30 ივნისი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილე

FMAWK8A6XRU6

30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღეს აღნიშნავს.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება საიუბილეო ღონისძიებები:

• ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების პრეზენტაცია

• გამოფენა „მეფური შეწირულობა“

• შემოწირულ ხელნაწერთა ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი

დასაწყისი: 18:00

მისამართი: მერაბ ალექსიძის 1/3

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების პრეზენტაცია, რომლის საპატიო თავმჯდომარეც იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მეგობართა საზოგადოების გამგეობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი უხელმძღვანელებს.

საზოგადოების მმართველი ორგანო – გამგეობა – დაკომპლექტებული იქნება როგორც სახელმწიფო მოხელეების, ისე საქმიანი წრეების წარმომადგენლებისა თუ კულტურის მოღვაწეთაგან. ისინი შერჩეულნი არიან წლების განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულების შესაბამისად.

მეგობართა საზოგადოების მიზანია დაწესებულების, როგორც უნიკალური, განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის კოლექციის დაცვისა და კვლევის ცენტრის, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

30 ივნისს გაიხსნება ასევე ექსპოზიცია სახელწოდებით „მეფური შეწირულობა“ (ასე უწოდა გაზეთმა „დროებამ“ ნიკო დადიანის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის დადიანთა უნიკალური კოლექციის – 169 ხელნაწერის შეწირვის ფაქტს), სადაც ხელნაწერთა დონაციის მთელი ისტორია წარმოჩნდება. გამოიფინება ბოლო წლებში შემოწირული ხელნაწერებიც, ცენტრი წარმოადგენს იმ ხელნაწერებსაც, რომელთა შეძენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

დაარსების დღეს გაიმართება ბოლო ერთი წლის მანძილზე შემოწირული სიძველეების (ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, არქივები…) ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი.

შემომწირველებს შორის არიან – ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც ცენტრს გადასცა ბაბუის შოთა მესხიას არქივი, მამუკა ხაზარაძემ კი მე-19 საუკუნის კარაბადინი.

ამავე დღეს ცენტრი აწესებს მისი დამაარსებლის ილია აბულაძის სახელობით სტიპენდიას, ასევე გამოვლინდება კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიატი.

ღონისძიებას დაესწრებიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თბილისის მერი გიგი უგულავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი…

ასევე იხილეთ:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი

იუბილე ფეისბუქზე


Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s