Social Media Day Tbilisi 2010

30 ივნისს საღამოს 6 საათზე მთაწმინდის პარკის ამფითეატრში აღინიშნა სოციალური მედიის დღე.

30 ივნისი როგორც სოციალური მედიის დღე შემოიღო mashable.com-მა, სოციალური მედიის პორტალი. მათ მიერ წამოყენებული ეს ინიციატივა მსოფლიოში აიტაცეს და ამ დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა ღონისძიებები , მათ შორის თბილისშიც. თბილისში ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის გოჩა გაბოძეს, როგორც ეს გამხსნელ სიტყვაში მარი ტალახაძემ მოგვახსენა. გამხსნელ სიტყვის დროს გოჩა ადგილზე არ გახლდათ, მან მარის სიტყვები ვერ მოისმინა, შესაბამისად ინტერვიუს დროს უარყოფდა ამას. ამ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მარი ტალახაძემ სინგულარი ჯგუფის დახმარებით. მთაწმინდის პარკმა კი დიდი სიამოვნებით ამ ღონისძიებისათვის ამფითეატრი გამოყო.

ჩატარდა ექვსი პრეზენტაცია სოციალური მედიის თემაზე, რომელიც ბლოგერებმა წარმოადგინეს.

1. როგორც მოგახსენეთ, სოციალური მედიის დღე გახსნა მარი ტალახაძემ

2. გოჩა გაბოძემ გაგვანდო “ადრეული სოციალური ქსელების” საიდუმლო

გოჩა გაბოძის პრეზენტაცია

3. ლადო ლომიძემ RSS-ებზე წარმოგვიდგინა კარგი პრეზენტაცია სახელად “დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!” სადაც მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა არის RSS, რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის.

4. შემდეგ ბიბლუსის კორპორატიული ბლოგი ავტორი გიორგი გიორგაშვილი კორპორატიულ ბლოგებზე გამოვიდა პრეზენტაციით

5. მარი ტალახაძემ, ვინც გახსნა ეს ღონისძიება, ნათლად და გასაგებად გვიამბო twitter-ის შესახებ პრეზენტაციით ”რატომ ტვიტერი?”

მარი ტალახაძის პრეზენტაცია

6. საბა ლეკვეიშვილის “მედია ბანკის პრეზენტაცია”. მან გაგვაცნო მედია ბანკი, რომ თურმე არსებობს ასეთი რამ, ერთგვარი მედია პორტალი, სადაც თავმოყრილია საქართველოს ქალაქისა თუ სოფლის უამრავი სურათი და რაოდენობა დღითი დღე იზრდება, და გაგვანდო მისი გეგმები.

საბა ლეკვეიშვილის პრეზენტაცია

7. დავით ჯიშკარიანი – “სოციალური მედია” – უკუგება კაპიტალდაბანდებიდან – Return on Investment (ROI). ვისაც გაინტერესებთ რა არის ROI, ამათთვის ვწერ ფორმულას: ამონაგები ფული/ინვესტიცია. უფრო მეტი ROI-ზე შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედიაზე.

მარი ტალახაძის ინტერვიუ, საიდან გაჩნდა ღონისძიების იდეა

გოჩა გაბოძის ინტერვიუ, რატომ მოგივიდა ღონისძიების ჩატარების იდეა

ბმულები სოციალურ მედიის დღესთან დაკავშირებით:

FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

GreenMar

ანინას ბლოგი

უჭუკლესი ჭუკლი – Sunwaited’s Blog

Cheshire Cat’s

Qristina’s Blog

Landish.Ge

Advertisements

7 thoughts on “Social Media Day Tbilisi 2010

  1. დავიბენი არ მქონდა მოსმენილი მარის გახსნითი სიტყვა. უბრალოდ მაშაბელზე როდესაც ამ იდეის შესახებ წავიკითხე თვითერზე დავწერე რომ საქართველოშიც კარგი იქნებოდა ეს დღე აღნიშნულიყოთქო . მოკლედ ამ ერთი სტატუსით გამოიხატა ჩემი იდეის ავტორობა მიხარია რომ ასე კარგად მოხდა ორგანიზება კმაყოფილი ვარ გუშინდელი დღით.

    • ეგ თუნდაც ერთმა სტატუსმა ასე დაგაწინაურა… :))) მეც ვარ კმაყოფილი ნამდვილად

    • ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგი და სასარგებლო გავაკეთოთ!!! გმადლობთ, რომ გვკითხულობთ!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s