ინტერვიუ მუხრან მაჭავარიანთან

ბატონო მუხრან, თქვენ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა გქონდათ დღევანდელი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ პოეტ შოთა ჩანტლაძესთან. გთხოვთ, გაიხსენოთ რით იყო იგი გამორჩეული?

გამორჩეული იყო ნიჭიერებით, გარეგნობით, მხატვრული გაბედულებით, დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. იგი ანტისაბჭოთა ელემენტი იყო. მან აღზარდა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვიქტორ რცხილაძე. საქართველოს დამოუკიდებლობას რომ მოსწრებოდა , ბედნიერი იქნებოდა. რაც სძულდა, ის დაემხო.

რამდენადაც ცნობილია, თქვენი შეხვედრები ხდებოდა უნივერსიტეტის ეზოში. ვინ შედიოდა თქვენს სამეგობრო წრეში? რა შეგიძლიათ გვითხრათ მისი პირადი ცხოვრების შესახებ?

შოთა გავიცანი მაშინ, როდესაც მესამე კლასში ვიყავი. ვსწავლობდით ვაჟთა მეშვიდე სკოლაში. შოთა და მისი ძმა რომანი სხვა სკოლიდან გადმოვიდნენ ჩვენთან. ბავშვობიდანვე დავმეგობრდით. ჰყავდა არაჩვეულებრივი დედა. თვითონ შოთა ჩვეულებრივი კაცი არ იყო. ენაკვიმატობით გამოირჩეოდა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მეუღლე არ ჰყავდა. ვიცი, რომ ჰყავდა შეყვარებული (ნუ მთხოვთ, რომ დავასახელო), მაგრამ შემდეგ იგი გათხოვდა. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა პერიტონიტით. მახსოვს, ეგნატე ფიფია მივიყვანე საავადმყოფოში, რათა შოთა გაესინჯა. იგი გაოცებული დარჩა. დერეფანი სავსე იყო ხალხით. ყველა თაობის ადამიანი იდგა შოთას პალატასთან. ეგნატემ მითხრა: “ძალიან კარგი პიროვნება ყოფილა, მაგრამ გადარჩენის იმედი არ მაქვსო.“ მართლაც, მალე გარდაიცვალა. ჩემთვის პირველი მეგობარი იყო, რომელიც დავკარგე. ჩვენმა წრემ ორმოცდაათი მანეთი შევკრიბეთ და ამ ფულით საფლავი ვიყიდეთ (ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ, ვიქტორ რცხილაძემ და სხვებმა).

შოთა ჩანტლაძის წერილებში ჩანს თქვენდამი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება , როგორი იყო თქვენი თანამშრომლობა, როგორც ორი პოეტისა?

შოთა განსაკუთრებული ადამიანი იყო, როდესაც მე რედაქციაში დავიწყე მუშაობა, ვცდილობდი, ყურადღება არ მომეკლო მისთვის. ჩაფიქრებული კითხულობდა ჩემს ლექსს; გურამ რჩეულიშვილთან მეგობრობდა. ერთხელ რედაქციაში ორი რვეული მომიტანა, მთხოვა, გურამის ლექსებია და დაუბეჭდეო. მან აღმოაჩინა გურამი. შოთა ჩანტლაძის ლექსები პირველად მე დავბეჭდე. საოცარია, როდესაც გარდაიცვალა, გამოსათხოვარი წერილიც მე გამოვაქვეყნე ჟურნალ “ცისკარში“.

“თამაშობს ბავშვი, თითები აქვს მელნიანები,

და ლოყაზედაც ვერ ამჩნევს მელანს

და დღიურში კი ორიანები,

თვალებიდან კი ჭკვიანი მზერა “-ამბობს იგი .

წყარო: http://www.lib.ge/body_text.php?8972

დაკავშირებული მბულები: შოთა ჩანტლაძე; მუხრან მაჭავარიანი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s