გარემოს დაცვის მსოფლიო დღე – 5 ივნისი

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე – 5 ივნისი


მთელი მსოფლიო 5 ივნისს ერთიანდება ერთი იდეის გარშემო, რომ დაიცვას „მრავალი სახეობა, ერთი პლანეტა, ერთი მომავალი“.

გარემოს დაცვისა და ბუნერბივი რესურსების სამინისტრო პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 5 ივნისს სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს.

10.00 საათზე – მხოლოდ ერთი დღით სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში არსებულ „ჯი.მარტში“ (მის: ც. დადიანის N7) პოლიეთილენის პარკებს ნაჭრის ჩანთები შეცვლის, რომელიც ინქება გარემოს დაცვის სამინისტროს ლოგოთი და წარწერით „5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა.“ გარემოს დაცვის სამინისტრო შეახსენებს მომხმარებელს, რომ ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს და მოუწოდებს, გამოიყენონ მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები, რადგან „პოლიეთილენის პაკეტი ბუნების მტერია“.

აქციაში მონაწილეობას მინისტრ გოგა ხაჩიძესთან ერთად საზოგადოებრივი საბჭოს წევრები: აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი, ვახო სანაია, ია სუხიტაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ირაკლი როსტომაშვილი მიიღებენ.

13.00 საათზე – რესპუბლიკის მოედანზე (სასტუმრო „რედისონთან“) მოეწყობა:
• ფოტოგამოფენა ბიომრავალფეროვნების შესახებ – „მრავალი სახეობა, ერთი პლანეტა, ერთი მომავალი“

დაუკრავენ ქუჩის მუსიკოსები;

• ქუჩაში გამვლელებს საჩუქრად ქოთნის ყვავილებს მინისტრი გოგა ხაჩიძე საზოგადოებრივი საბჭოს და „მწვანე კლუბის“ წევრებთან ერთად დაურიგებს.

• ღონისძიებაზე მოსულ პატარებს დაურიგდებათ ბუშტები და დროშები გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი სლოგამებით.

• პატარა გარემოსდამცველების სახის მოხატვაზე კი სამხატრო აკადემიის სტუდენტები იზრუნებენ.

მოდით, ერთად აღვნიშნოთ გარემოს დაცვის მსოფლიო დღის 37-ე იუბილე!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s