18-30 მაისი, დუხობორების ტანსაცმლის და ტექსტილის გამოფენა

დუხობორები საქართველოში

18 მაისი, მუზეუმის საერთაშორისო დღე,  წელს აღნიშნება დევიზით: “მუზეუმები სოციალური ჰარმონიისათვის”.  აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ამ დღეს აღნიშნავს გამოფენით: “საქართველოში მცხოვრები დუხობორების ტანსაცმელი და ტექსტილი”.

”დუხობორების, მათი ისტორიის, ტრადიციების, კულტურის, მოკლედ რომ ითქვას მათი ვინაობის გაგება დღევანდელი გლობალური ინფორმაციის სივრცეში რთული არ არის. არც რუსული ქრისტიანული პროტესტანტიზმით და ”Толстовство”-თი სიღრმისეულად დაინტერესებულს გაუჭირდება ლევ ტოლსტოისა და სხვათა ნაწერების მოძიება.
ერთადერთი, რისი გახსენებაც დროულად და მნიშანდობლივანია (დღევანდელი შეუწყნარებლობის ფონზე), ესაა ქართულ მიწა-წყალზე რუს დუხობორთა და ქართველთა თითქმის ორსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაარსებობა. იმ ურთულეს წარსულში, გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე ეროვნებათა დუღილის გათვალიაწინებით, მით უფრო ღირებულია კავკასიური სტუმარ-მასპინძლობის ეთიკა, ქართველს არც სიმბოლურად და არც რეალურად რომ არ დაურღვევია.
სხვა თუ არაფერი, მარტო ეს კმარა იმად, რომ მფარველური ინტერესი გამოვიჩინოთ და შესაძლებლობისდაგვარად შევინარჩუნოთ ჩვენს მიწა-წყალზე დუხობორების ულამაზესი კვალი, ისევე, როგორც ახლა ჩვენგან რუსეთში დაბრუნებული დუხობორები იხსენებენ და გულში ნოსტალგიური მადლიერებით ინახავენ თავიანთი მეორე სამშობლოს – საქართველოს სახეს.”

ოლესია თავაძე

გამოფენის გახსნ: 18 მაისი, 15:00 საათი

გამოფენის დახურვა: 30 მაისი, 17:00  საათი

მისამართი: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ცაბაძის ქუჩა №6, 0112 თბილისი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.silkmuseum.ge/;

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s