არდიfest 2010 დასრულდა

სამეფო უბნის თეატრისა და თბილისი მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებული 25 წუთიანი სპექტაკლების რიგით მეორე თეათრალური ფესტივალი არდიფესტი 2010 ჩატარდა 23-27 მაისს.

ფესტივალი სამეფო უბნის თეატრში დაარსდა და პირველად 2008 წელს ჩატარდა. ფესტივალის შედეგად თეატრების ხელმძღვანელებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ახალგაზრდა შემოქმედები, დაენახათ მათი პოტენციალი და მიეწვიათ თავიანთ თეატრებში. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს თეატრალური უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, ქორეოგრაფიული სასწავლებლისა და კონსერვატორიის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა წარმოეჩინათ თავიანთი შემოქმედები ფართო აუდიტორიისთვის. ახალგაზრდა მონაწილეებმა სამეფო უბნის თეატრის სცენაზე დადგეს 25 წუთიანი სპექტაკლები.

ფესტივალი გაიხსნა 23 მაისს, სპეკტაკლით –  ”დრო”, რომელიც წარმოადგენდა პანტომიმისა და აკრობატიკის სინთეზს. აგრეთვე ამ დღეს წარმოდგენილი იყო “NEW ოდისეა”, “კევინი” და “წყეული იყოს ორივე გვარი!”. ფესტივალის განმავლობაში ნაჩვენები იყო აგრეთვე შემდეგი პიესებიც: “ფირფიტების მაღაზია”, “ფიქრობ, გვცემენ?”, “ჩემი მეზობელი – შიში”, “სურვილების განდევნა”, “ანამ დახურა ფანჯერები”, “მედეა: დაბრუნება”, ’ბუტერბროდი”, “ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია”, “ზღვის დედოფალი” და “ცარიელი სახლი”.


27 მაისს არდიფესტი საზეიმოდ დაიხურა. დახვურვის დღეს წარმოდგენილი იყო ”სხვისი შვილები”. დახურვის შემდეგ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, ჟიურიმ პრიზები შემდეგნაირად გაანაწილა:

საუკეთესო რეჟისორი – მაკა ნაცვლიშვილი („მედეა: დაბრუნება“)

საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატუკა კახიძე („მედეა: დაბრუნება“)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – შაკო მირიანაშვილი („კევინი“)

საუკეთესო მხატვარი – ნინო თათარაშვილ („ფიქრობ, გვცემენ?“)

საუკეთესო კომპოზიტორი – კოკა ნიკოლაძე („ზღვის დედოფალი“)

არდიფესტის ორგანიზატორები, ფესტივალის განრიგი, სამეფო უბნის თეატრი ოფიციალური საიტი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s