მოქანდაკე ისე ძერწავდა თითოეული მსახიობის სხეულს და თავის სპექტაკლებში ხშირად იყენებდა პანტომიმის ელემენტებს.

ასეთივე დიდ როლს ანიჭებდა პლასტიკას მეორე დიდი რეჟისორი ს. ახმეტელი. სწორედ ს. ახმეტელისა და კ. მარჯანიშვილის შემოქმედება დააყენა ქართული ბალეტის შექმნის საკითხი, რაც ასე ბრწყინვალედ განახორციელა ვ. ჭაბუკიანმა. პირველი ქართული ბალეტი “მზეჭაბუკი” სწორედ “მზეთამზის” შთამომავალია.

წყარო: პანტომიმის თეატრი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s