სალვადორ დალის გამოფენა დაიხურა

საქართველოში, 7 აპრილიდან 6 ივნისის ჩათვლით, JMA გალერეა (www.jmagallery.com) QU ART (www.quart-brussels.com) და წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ქართველ მნახველს წარუდგინა ლეგენდარული ესპანელი მხატვრისა და მოქანდაკის სალვადორ დალის ქანდაკებები და ლითოგრაფიის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრები.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს მუზეუმებში ცნობილი უცხოელი მხატვრების ნამუშევრების ჩამოტანა დაიწყეს – პიკასო, დალი. სალვადორ დალის გამოფენისთვის კარგი დრო შეარჩიეს, წინანდალში „სეზონად“ გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისს მოიხსენიებენ, როცა სასკოლო არდადეგები ახლოვდება და სკოლის მოსწავლეებს ექსკურსიები ეწყებათ. ამ პერიოდში მეც ვიყავი ჩამოსული თბილისში, მაგრამ სამწუხაროდ კახეთში სასტიკი წვიმის გამო ვერ წავედი და ვერ ვეზიარე დალის ხელოვნებას. იმედია სხვები მაინც წავიდენენ და დაათვალიერეს.

”ლითოგრაფიების მერამდენე პირი და ქანდაკებების მერამდენე ანატვიფრი იყო წინანდალში წარმოდგენილი, უცნობია. მაგრამ ის, რომ კახეთში გასეირნების მიზეზად ადამიანებისთვის შეიძლება სალვადორ დალი იქცეს, მუზეუმის წარმატებაზე და რიგითი მოქალაქეების ევროპელი შემოქმედებით დაინტერესებაზე მეტყველებს.” – წერს ნეტგაზეთი.


ვიმედოვნებთ რომ უცხოელი მხატვრების გამოფენები ამით არ შემოისაზღვრება. ასე თუ გაგრძელდა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ვანგოგის, მონეს და გოგენის ნახვას შევძლებთ. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ვარაუდია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s