13 მაისი, Deep Purple-ს საღამო

13 მაისს კლუბ ,,ტრიუმფში” ერთდღიანი როკ-ფესტივალი  და ლეგენდარული DEEP PURPLE-ს საუკეთესო ჰიტების საღამო იგეგმება. საღამო საკმაოდ მასშტაბური იქნება გამომდინარე იქიდან ,რომ  მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართული,  აზერბაიჯანული და სომხური ჯგუფები.

კონცერტზე ჯგუფები   საკუთარ კომპოზიციებთან ერთად ლეგენდარული  Deep Purple-ის  ჰიტებსაც   შეასრულებენ. კონცერტი ,,ლოკომოტივ  პრომოუშენის” ორგანიზებით კეთდება. დაუზუსტებელი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ,,ლოკომოტივ პრომოუშენი ”  სამომავლოდ  თბილისში იან გილანის ჩამოყვანას გეგმავს  და ეს კონცერტი ერთგვარი მოსამზადებელი აქცია იქნება.

მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ გილანი ჩამოსვლამდეც ინტერესდება თბილისური ამბებით (მუსიკალურით მაინც : ).  კონცერტის შესახებ  ის უკვე ინფორმირებულია და 13 მაისს კლუბ ,,ტრიუმფში” შეკრებილებს სპეციალურად მისგან  სიურპრიზი ელოდებათ. მისივე თხოვნით,  დიფ ფარფლის წევრებს  გადაეგზავნება  კონცერტის  ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალაც.

კონცერტში  მონაწილეობენ:
Heavy Cross (მძიმე ჯვარი), Defenders of Tanelorn,  Небо СССР,
Pay for Freedom, ლაბირინთი, ალუბალი და  The Kings (ექს ჯთ ბათუმი)-საქართველოდან,  Sadnos და Strange Gathering აზერბაიჯანიდან და  Strife სომხეთიდან.

ბილეთები  უკვე 5 მაისიდან იყიდება კლუბ ”ტრიუმფის” სალაროში და მათი ღირებულება 10 ლარია

ბილეთის ფასი 10 ლარი

მისამართი: კლუბი ”ტრიუმფი”, წერეთლის გამზირი #116

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s