ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკარდემიურ თეატრს შორის.

რუსთაველის თეატრი 1897 წელს აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის მემკვიდრეა. მისი მთავარი დანიშნულება იმთავითვე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქართული ენის და კულტურის გადარჩენა იყო. 1882 წელს დავით ერისთავის „სამშობლო“ მშვიდობიან დემონსტრაციად იქცა. 1918 წელს სწორედ რუსთაველის თეატრის აივნიდან წაიკითხეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რამაც თეატრი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ეპიცენტრად აქცია.


რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა ცნობილი, და ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან გამოირჩევა „ლოპე დე ვეგა“ 1992, შექსპირის „ჰამელტი“1925 და „მზეთამზე“ 1926.

მეოცე საუკუნის დასაწყისში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სანდრო ახმეტელი იყო. მის მიერ დადგმულია რამოდენიმე სპექტაკლი: „ლამარა“ 1930, „ანზორი“ 1928 და „ყაჩაღები“ 1933. 1936 წელს იგი ტრაგიკულად გარდაიცვალა, დახვრიტეს როგორც ხალხის მტერი.

ქართული თეატრი ს ნოვატორული სული თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რისი შედეგიცაა საქართველოში არსებული მარიონეტების, პანტომიმის, თოჯინების, თითების, ჩრდილები, კინომსახიობთა და მრავალი სხვა თეათრი. მაგრამ დაცუბრუნდეთ სტატიის მთავარ თემას – რუსთაველის თეატრი.

XX საუკუნის 50-იან წლების დასაწყისში რუსთაველის თეატრში რეჟისორთა და მსახიობთა ახალი თაობა წამოვიდა. შეიქმნა თანამოაზრეთა ჯგუფი „შვიდკაცა“, შემდგომ ეს ჯგუფი მიხეილ თუმანიშვილის დამსახურებით შემოქმედების მთავარ დასაყრდენ ძალად. თანამედროვე რუსთაველის თეატრის საერთაშორისო ტრიუმფს რობერტ სტურუას სახელს უკავშირებენ.  „სეილემის პროცესი“ 1969, „ყვარყვარე“ 1974, „კავკასიური ცარცის წრე“ 1975, „რიჩარდ „II” 1979, „მეფე ლირი“ 1987 და სხვა მისმა სპექტაკლებმა ქართულ თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრის წარმოდგენები მრავალ ქვეყანაში იმართებოდა: გერმანია, ინგლისი, შოტლანდია, პოლონეთი, საბერძნეთი, არგენტინა, მექსიკა, რუსეთი, ა.შ.შ. ფინეთი, ისლანდია და სხვა.

დღეს რუსთაველის თეატრი უამრავ საერთაშორისო პროქტშია ჩართული. თეატრის ინიციატივით ხორციელდება კულტურული გაცვლის პროგრამები და იგი ქვეყნის საუკეთესო კულტურულ-საგანმანათლებლო კერაა. ამის აშკარა მაგალითი კი 2010 წლის 18 მაისს რუსთაველის თეატრსა და ილიას უნივერსიტეტს შორის დაგეგმილი მემორანდუმის გაფორმებაა.

მემორანდუმის მთავარი მიზანია ჩართოს სტუდენტები თეატრალურ ცხოვრებაში და გააზიაროს მათთვის თეატრში მიმდინარე ადმინისტრაციული თუ ტექნიკური პროცესების შესახებ გამოცდილება.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ: თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა და უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.
რუსთაველის თეატრისათვის, როგორც ყველა სხვა ქართული თეატრისთვის დღეს მნიშვნელოვანია როგორც მაყურებლის სახით, ასევე მათი დასაქმების კუთხითაც ახალგაზრდობის მიზიდვა, მათი ინტერესების გათვალისწინება და მათთვის სასურველი და ახლობელი გარემოს შექმნა.

რუსთაველის თეატრის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის ფარგლებში რუსთაველის თეატრი ილიას უნივერსიტეტის სტუნედნტებს სთავაზოობს 50%–იან ფასდაკლებას ბილეთებზე და რაც მთავარია, სტუდენტები მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან რუსთაველის თეატრში. აგრეთვე ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, გამოიყენონ ყველა ის რესურსი, რაც რუსთაველის თატრში არსებობს, არა მხოლოდ შემოქმედებით სფეროში, არამედ ადმინისტრაციული კუთხითაც.

მემორანდუმი დაიდება 18 მაისს, 16.00 საათზე

მისამართი: ჭავჭავაძის 32, A 101 აუდიტორია

http://www.rustavelitheatre.ge; http://www.iliauni.edu.ge/

Advertisements

One thought on “ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკარდემიურ თეატრს შორის.

  1. გაოცაბული, ახფრთოვანებული და სპექტაკლების მოლოდინში ვარ :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s