“სპამი” სპამია

დაწერილია ბექა ადამაშვილის მიერ

“ნამდვილად საშინელება იყო… ოღონდ აზრობრივად” – კინოში გაგონილი

ერთი შეხედვით “სპამი” ჩვეულებრივი ფილმია. აი, “წმინდა ტყეში” რომ იღებენ, დაახლოებით ისეთი.

ასეთ ფილმებში, როგორც წესი, ახალგაზრდების ჯგუფი გასართობად მაინცდამაინც დაწყევლილ, ან, სადღაც “სხეულის ნაწილში” (რომელსაც ხშირად მიყრუებული ადგილის სინონიმად იყენებენ) მდგარ  სახლში მიდის ხოლმე; სახლი ქსელებითაა სავსე, თუმცა სატელეფონო ქსელი მაინც არასოდეს იჭერს; ფილმის მსვლელობისას ხშირად ბრახუნობს კარი, ზანზარებს ჭაღი, სარკეში მაჯლაჯუნა არსებები დათარეშობენ და კრიტიკულ მომენტში მანქანა არასოდეს იქოქება. სცენარში აუცილებლად არის ერთი მხიარული ეპიზოდი, რომელიც ამ სახლისკენ მიმავალ გზაზე,  მანქანაში ვითარდება და არსებობს ერთი პერსონაჟი, რომელიც ჯგუფში კლოუნის ფუნქციას ასრულებს. ფილმის დასაწყისში პერსონაჟები ყოველთვის ცდილობენ ერთმანეთი შეაშინონ, თუმცა, მოგვიანებით აუცილებლად გვხვდება ფრაზა: “ტომ, ეს უკვე სასაცილო აღარ არის… ტომ… ტომ…”

…პასუხი კი არ არის (რადგან ცალთვალმოთხრილი და სისხლშემხმარი ტომი უკვე რომელიმე სარზეა წამოკოსებული).

ამას გარდა, “ჰოლივუდში” ფილმების კიდევ ერთი კატეგორია არსებობს, რომელსაც პირობითად “ერთხელ წავა რა”-ს ვუწოდებ. ამ ტიპის პროდუქტის მოწონება-არმოწონება ძირითადად მაყურებლის იმჟამინდელ განწყობაზეა დამოკიდებული და  ისეთი გვერდითი ეფექტები ახასიათებს, როგორიცაა: ტირილი, ქვითინი, ღვარღვალი, რეჟისორის გინება, მსახიობის დაწყევლა, ტელევიზორის გათიშვა, “ფუ” ნაწილაკის წამოძახება და ა.შ.

აი, “სპამი” კი საშინელებათა ჟანრის ის ფილმია, რომელიც “ერთხელაც არ წავა”.მიზეზი ბევრია:

1. ფილმს არ აქვს არც შინაარსი და არც ე.წ. “კვანძის გახსნა”. დაახლოებით იმ ტიპისაა, ბოლოში “ა, უკვე მორჩა” რეაქციას რომ იწვევს.  გაუგებარია ვინ ხოცავს ხალხს:  ურმის ბორბალი, რომელიც დასაწყისში უთავბო…რბალოდ დაგორავს, თუ, ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის (ან, მოკვდინების) გოგოს სული, რომელიც სახლის ტერიტორიაზე დაეხეტება. არ ჩანს,  რა ბედი ეწია მთავარ პერსონაჟს და რატომ გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც ქვის წრეში (თან ღრიალით) უნდა ჩაჩოქილიყო.

2.  თვალშესანიშნავია რამდენიმე ძირეული შეცდომა:

  • ერთ-ერთი გმირი სტატიას იმდენად სწრაფად და გამართულად კითხულობს, რომ შეუძლებელია ეს სინქრონული თარგმანი იყოს. გაზეთს კი რატომღაც რუსული სათაური აქვს.
  • ერთ ეპიზოდში, ირაკლი სანაიას პერსონაჟი ჩანთიდან ოცამდე პატარა სანთელს წამოყრის. თუმცა, სპირიტუალური სეანსის დროს აღმოჩნდება, რომ სანთლების რიცხვი თითქმის გაოთხმაგდა (ვისაც ზუსტი რიცხვი გაინტერესებთ და არ გეზარებათ, შეგიძლიათ დათვალოთ)
  • რამდენიმე ეპიზოდში, როდესაც იდეაში ღამეა, ფანჯრებიდან მკვეთრი, სავარაუდოდ მზის შუქი შემოდის.
  • მეგობრები მიტოვებულ აგარაკზე გასართობად ადიან, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჭამენ, საუბრობენ და იძინებენ.

3. ფილმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ერთ-ერთ ორგანოსა(”ფეხები” ამ შემთხვევაში რბილი ნათქვამი იქნებოდა) და სახელზმნა “დაკიდება”-სთან ერთად შეიძლება მოვიაზროთ, რადგან ”სპამის” მთელი სიუჟეტი სიგარეტის სერიოზული პროპაგანდაა. ვინმე ინტრიგანი, რომ ადგეს (ან, დაჯდეს) და სიგარეტის მოწევის კადრების ხანგრძლივობა დათვალოს, შედეგად მინიმუმ ოც-ოცდახუთ წუთს მაინც მიიღებს…

გაგრძელება იხილეთ აქ.

Advertisements

2 thoughts on ““სპამი” სპამია

  1. mokled, wavikitxe es brdznuli “daskvna” da ert daskvnamde mivedi, rom tbilisshi adamianebis “mcdelobebs”, rbilad rom vtqva, saertod ar scemen pativs. cdiloben nebismier shemtxvevashi mxolod minudsebi dainaxon da pliusebs dzebnas vinga dauwyebs? )))) tundac is, rom msaxiobebi (mat shoris araprofesionalic da debiutantebic) dzalian kargad tamashoben da sakmaod damajerebel emociebs floben… is rom qartul kinosivrceshi spec-efektebi saertod arasodes gvixilavs(viuxedavd imasa rom am filmshi isini sakmaod dabali xarisxis iyo, mainc pirevlia!!!), arc is rom “dolbi da stereo” xmebi qartuli filmistvis saertod axali “xilia”! an mzis shuqi sadga dainaxet? )))) mtvaris shuqi sheidzleba mzis yvite sxivebshi shegveshalos? iqneb ubralod gvinda zogjer tavi gavisulelot da chvensave tavs movachvenot rom daltonikebi vart? )))) mtavari momenti – filmis biujeti 0-ia! rac imaze metyvelebs rom didad ver gagvatamamebdnen holivuduri efeqtebit da a.sh. an ra sachiroa holivuduri “simdidre”? es xom qartuli filmia? )))) an shinaarsi ra ver gaiget? ))))) principshi gasagebi arc araferi yopila (chems obieqturobas vusvam xazs!), mistiuri trilerebi did fsiqologiur da moralur zewolas azrovnebaze ar moitxoven )))) mokled, kargad dafiqrdit, sanam “diiiid kritikas” mohkidebt xels, da iswavlet jbieqturoba :))) warmatebebs gisurvebt 😉

    • გეთანხმები!
      ეს სტატია კი ბექა ადამაშვილის პირადი აზრია, მე კიდე სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ ”სპამს” ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ აღწერილი შეცდომები და სიგარეტის პროპოგანდა ჰოლივუდის ფილმებსაც ახასიათებს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s