საქართველოს დამოიკდებლობის დღე და თეატრი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მიემგზავრება ეჟენ იონესკოს IX საერთაშორისო თეატრალურ ბიენალეზე, რომელიც გაიმართება მოლდოვეთის დედაქალაქ კიშინიოვში.

ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი თავაძის ბოლო ნამუშევარია – “ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით”, რომელიც საქართველოს უახლოეს წარსულს ასახავს და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს რუსეთის აგრესიისადმი. ზუსტად ეს სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი პრესტიჟულ თეატრალურ ბიენალეზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვეთი წარმოადგანს ევროპის უღარიბეს ქვეყანას, ზუსტად მის დედაქალაქ კიშინოვში ჩატარდება ეჟენ იონესკოს IX საერთაშორისო თეატრალური ბიენალე. ბიენალე სამი მიმართულებით იმუშავებს – თეატრი, მუსიკა და ცეკვა, და მასში მონაწილეობენ მხოლოდ პროფესიონალური თეატრალური ჯგუფები რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ბათუმის თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლის თემატიკა კიდევ უფრო ზრდის IX საერთაშორისო თეატრალური ბიენალეზე ქართველთა მონაწილეობის მნიშვნელობას და მას ერთგვარი პოლიტიკური დატვირთვასაც ანიჭებს რადგან ბათუმის თეატრი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კიშინიოვის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე ანტირუსულ სპექტაკლს წარმოადგენს. აგრეთვე ამ დღეს კიშინიოვის ნაციონალურ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტი – ”ლეგასი”.

ქართული პროგრამის დასრულების შემდეგ ეჟენ იონესკოს საერთაშორისო ბიენალეს გენერალური დირექტორი პეტრუ ვიტკარაუ და ბათუმის თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში გამართავენ პრესკონფერენციას მიძღვნილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი.

გაზეთი 24საათის თანახმად ბიენალეს გენერალური მენეჯერი, ცნობილი რეჟისორი პეტრუ ვიტკარაუ აცხადებს: ასეთი ფორმით აღნიშნავს მოლდოვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.”

აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობის მიღება უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რადგან ქართველები სპექტაკლს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოვადგენთ, რაც სიმბოლურიცაა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მოლდოვაში სხვა საჩუქრებთან ერთად, პატარა ზომის 500 ცალი საქართველოს სახელმწიფო დროშის შეძენა და ქართველების სპექტაკლზე მოსული მაყურებლისთვის დარიგება” – აცხადებს ბათუმის თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში.

პირადად ჩემთვის 26 მაისი, დაკავშირებული იყო სამხდრო აღლუმთან, რომელიც თითქმის ყოველ წელს იმართებოდა ხან რუსთაველის გამზირზე, ხან კი გორგასლის ქუჩაზე. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეწყდა აღლუმები. რთულია იმის დადგენა ეს საბედნიეროდ მოხდა თუ არა, რადგან საქართეველო აღარ ზეიმობდა დამოუკიდებლობის დღეს, მიუეხედავად ამისა, ბიუჯეტიდან დიდი თანხა აღარ იხარჯებოდა აღლუმის ჩატარებაზე. 26 მაისს კიშინოვში ბათუმის თეათრალური დასისი ბიენალეში მონაწილეობა ახალ ელფერს შეჰმატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

წყაროhttp://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-05-08/6344

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s