5 ივნისი, აგვისტოს სიგიჟე

აგვისტოს სიგიჟე

(ტრაგიკომედია)

პიესის ავტორი და რეჟისორი – ნინო ბასილია

”თეატრი ათონელზე”, 5 ივნისი;  დასაწყისი 19.00 საათი

სპექტაკლი ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს!

”2008 წლის აგვისტო… თითქოს ჩავლილი და ისტორიის კუთვნილებადქცეული გუშინდელი დღე… მაგრამ ყველასთვის დაუვიწყარი და ტკივილით სავსე… აგვისტოს ომის კიდევ ერთი გამოხმაურება – ცნობილი ქართველი რეჟისორის ახალი სპექტაკლი – ”აგვისტოს სიგიჟე” – სამი ნოველა ომსა და სიყვარულზე, რწმენასა და გამარჯვებაზე…

ქართულ-რუსული ურთიერთობები, ქართველი ემიგრანტების ყოფა რუსეთში აისახა ნინო ბასილიას დოკუმენტურ ფილმშიც – `გრუზინები. რუ~. ფილმი აგვისტოს ომამდე, ათი დღით ადრეა გადაღებული.

საერთოდ, ნინო ბასილია თეატრალური ექსპერიმენტებით გამორჩეული რეჟისორია. ქართულ თეატრალურ სივრცეში მან პირველმა მიმართა ვერბატიმის ჟანრს. მაყურებელს ახსოვს მისი კიდევ ერთი უჩვეულო ექსპერიმენტი – პირველად თეატრს მიღმა, ლიტერატურულ კაფეში წარმოდგენილი ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედია – `კოკაინი~.

თეატრალურ სარდაფში დაიდგა მისი სპექტაკლები (ბომჟები, სექსუალური რევოლუცია, ებრაელები; ასევე, მისივე პიესების მიხედვით, ლევან წულაძის მიერ განხორციელებული წარმოდგენები (თაგვი, ლიფტიორი).”

სპექტაკლის პრემიერა პრემიერა იყო 7 მაისს და განხორციელდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s