7-10 ივლისი, ქალაქი ბათუმი – ,,მასტერკლასები ქორეოგრაფიაში 2010

2010 წლის 7-10 ივლისს ქალაქ ბათუმში,  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ატარებს ,,მასტერკლასებს ქორეოგრაფიაში“.
მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვის საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების დახვეწა_გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, ქართული ცეკვის ტრადიციებისა და კუთხურობის შენარჩუნება.
ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სხვადასხვა საკითხსა და პრობლემებზე სემინარულ მეცადინეობებზე მოხსენებებს წაიკითხავენ: უჩა დვალიშვილი, თამარ მუნჯიშვილი, მანანა ცინცაძე, ნანა ვალიშვილი, გიორგი ალიმბარაშვილი, ლევან ალიაშვილი, ბაქარ ხინთიბიძე, რეზო ჭანიშვილი, სოფო კიკაბიძე, ანა ღვინიაშვილი.
დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ და მასტერკლასების მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ქორეოგრაფები.
მასტერკლასებს უხელმძღვანელებს ქორეოგრაფი და ქორეოლოგი  უჩა დვალიშვილი.
მასტერკლასების მონაწილე ქორეოგრაფებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მასტერკლასების ბოლო დღეს _10 ივლისს _ გაიმართება ავთანდილ თათარაძის წიგნის –       ,, ქართული ხალხური ცეკვა” – პრეზენტაცია. წიგნი შედგენილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების (დედნების) მიხედვით.
კრებულში შესულია ავტორის მიერ ჩაწერილი ყველა სვანური და რაჭული ფერხული, ქართული ცეკვის ილეთთა ტერმინოლოგია, დადგმული ცეკვები და ლექსიკონი.
რაჭული ფერხულები მთლიანად და დადგმული ცეკვები პირველად ქვეყნდება.
,,ქართული ხალხური ცეკვა” საკმაოდ სქელტანიანი კრებულია _ მოიცავს 400 გვერდს. ეს ავთანდილ თათარაძის ნაშრომთა პირველი სრულყოფილი გამოცემაა.
მასტერკლასების გახსნას და წიგნის – ,,ქართული ხალხური ცეკვა”- პრეზენტაციას დაესწრებიან: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე.
მასტერკლასებს   7 ივლისს 12:00-ზე გახსნის, აჭარელი ახალგაზრდების გუნდი, ჭიბონის თანხლებით მოცეკვავე  ქორეოგრაფ ზურაბ ბაღდადიშვილის ხელმძღვანელობით (ეს ცეკვა 2006, 2009 წწ. მასტერკლასების გავლენით შეიქმნა).
10 ივლისს 20:00-ზე მასტერკლასების დახურვასა  და წიგნის პრეზენტაციაზე მოწვეული იქნება ზემო აჭარის უხუცეს მოცეკვავეთა გუნდი.
მასტერკლასები გაიმართება  7-10 ივლისს სასტუმრო `თანამგზავრსა~ და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში.

http://www.folk.ge/index.php?pg=prs3s&id=34, http://www.facebook.com/pages/The-Folklore-State-Centre-of-Georgia/479165900187?ref=ts

Advertisements

One thought on “7-10 ივლისი, ქალაქი ბათუმი – ,,მასტერკლასები ქორეოგრაფიაში 2010

  1. გამოხმაურება: Tweets that mention 7-10 ივლისი, ქალაქი ბათუმი – ,,მასტერკლასები ქორეოგრაფიაში 2010 « Event-Lenta | ივენტ-ლენტა -- Topsy.com

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s