კულტურა, Facebook და საზოგადოება

ალბათ ბევრს შეგიმჩნევიათ, რომ Facebook-ზე ჩამოყალიბდა პოპულარიზაციის ახალი ინსტიტუტი. ყოველ შემთხვევაში შედარებით ახალი. თითქმის ყველა თეათრი, მუზეუმი, გალერეა, რადიო, გაზეთი და მრავალი სხვა კომპანია/დაწესებულება Facebook-ზე Page-ის მაგივრად ხსნის Profile-ს რითაც თავის პროდუქტს უფრო პოპულარულს ხდის. ეს იმის მიზეზი გახდა, რომ საქართველოს გადაედო ამერიკული ”Add me as a friend” დაავადება, და როგორც გვჩვევია საქართველოში, მისი მოდიფიცირება მოვახდინეთ. ”გადმოვაქართულეთ”.

Facebook-ზე რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს მით უფრო მაგარი ითვლები. ამაზე ამერიკული უხეში სატირის პოპულარული ანიმაციური ფილმი South Park-იც კი ”ღადაობდა”.  საინტერესოა მარტო ”ღადაობდა” თუ ”ღაღადებდა” კიდეც?

რა თქმა უნდა, ზოგიერთი იტყვის Facebook კარგია, ჩვენ ხომ იქ უამრავ რამეს ვიგებთ: ვუყურებთ ახლად ატვირთულ ვიდეოებს, ვუსმენთ სიმღერებს, ვაკომენტებთ მეგობრების სურათებზე, ვხვდებით მორიგი “My girlfriend will marry me, if I get 5000 fans on this page”-ის ფანები, ვაშენებთ ფერმას (დედა, მოსავალი არ დაგილპეთ!) და მრავალი სხვა. ზუსტად ამის გამო მოხდა, რომ თითქმის ყველა ორგანიზაცია/კომპანია/დაწესებულება Facebook-ზე Profile-ს გახსნა დაიწყო, რადგანაც მრავალი ადამიანის მეგობრებში დამატება უფრო ადვილია, ვიდრე მრავალი ფანის შეგროვება.

ცოტახნით მიმოვიხედოთ ირგვლივ, რა ხდება Facebook-ის მიღმა? რა ხდება და არც თუ ისე შესამჩნევი წინსვლა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ილიაუნიმ რუსთაველის თეატრთან გააფორმა მემორანდუმი, რისი დახმარებით ილიაუნის სტუდენტებს რუსთაველის თეატრში ბილეთების შეძენა 50% ფასდაკლებით შეუძლიათ. პირადად მე ეს ინფორმაცი პირველად ”ყოვლადშემძლე” Facebook-ის წყალობით შევიტყვე.

ახლა კიდევ ოდნავ გავახილოთ თვალები, რა ხდება ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში? არაფერი! – რადგანაც საქართველოში ინდუსტრია არ არის ჩამოყალიბებული. მიუხედავ ამისა არსებობს მრავალი პროექტი, რომელიც ეხმარება ქართული ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზაციას. Tbilisi Open Air, Georgian Live Music, ჯ.Art.ი, Aivani, Muzame, Electonauts და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ვითომაც არაფერია, მაგრამ ჩვენ თანამოქალაქე მუსიკოსებს ამხნევებს და ენთუზიაზმს ჰმატებს.

იბადება კითხვა: ამდენი პროექტებიდან უმრავლესობა რატომ არის მხოლოდ ინტერნეტში? პასუხი აშკარა და მარტივია: ქართველი მსმენელი მაღაზიაში გასვლით თავს არ შეიწუხებს და არ შეიძენს ქართული ჯგუფის ალბომს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საქართველოში Windows მხოლოდ ერთი ლიცენზირებული დისკია, სამინისტროების კომპიუტერებში დაქრექილი ოპერაციული სისტემა წერია, ინტერნეტი გადავსებულია პირატული სიმღერებით, ახალგაზრდობა Facebook-ობს და თუ არ დაინახა თავის Wall-ზე ლინკი მაშინ არ შეწუხდება და-google-ოს, ან holmes.ge-ზე მოძებნოს ხომ არ არის ინტერნეტში რამე საინტერესო ქართული მუსიკის და საერთოდ ხელოვნების შესახებ. ალბათ ცოტა ახალგაზრდა დაინტერესებულა საქართველოში არსებული თეატრების არქიტექტურით. ზოგიერთი დადის სპექტაკლებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თბილისში თეთრი პოპულარული გახდა. მაგრამ, მადლობა ღმერთს უმეტესობას ესმის რა არის თეატრი, იგებს სპექტაკლების იდეას; აფასებს მსახიობის ოსტატობას, რეჟისორის მიღწევას და ხედავს თუ რაოდენ უნიკალური და არჩვეულებრივია პიესა.

მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული პრობლემის გამო შეიქმნა ასეთი საიტები როგორიც არის Georgian Live Music, ჯ.Art.ი, Aivani, Muzame, Teatri.Ge, Event Lenta და მათი პოპულარიზიცია სოციალური ქსელებში ხორციელდება. ქართველი მუსიკოსები თავის შემოქმედებას Soundcloud-ისა და Myspace-ის საშუალებით ავრცელებს. მსმენელმა კონცერტზე თუ არა, იქნებ ინტერნეტში მაინც იხილოს ჯგუფები ცოცხალი შესრულებით. და, რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის, რადგანაც მუსიკლარული ინდუსტრია არ არის მარტო სცენაზე დაკვრა და ალბომების გაყიდვა. იგი აგრეთვე რეკლამირებასა და პრომოუშენს შეიცავს; მაგრამ საქართველოში ინტერნეტ რეკლამინგიც განვითარების სტადიაშია. მიუხედავად ამისა არსებობს ენთუზიაზმით აღსავსე ხალხი, რომელიც ცდილობს წინ წაწიოს საქართველოში მუსიკა და ხელოვნება, და განავითაროს ხალხის გემოვნება.

მაგრამ ქართული მუსიკალური ინდუსტრია მარტო ინერნეტ საიტების შეიქმნით არ განვითარდება. ამას კი მივყავართ იქამდე, რომ ქართველმა მუსიკოსმა უნდა დახვეწოს თავისი მუსიკა და მსმენელს ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდოს. მაგალითად, მე არ წავალ ქავერების მორიგ კონცერტზე, მირჩევნია ინტერნეტში მოვუსმინო ისეთ ჯუფებს, როგორიცაა Sour Skin, Mutual Friend, Play Paranoid, The Georgians ან კიდე გადმოვიწერო ინტერნეტში ახლად გავრცელებული ალბომი: Catch The Clouds – Nobody at Home. რაც ჩემი აზრით მიღწევა ქართული მუსიკალური ინტერნეტ სივრცისათვის.

ეს რაც შეეხება მუსიკას, თეატრი და მუზეუმი კიდე სხვა საუბარია. თეატრი შედარებით პოპულარული გახდა თბილისში. შეიძლება ითქვას მოდაშიც შემოვიდა.

ამ სტატიისთვის ამით შემოვისაზღვრები, და მუზეუმსა და თეატრს შემდეგ სტატიას მივუძღვნი.

Advertisements

4 thoughts on “კულტურა, Facebook და საზოგადოება

  1. risi tqma gindoda ver gavige, qartveli mosaxleobis “internatizacia”, mati aqtiuri chabma socialur qselebshi chemi azrit dzalian dadebiti movlenaa.
    P.S Sour skin ❤

  2. ძალიან მომწონა სტატია, საერთოდაც თითქოს ამ ბლოგს ერთი დანიშნულება–აქვს ივენთების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, რასაც ძალიან კარგად ასრულებს, თუმცა დავფიქრდი და მივხვდი: უამრავ ბლოგს “ვათვალიერებ” კვირის განმავლობაში და არც ერთ მათგანს არ ვკითხულობ ასე ატიურად როგორც ამ ბლოგს, არ ვიცი როგორ ახერხებთ, მაგრამ გამოგდით. დიდი მადლობა!

    • მოხარული ვარ, რომ მოგწონს ბლოგი და აქტიურად კითხულობ! დიდი მადლობა! 🙂

  3. მომწონს პოსტი, ძალიან საგულისხმო თემაზეა საუბარი : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s