18 მაისი, მუზეუმის საერთაშორისო დღე – ღია კარის დღე საქართველოს ყველა მუზეუმში

18 მაისი – მუზეუმის საერთაშორისო დღე – ღია კარის დღე საქართველოს ყველა მუზეუმში

ფართო საზოგადოებაში მუზეუმების პოპულარიზაციისა და საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის ამაღლების მიზნით, ICOM (International  Council of Museums)-მა 1977 წელს დააფუძნა მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი.  მას შემდეგ ეს იმპულსი არ შენელებულა. აღსანიშნავია, რომ  2009 წელს მუზეუმის საერთაშორისო  დღე მსოფლიოს 90 ქვეყნის 20 000-ზე მეტ მუზეუმში აღინიშნა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებით.
როგორც წესი, მუზეუმის საერთაშორისო  დღე ეძღვნება რომელიმე კონკრეტულ თემას და შეირჩევა ICOM-ის მრჩეველთა კომიტეტის წინადადებით. მიმდინარე წელს მრჩეველთა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული თემაა:
” მუზეუმები სოციალური ჰარმონიისათვის”.როგორც ყოველთვის, მიმდინარე წელსაც მთელი მსოფლიოს მუზეუმებში ეწყობა სხვადასხვა ხასიათის დღისა და ღამის სამოგზაურო ტურები და საგანმანათლებლო პროგრამები, ატიპიური ვიზიტები მუზეუმებში, ვორკშოპები და კონფერენციები ყველა ტიპის დამთვალიერებლისათვის.


საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
17 სთ – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული დღემდე უცნობი კოლექციის გამოფენა – სანაპიროს 4, მე-5 სართ., სააქტო დარბაზი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
13 სთ – მუზეუმის მიღწევების და ახალი გეგმების პრეზენტაცია -საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1
13 სთ – საგანმანათლებლო პროგრამა ”ძველი თბილისი და ფიროსმანი”

ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა. სიონის ქ. 8
11 სთ-უკრაინული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა – შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. 1
21 მაისი, 14:00 სთ –“თანამედროვე ტექნოლოგიები მეცნიერულ კვლევაში“ – პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ფურცელაძის ქ. 1
22 მაისი, 12:00 სთ – საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა – გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი. კუს ტბის გზატკეცილი 1.
23 მაისი- ეროვნული გალერეის განახლებული შენობის პრეზენტაცია, რუსთაველის გამზ. 11.
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი 3
ტელ: +99532 99 80 22, ვებ-გვერდი: http://www.museum.ge

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
15 სთ – გამოფენა “საქართველოში მცხოვრები დუხობორების სამოსელი და კოსტუმი”
მისამართი: თბილისი, გ. ცაბაძის ქ. 6, ტელ. 34 09 67,
ელ-ფოსტა: salome_ts@yahoo.com, kupravachuka@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.silkmuseum.ge

ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი
17 სთ – საგანმანათლებლო პროგრამა “ეთნომუსიკოსის კახი როსებაშვილის კონცერტი”
მისამართი: თბილისი, სამღებროს ქ. 6 (ნარიყალას ციხის ასახვევთან).
ტელ” 45 77 20
ელ-ფოსტა: gia420@rambler.ru

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
მხატვარ გივი თოიძის პერსონალური გამოფენა
მისამართი: გრიბოედოვის ქ. 22, 936 959
ვებ-გვერდი: http://www.art.edu.ge

თელავის ისტორიული მუზეუმი
15 სთ – ფოტოგამოფენა, “ჩვენი მუზეუმის ისტორია”
მისამართი: ქ. თელავი, ერეკლე II-ის ქუჩა 1, ტელ. 899 72 81 87
ელ-ფოსტა: telavisistoriulimuzeumi@yahoo.com

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
12-17 სთ – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით რესტავრირებული ექსპონატების პრეზენტაცია
17 სთ – საგანმანათლებლო პროექტი მოზარდებისათვის “ანდრია დადიანის საჭადრაკო სკოლა” და საჭადრაკო სკოლის მისწავლეთა ტურნე ჭადრაკში
მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. 1, ტელ: 893 24 09 03
ელ-ფოსტა: naan75@mail.ru, beraiailili@mail.ru

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
18 სთ – გამოფენა “კულტურული მრავალფეროვნება მუზეუმში”
19 მაისი, 18 სთ – შეხვედრა მწერალ პაატა ქურდაძესთან – “ფსიქომოდელიური ქრონიკა”
20 მაისი – 18 სთ – არტაქციები ლიბ.გე-სთან ერთად: თეონა დოლენჯაშვილისა და ბექა მოლაშვილის პერფორმანსი “ფიდაი”, დავით ჩიხლაძის მუსიკალური პერფორმანსები: “წითელი დროშა”, “სამზარეულოს დრამა”, “მეტრო”
მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. 8, ტელ. 99 86 67, 93 28 90
ელ-ფოსტა: alaschara@yahoo.de, tvalavadze@gmail.com

მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
მუზეუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მუზეუმის ბიბლიოთეკის პრეზენტაცია, საგანმანათლებლო პროგრამა რეგიონის სკოლების მოსწავლეთათვის
მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის 17, ტელ. (+995 32) 721 571
ელ-ფოსტა: info@azmuseum.ge, ვებ-გვერდი: http://www.azmuseum.ge

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
14 სთ – საექსკურსიო ტური “მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში”, პრეზენტაცია
საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური (ექსპოზიცია “ქართული ხელნაწერი”, ანიმაციური ფილმი ხელნაწერების შექმნის ისტორიაზე, სახალისო ვორკშოპი) – პრეზენტაცია
მისამართი: ალექსიძის 1/3, (+995 32) 364185, 877 79 54 54
ელ-ფოსტა: ekamiminoshvili@manuscript.ac.ge
ვებ-გვერდი: http://www.manuscript.ge

აჭარის ხელოვნების მუზეუმი
“ბათუმი – ქუთაისი”, გაცვლითი გამოფენა
მისამართი: ბათუმი, ერას ქ. 8, ტელ: (+882 22) 7 38 94

აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. სახელმწიფო მუზეუმი
გამოფენა მუზეუმის ფონდებიდან
მისამართი: ბათუმი, ჯინჭარაძის 4, ტელ: (+882 22) 7 11 75, 7 39 46

ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
12 სთ – “შეიბ მახვილი შენი” – მუზეუმის ფონდებში დაცული იარაღ-საჭურველის გამოფენა
მონაწილეობა ასტანის ეთნო-მემორიალური კომპლექსის (ყაზახეთი) მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაში, ვოლონტერთა სერტიფიცირება, მუზეუმის მეცნიერ-მუშაკ ლონდა ჯიქიას წიგნის პრეზენტაცია
მისამართი: ქუთაისი, თბილისის ქ. 1, ტელ. 899 22 35 57,
ელ-ფოსტა: omarilanchava@gmail.com,
ვებ-გვერდი: http://www.histmuseum.ge

საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
ზვიად კვარაცხელიას წიგნის “ილია სამეგრელოში” – პრეზენტაცია, 18 მაისი, 16 სთ.
მისამართი: მცხეთა, საგურამო, ტელ. 18 04 21
ელ-ფოსტა: andro_bedukadze@mail.ru

ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
14 სთ – ეთნოკულტურული საგანმანათლებლო პროექტი “ხელი მიეც შენს მეზობელს”, ლეკი და ოსი ეროვნების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და კონცერტი
მისამართი: ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 2, ტელ. 899 94 49 16
ელ-ფოსტა: tamar_zuriashvili@yahoo.com

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი
14 სთ – საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამა “ეს სულ სხვა ცაა”
მისამართი: ვანი, სოფ. ჭყვიში, ტელ. 893 56 05 06

ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
14 სთ – ეთნოკულტურული საგანმანათლებლო პროგრამა “ეპოქალური თამაშები-2”
მისამართი: გორი, სტალინის ქ. 13, ტელ. 899 57 78 49, http://www.stalinimuseum.ge

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
14 სთ – გამოფენა “ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მოქმედი ეკლესია-მონასტრები”, სამეცნიერო-თეორიული კონფერენცია “ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია _ გუშინ, დღეს, ხვალ”
მისამართი: ბორჯომი, წმ. ნინოს ქ. 5 ტელ: +267 22362, 899 28 5494

სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი
14 სთ – გამოფენა “ხევის წარსულიდან”, კონფერენცია “ალ. ყაზბეგი და ხევის ეთნოგრაფია”
მისამართი: სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის 2, ტელ. (+245) 52160

პარმენ ზაქარაიას სახ. ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
14 სთ – გამოფენა “კოლხურ-ბერძნული პარალელები – კულტურათა დიალოგი”, დიალოგი “ციხეგოჯი და გარესამყარო ელინისტურ ხანაში”
მისამართი: სენაკი, სოფ. ნაქალაქევი, ტელ. (+213) 50060
ელ-ფოსტა: info@nokalakevi.ge

მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი
17 სთ – დიალოგი _ ფოტოგამოფენა “ფიროსმანი პარიზში”
მისამართი: თბილისი, ფიროსმანის ქ. 29
დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
გამოფენა – “ძველი დედაქალაქი”
მისამართი: მცხეთა დავით აღმაშენებლის 54
დამატებითი ინფორმაცია: http://www.georgianmuseums.ge

3 thoughts on “18 მაისი, მუზეუმის საერთაშორისო დღე – ღია კარის დღე საქართველოს ყველა მუზეუმში

  1. ეხხ, რა ცუდია რომ მე გამოცდისათვის ვმეცადინეობ, თორემ დიდი სიამოვნებით წავიდოდი😦

  2. თემო, დიდი მადლობა ამ ინფორმაციის განთავსებისათვის!
    ჩვენი მუზეუმები დიდად საჭიროებენ მსგავს თანადგომას და პოპულარიზაციას.
    ვიმედოვნებთ, კვლავაც არ მოგვაკლებთ ყურადღებას.
    საუკეთესო სურვილებით,

    ინგა ქარაია

    • მადლობას გიხდით კომენტარისთვის! პირიქით თქვენ უნდა გიხდიდეთ მადლობას, საქართველოს მუზეუმების ასოციაციასა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტს, ასეთი მაშტაბური ღონისძიების ორგანიზაციისთვის🙂

      ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა ეს ბლოგი!

      მოხარული ვიქნები მომავალში თქვენს მიერ ორგანიზებული ღონისძიების აფიშებს/ანონსებს თუ გამოგვიგზავნით ხოლმე, ჩვენ კი ამ ინფორმაციას ბლოგზე განვათავსებთ🙂

      შევეცდებით მომავალში მუზეუმების ისტორიაც განვათავსოთ ჩვნს ბლოგზე, მაგ: საქართველოს ეროვნული მუზეუმი; საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

      პატივისცემით,
      თემო ბარათაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s