12 ივლისი, ”ტრუბადური”

12 ივლისს საღამოს 7 საათზე საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (მისამართ: აღმაშენებელის გამზირი, 127) წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის ოპერა ”ტრუბადური”.

ჯუზეპე ვერდი – ტრუბადური
ლიბრეტოს ავტორი – სალვატორე კამარანო და ლეონ ემანუელ ბარდარე, ანტონიო გუტიერესის პიესის მიხედვით.

მსოფლიო პრემიერა – თეატრი “აპოლო”, 1853 წლის 19 იანვარი, რომი.

მონაწილეობენ:
მანრიკო – მარკ ჰელერი
ლეონორა – ირინე რატიანი
გრაფი დი ლუნა – ზაალ ხელაია
აზუჩენა – ელენა პუტილოვა
ფერანდო – ლეგი იმედაშვილი
ინესი – ირინა ბორისოვა
რუიცი – თამაზ საგინაძე

დირიჟორი – ჯანლუკა მარჩიანო (იტალია)

ახლა კი გვინდა გაგანდოთ ამ შესანიშნავი ოპერის სიუჟეტი:

მოქმედება პირველი «დუელი»

სურათი პირველი. ახალგაზრდა გრაფ დი ლუნას ციხე-სიმაგრის საგუშაგო. ფერნანდო, საგუშაგოს ოფიცერი აღვიძებს მძინარე გუშაგებს. ის აფრთხილებს მათ, რომ შესაძლებელია გრაფმა წაუსწროს, რომელიც ხშირად დაეხეტება ღამით, ჰერცოგინია ლეონორას ფანჯრის ქვეშ. გუშაგები სთხოვენ ფერნანდოს მოყვეს საიდუმლო ისტორიას გრაფის ძმაზე. ფერნანდომ რათა გამოაფხიზლოს ისინი, სიამოვნებით თანხმდება და იწყებს თხრობას.

«მოხუც დი ლუნას ჰყავდა ორი ვაჟი. ერთხელ ღამით, როდესაც ციხე-სიმაგრეში ყველას ეძინა, უმცროს ვაჟის ოთახში შეიპარა ბოშა ქალი და მოაჯადოვა იგი. ბოშა ქალი გააგდეს, თუმცა იგი ყველას არწმუნებდა, რომ პატარას ბედნიერება ელოდა. მალე ბავშვი დაავადმყოფდა და თვალსა და ხელს შუა ჭკნებოდა. ჯადოქარი დაიჭირეს და კოცონზე დაწვეს. მისმა ქალიშვილმა კი, ახალგზარდა ბოშამ, იზუჩენამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა დედის გამო. დაწვის ღამეს მან თავისი შვილით შეაღწია სასახლეში, მოიპარა გრაფის ჩვილი აკვნიდან და ჩააგდო ცეცხლში, რომელშიც იწვოდა დედამისი. ამის შემდეგ მოხუც გრაფს დიდხანს არ უცოცხლია და სიკვდილამდე არ სჯეროდა შვილის დაღუპვა. სიკვდილის წინ მან თავის უფროს ვაჟს დაუბარა შური ეძია ძმისთვის. ამ დროიდან იგი ყველგან ეძებს ბოშა ქალს, თუმცა უშედეგოდ». ფერნანდო ამატებს, რომ მოხუცი ჯადოქრის სული ჯერ კიდევ დაეხეტება და სხვადასხვა სახეს იღებს. ზარი რეკს შუაღამით, შეშინებული ჯარისკაცები და ფერნანდო გადიან.

სურათი მეორე. ლეონორას ბაღი. ღამეა. ლეონორა მოუთმენლად ელოდება თავის საყვარელს, ტრუბადურ მონრიკოს. ის უყვება თავის მეგობარ ინესს მათ სიყვარულზე. უკანასკნელ სასიმღერო შეჯიბრზე მან ყველა კონკურენტს აჯობა და ახლა ყოველ ღამით უმღერის მას ფანჯრებთან. ინესი ურჩევს ლეონორას შეეშვას ამ გატაცებას, ვინაიდან წინათგრძნობა ეუბნება, რომ იგი დაღუპავს მას. გოგონები მიდიან ციხე-სიმაგრეში. ტევრის მდუმარებას ტრუბადურის სერენადა არღვევს. გაიგონა რა სერენადა, ბაღში შედის დი ლუნა, ლეონორაზე შეყვარებული. სიბნელეში ლეონორა გრაფს სანატრელ ტრუბადურად აღიქვამს და გამოირბენს მის შესახვედრად, მაგრამ ღრუბლებიდან ეჩვენება ლუნა და რწმუნდება თავის შეცდომაში. ხეებიდან გამოდის ტრუბადური, რომელშიც გრაფი შეიცნობს თავის წყეულ მტერს, მანრიკოს, სიკვდილ მისჯილს და არაგონიიდან განდევნილს. დი ლუნა უცხადებს მას, რომ ჩამოკრა მისი სიკვდილს ჟამმა და იწვევს მას დუელში. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შორდებიან, მომარჯვებული დაშნებით, ლეონორა ეცემა გულწასული.

მოქმედება მეორე «ბოშა ქალი»

სურათი პირველი. ბოშათა ბანაკი მთებში. აისი. კოცონთან — ბოშა აზუჩენა და მისი აყვანილი შვილი მანრიკო, რომელიც ეს-ეს არის განიკურნა გრაფთან დუელში მიღებული მძიმე ჭრილობისგან. აზუჩენა სევდიან სიმღერაში იხსენებს დედას, რომელიც სასტიკმა ადამიანებმა კოცონზე დაწვეს. შურისძიების წყურვილით დაბრმავებულმა აზუჩენამ, შეცდომით ცეცხლში გრაფის შვილის მაგიერ, თავისი, საკუთარი შვილი ჩააგდო. გრაფის ვაჟი, მანრიკო, აზუჩენამ ღვიძლი შვილივით გაზარდა. დედამისის სიკვდილი შურისძიების გარეშე დარჩა, მანრიკოს ვალია აღასრულოს იგი. მანრიკოს, მეგობარი რუისი ეუბნება, რომ ლეონორას სურს მონასტერში წავიდეს, რადგან ჰგონია რომ ტრუბადური მოკვდა. მანრიკო ემშვიდობება აზუჩენას და მიიჩქარის ლეონორასკენ.

სურათი მეორე. ღამეა. მოსტერთან მიდის ჯარისკაცთა დანაყოფი გრაფ დი ლუნასა და ფერნანდოს მეთაურობით. მათ სურთ მოიტაცონ ლეონორა, სანამ იგი მონაზვნად აღიკვეცება და როგორც კი იგი სამლოცველოდან გამოდის, გრაფი მივარდება მას, ხოლო გრაფს გზაზე მანრიკო გადაეღობება თავისი მეგობრებით. გრაფის რაზმი მიმოფანტულია და გაქცევით შველიან თავს. ლეონორა, რომელიც თვალებს არ უჯერებს, უვარდება მანრიკოს მკლავებში, რომელსაც აქამდე დაღუპულად თვლიდა.

მოქმედება მესამე «ბოშა ქალის ვაჟი»

სურათი პირველი. გრაფ დი ლუნას ბანაკი. მის ჯარს ალყა აქვს შემორტყმული ციხე-სიმაგრისთვის, რომელშიც მანრიკო იფარავს ლეონორას. ჯარისკაცებმა დაიჭირეს მოხუცი ქალი, რომელიც ბანაკის გარშემო დაეხეტებოდა. ფერნანდო მასში ამოიცნობს სწორედ იმ ბოშა ქალს, რომელმაც გრაფის უმცროსი ძმა კოცონში ჩააგდო. სასოწარკვეთილი აზუჩენა მანრიკოს იხმობს. გრაფი ბრძანებს ბოშა ციხეში ჩასვან და კოცონზე დაწვან.

სურათი მეორე. სამლოცველო ციხე-სიმაგრეში. მანრიკო და ლეონორა მზად არიან წავიდნენ საკურთხეველში. შემორბის რუისი და აცხადებს, რომ გრაფმა აზუჩენა შეიპყრო და მის დასჯას აპირებს. მანრიკო რუისთან და თავის მეომრებთან ერთად აზუჩენას დასახსნელად მიიჩქარის. ისმის იარაღის ხმაური. ლეონორა სასოწარკვეთილია.

მოქმედება მეოთხე «სიკვდილით დასჯა»

სურათი პირველი. ციხე-სიმაგრე კასტელორში, ციხის წინ. ბნელი ღამე. ლაბადაში გახვეული რუისი და ლეონორა ჩნდებიან. რუისი ანიშნებს მას ციხის კოშკზე, სადაც იტანჯება გრაფის დამარცხებული ტყვე — მანრიკო. ლეონორა საყვარლის საშველად თანახმაა გახდეს გრაფის ცოლი, თუ ის შეიწყალებს მანრიკოს. გრაფიც თანახმაა, თუმცა ლეონორა ჩუმად სვამს საწამლავს.

სურათი მეორე. მიწის ქვეშ. მანრიკო ამშვიდებს აზუჩენას. ისინი მიეძალნენ მწარე მოგონებებს განვლილ დღეებზე, თავისუფალ ცხოვრებაზე მთებში. იღება კარი, შემოდის ლეონორა, რომლისგანაც მანრიკო იგებს, რომ შეწყალებულია. ის იხმობს ლეონორას მასთან, მაგრამ იგი პასუხობს რომ უნდა დაბრუნდეს ციხე-სიმაგრეში. მანრიკო ხვდება, რომ თავისუფლება ლეონორამ უღირსი საქციელით იყიდა და წყევლის მას. მანრიკოს სისასტიკით შეურცხყოფილი ლეონორა, არწმუნებს მას საკუთარ უდანაშაულობაში და სთხოვს გაიქცეს. მანრიკო არ იღებს ყურად მის თხოვნას. ლეონორას მიერ მიღებული საწამლავი მოქმედებას იწყებს და გოგონა მკვდარი ეცემა საყვარლის მკლავებში. შემოსული გრაფი თავის ცოლს, ლეონორას მკვდარს ნახავს მტრის მკლავებში. სიცრუით გაცეცხლებული გრაფი უბრძანებს მანრიკო კოცონზე დაწვან, ხოლო თვითონ სასაცილოდ იგდებს ბოშა ქალს, მიჰყავს იზუჩენა ფანჯარასთან და უთითებს მას დასჯილ მანრიკოზე. იზუჩენა წამოიძახებს: «გაიგე ყველაფერი — ის ძმაა შენი! დედა, შენთვის შურინაძიებია!» და მოცელილი ეცემა მკვდარი.

ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული ბმულები: ღონისძების გვერდი ფეისბუქზე, ვიკიპედია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

Advertisements

One thought on “12 ივლისი, ”ტრუბადური”

  1. გამოხმაურება: Tweets that mention 12 ივლისი, ”ტრუბადური” « Event-Lenta | ივენტ-ლენტა -- Topsy.com

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s