Festival იბერია

პირველად ნიდერლანდებში, ქალაქ ლაიდენში გაიმართება საქართველოსთვის მიძღვნილი ფესტივალი, რომელსაც პატრონაჟს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი გაუწევს

პროგრამა

12 ივნისი

08:00 – ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრების დახვედრა სხიპოლის აეროპორტში, ჰოლანდიური პერფორმანსი.

20:00 – ფესტივალის გახსნის ცერემონიალი, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი. ლაიდენის თეატრი (Oude Vest 43). ფესტივალის გახსნას დაესწრებიან საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელიზაბეტ რულოვსი, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში შოთა ღვინერია, ლაიდენის მერი ჰენრი ლეფერინკი და სხვა საპატიო სტუმრები. ფესტივალის გახსნის შემდეგ გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია.

13 ივნისი

11:30-13:00 –   მსურველთათვის ქართული სიმღერების შესწავლა ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლების მიერ, (Buurthuis Vogelvklucentrum, Boshizerlaan 5).

13:30 – 14:00  „ვეფხისტყაოსნის“ კედლის გახსნა ლაიდენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე (Witte Rozenstaat 1). შოთა რუსთაველი იქნება 102-ე პოეტი, რომელიც ლაიდენის „კედლების პოეზიის“ პროექტის ფარგლებში მსოფლიოს უდიდესს პოეტებს შორის ადგილს დაიკავებს.

15:00-19:00 – ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის გახსნა გალერეაში Parties van Dorst,  (Herengracht 40). რადიშ თორდიას, ვახტანგ ონიანის, დიმიტრი ერისთავის, ლევან ცუცქირიძის და ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრების ნახვა 20 ივნისი ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია.

14-16 ივნისი

19:00 და 21:00 – ქართული ფილმების ჩვენება ლაიდენის კინოთეატრ „Kijkhuis“-ში. ნაჩვენები იქნება „ჯარისკაცის მამა“, „პასტორალი“, „გიორგობის თვე“, „ცამეტი“, „ფიროსმანი“, „ნატვრის ხე“.

18 ივნისი

18:00-20:00 – ქართული სუფრის ტრადიციების გაცნობა, Buurthuis Vogelvklucentrum (Boshizerlaan 5).

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფესტივალის ოფიციალური ვებ-გვერდი

ასევე ნახეთ:
ფესტივალის გვერდი Facebook-ზე
მედიანიუსი
საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში
ქართული დიასპორა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s