Tweet.ge-ს პრეზენტაცია

9 ივლისს ჩატარდა Tweet.ge-ს პრეზენტაცია. რომელზეც მე მოწვეული ვიყავი, და მინდა გიამბოთ, რა ხდებოდა ამ პრეზენტაციაზე.

მანამდე კი გაეცანით ამ ვიდეოს, საიდანაც თქვენ ადვილად გაიგებთ, თუ რა არის Tweet.ge.

როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი პრეზენტაცია, თანაც სამინისტროში, ტელევიზიის გარეშე ვერ ჩაივლიდა. სხვადასხვა არხებიდან მოვიდნენ ჟურნალისტები და, როგორც ყოველთვის, გადაიღეს უბრალოდ მსხდომი იქ ხალხი, და არა თვითონ პრეზენტაციის მსვლელობა, ასევე, მგონი, აიღეს ინტერვიუ. როგორც კი ჟურნალისტებმა დატოვეს ”დარბაზი” და ხალხი დაწყნარდა, დაიწყო თვითონ ოფიციალური პრეზენტაცია.


შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალისტების მიერ გადღებული მასალა:

Tweet.ge არის სინგულარის სერვისი, რაც, როგორც უკვე ვიდეოდან გაიგეთ, საშუალებას გაძლევთ, განაახლოთ თქვენი სტატუსი ტვიტერზე მხოლოდ ერთი მესიჯის გაგზავნით.

როგორც გიორგი შამუგიამ, სინგულარის აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა, სინგულარს უნდოდა მომხმარებელს მესიჯი ოთხნიშნა ნომერზე გაეგზავნა, რისთვისაც ყველა მობილურ ოპერატორთან მოუწიათ მოლაპარაკება. ასეთ შეთავაზებას მხოლოდდამხოლოდ ბილაინი დათანხმდა. მაგრამ ბილაინის წესდების თანახმად ის [ბილაინი] ამაზე ვერ წავიდა. ამიტომაც მოხდა Tweet.ge-ს სერვისისათვის ჩვეულებრივი ცხრანიშნიანი ნომრის აღება ოთხნიშნას ნაცვლად.

რაც შეეხება ჯეოსელსა და მაგთის, მათ ამ ინიციატივის აზრს საერთოდ ვერ გაუგეს და, შესაბამისად, უარი განაცხადეს თანამშრომლობისათვის.


პრეზენტაციის შემდეგ Singular-ის დირექტორს, აკაკი მელაძეს, Tweet.ge-სთან დაკავშირებული რამოდენიმე კითხვა დავუსვით.

  • რატომ გაგიჩნდათ tweet.ge-ს შექმნის იდეა?

აკაკი:  tweet.ge-ის შექმნის იდეა უშუალოდ twitter-თანაა დაკავშრებული. საქართველოში საერთოდ არ არის პოპულარული, არადა ქართულ რეალობას ერგება ყველაზე მეტად რო დაუფიქრდე. ჰოდა გვინდა წინა პლანზე წამოვწიოთ ამ ჩვენი სერვისით. თან შესაძლებლობა მივცეთ ქართულად წერონ.
ეს არის პირველი მობილური სერვისი და გვინდა მაქსიმალურად მოვახდინოთ შთაბეჭდილება მომხმარებელზე.

  • tweet.ge დროებითი თუ მუდმივი სერვისია?

აკაკი:  მუდმივი სერვისია. ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი და უფასო. მომავალში დაემატება მეტი ფუნქციები და იქნება უფრო საინტერესო და მოხმარებადი.

  • ვისთვის არის შექმნილი tweet.ge-ს სერვისი?

აკაკი:  tweet.ge გათვლილია ნებისმიერი ადამიანისთვის, უმეტესად კი ახალგაზრდობისათვის. უშუალოდ twitter-ის ხმარება ნებისმიერ ადამინას შეუძლია იმიტომ რომ არის სხვადასხვა მიზნები რომლის გამოც შეიძლება გამოიყენო ეს სერვისი. თანდათან საქართველოშიც მიხვდებიან ამას და გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვი.

  • გაქვთ თუ არა რაიმე მომავალი გეგმები tweet.ge-სთან დაკავშირებით?

აკაკი:  tweet.ge-ს გარდა ახლო მომავალში გაეშვება მრავალი სხვა სერვისი. და ამის გარდა უშუალოდ tweet.ge-საც დაემატება ფუნქციები, მაგალითად სურატების და ვიდეოების მიბმა სტატუსებზე და ა.შ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ:

ირაკლი ქაშიბაძე

გიორგი შამუგია

მარი ტალახაძე

აკაკი მელაძე

ჟურნალისტების მიერ გადაღებული მასალის შესახებ მინდა გავაკეთო ორიოდე კომენტარი.

  • სინგულარის პიარ მენეჯერს ჰქვია არა ნათია ტალახაძე, არამედ მარი ტალახაძე, რომელიც ამავდროულად ხალხის უსაყვარლესი და უვარდისფრესი ბლოგის ავტორია: sweet.ge.
  • ეს სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ოპერატორის მომხმარებლისათვის, ეს იქნება ჯეოსელი, მაგთი, თუ ბილაინი.

პრეზენტაციის ბოლოს დარიგდა საჩუქრები: სამახსოვრო მაისურები, კალმები, ბეჯები და სხვ.

One thought on “Tweet.ge-ს პრეზენტაცია

  1. Pingback: Tweets that mention Tweet.ge-ს პრეზენტაცია « Event-Lenta | ივენტ-ლენტა -- Topsy.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s