მისალოცი ბარათები

გუშინ ინტერნეტში ერთ სტატიას ვკითხულობდი, მისალოც ბარათებზე იყო. თუ როგორ დადიოდა ხალხი მაღაზიებში და ეძებდა საახალწლო მისალოც ბარათებს, თან ისეთს, როგორიც თვითონ ქონდათ წარმოდგენაში, ისეთს, როგორის გაგზავნაც უნდოდათ. დავფიქრდი და მივედი დასკვნამდე, რომ დღესდღეობით მისალოცი ბარათების ტრადიცია თითქმის აღარ დაგვრჩა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გამერკვიე თუ  საიდან მოდის მისალოცი ბარათების ტრადიცია და მკითხველისთვის მომეწოდებინა.


დავიწყებ მოკლე აღწერით ”ჩაინიკებისთვის”.

მისალოცი ბარათი არის ილუსტრირებული ბარათი, რომელიც ასახავს მეგობრობის, სიყვარულის და სხვადასხვა გრძნობას. გარდა იმისა რომ მისალოც ბარათებს განსაკუთრებულ დღეებში აგზავნიან, როგორიც არის დაბადების დღე, შობა, ახალი წელი ან სხვა დღესასწაულები, მათ ასევე მადლობის ნიშნადაც აგზავნიან ხოლმე.

შეიძლება ითქვას, რომ მისალოცი ბარათების ტრადიცია, კულტურა და ისტორია ძველი ჩინეთიდან და ეგვიპტიდან მოდის, სადაც ხახლი ერთმანეთს დღესასწაულის აღსანიშნავად პაპირუსზე მილოცვებს უგზავნიდა. ევროპაში მისალოცი ბარათების ”გაცვლა-გამოცვლა” 1400 წლის დასაწყისში დაიწყო. მათ ხის ფირპიტებისაგან ამზადებდნენ . ერთ-ერთი ძველი ”ვალენტინკა”, ანუ ვალენტინობის დღის მისალოცი ბარათი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.

1850 წლისთვის, ძვირად ღირებლი, ხელით ნაკეთი მისალოცი ბარათები სქელი ქაღალდის ფურცლებზე დაბეჭდილმა ბარათებმა შეცვალა. მათი გაგზავნა შედარებით იოლი გახდა.  ტექნიკურმა განვითარებამ კი, როგორიც არის ფერადი ლითოგრაფია, გაამარტივა მისალოცი ბარათების წარმოება.

ინტერნეტის გამოჩენის და ფლეშ ანიმაციის განვითარების შემდეგ, გამოჩნდა ახალი სახის მისალოცი ბარათები. თავის დროს ყველაზე ცნობილი და პოპულარული Holmark Greeting Cards იყო. ისინი წარმოადგენდნენ მხიარულ ანიმაციურ მილოცვას. მაგრამ ამან დიდი ხანი არ გაძლო. მათი მოხმარება მცირე დროის შემდეგ შეწყდა.

ამბობენ, რომ მოდა ბრუნდება. რაც ადრე მოდაში იყო კვლავ დაგვიბრუნდა. ქალაქის ქუჩებს კვლავ დაუბრუნდა ”შლიაპიანი” ახალგაზრდები, ”ლენონის” სათვალეები, დიდ ლინზებიანი სათვალეები. ზოგიერთი მშობლების სათვაალებს აღმოაჩენს სახლში, დიდი ლინზებით, თან ისეთი, რომ იკეცებოდეს, და ახლის საყიდლად აღარ ჭირდება მაღაზიაში გასვლა.

გამორიცხული არაა რომ ამ მოდის ბუნებრივმა ბრუნვამ მისალოცი ბარათების კულტურაც დაგვიბრუნოს. ბევრი დამეთანხმება, რომ მშობლების შეგროვებული ”ატკრიტკების” დათვალიერებისას რაღაც საინტერესო გრძნობა გეუფლება. თუ არა, ესე იგი მე ვარ სიძველის მოყვარული. მომავალში ვინილის ფირფიტების დამკვრელიც მინდა ვიყიდო. რათქმაუნდა ასეთებს ცოტას უშვებენ და ძვირიც ეღირება. მაგრამ დავუბრუნდეთ მისალოც ბარათებს.

მაგთიმ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მისალოცი ბარათები გამოუშვა, რომელზეც ქართული კინოდან ამოღებული რომენტიული კადრებია ასახული.  საქართველოში ახალი ტურისტული ქალაქის ბათუმის განვითარებისას ჩნდაბა მისალოცი ბარათები, რომლებზეც გამოსახულია ბათუმის ახალი ქუჩები, შენობები, ბულვარი და ა.შ.  თბილისის მაღაზიებშიც ბლომად არის მისალოცი ბარათები, მათჳ უმეტესობა კი საბჭოთა კავშირშია დაბეჭდილი.

ალბათ ბევრს გაუხარდება როცა ახალ წელს მეგობრისგან, ან შეყვარებულისგან მიიღებს მისალოც ბარათს, რომელზეც გამოსახული იქნება განახლებული თბილის, ბათუმი, ქუთაისი, სიღნაღი, საქართველოს ულამაზესი ბუნება.  ასეთი მისალოცი ბარათებით ჩვენ ერთმანეთს საქართველოს განვითარებასაც, ბედნიერ ცხოვრებასა და დღესასწაულს მივულოცავთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s