საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

თბილისში ჩემი ორ დღიანი ვისიტის დროს აღმაშენებელზე დავინახე ახალი გარემონტებული შენობა – ”საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი”, აგრეთვე გალერეა და “FOLK რადიო” FM99.2. როგორც ყოველთვის, რამე საინტერესოს ნახვისას მის შესახებ ინფორმაციას ვეძებ. სახლში მისვლისას Holmes.Ge-ს მივმართე და ბევრი საინერესო რამ, ვიპოვე.


ხალხური შემოქმედების კაბინეტი (1936 წელი), ხალხური შემოქმედების სახლი (1937-1980 წლები), ხალხური შემოქმედებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი (1980-2004 წლები), საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (2005 წლიდან). ცენტრის დირექტორები იყვნენ: მიხეილ მგალობლიშვილი, გრიგოლ კოკელაძე, ვალერიან ცაგარეიშვილი, გრიგოლ კოკელაძე, მიხეილ ჩირინაშვილი, რევაზ კერესელიძე, ცისანა ქოჩეჩაშვილი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტთა სხვადასხვა თაობამ, მაშინდელი ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში, შექმნა ფონდი – მდიდარი არქივი, ურომლისოდაც გაჭირდება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის, ხალხური რეწვის ავთენტიკურობის შენარჩუნება და დაცვა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისათვის სულ სხვა შესაძლებლობები და პერსპექტივები დასახა ახალი შენობის გადმოცემამ და რადიო არხის – “FOLK-რადიოს” (FM 99,2) დაფუძნებამ, მათი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ (2008 წლის ბოლოს) ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს სულ სხვა მასშტაბისა და მოცულობის სამუშაოს შესრულება შეეძლება. უპირველესად, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის, ავთენტიკურობის დაცვის, კონცერტების (საქართველოს ნებისმიერი კუთხის, რაიონის, სოფლის ანსამბლებისა და ჯგუფების), გამოფენების (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგის), ზეპირსიტყვიერებისა და შემოქმედებითი საღამოების მოწყობა-ჩატარების სახით. ცენტრის ხმის ჩამწერი სტუდია და სხვა თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა ექსპედიციების აუდიო-ვიდეო-ფოტო დაფიქსირების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.


აფიშა:

ქალაქი ბათუმი – ,,მასტერკლასები ქორეოგრაფიაში 2010″

7-10 ივლისი

7-8-9-10 ივლისს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ატარებს რეგიონალურ მასტერკლასებს ქორეოგრაფიაში.


ავთანდილ თათარაძის წიგნის – ,,ქართული ხალხური ცეკვა” – პრეზენტაცია

10 ივლისი 20:00

10 ივლისს ქალაქ ბათუმში გაიმართება ავთანდილ თათარაძის წიგნის – ,,ქართული ხალხური ცეკვა” – პრეზენტაცია. წიგნი შედგენილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების (დედნების) მიხედვით. რედაქტორი ბაია ასიეშვილი.

http://www.folk.ge/index.php; http://www.folkradio.ge/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s