დავით აღმაშენებლის უცნობი ავტოგრაფი

კომპანია ”ჯეოსელის” დაფინანსებით საქართველოს თეატრის მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გამოჩენილი ქართველოლოგის აკადემიკოსის ნიკო მარის ფოტოკოლექცია შეისყიდეს. როგორც მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ განაცხადა, კოლექცია 50 ფოტოს შეიცავს და 1902 წელს სინის მთაზე ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო ექსპედიციის შედეგებს ასახავს. ეს ფოტოკოლექცია არასოდეს გამოქვეყნბულა და აქედან გამომდინარე, მისი სამუზეუმო მნიშვნელობა განსაკუთრებით ფასეულია. კალანდიას თქმით, მისი ყურადღება ერთ-ერთმა ფოტომ მიიქცია, სურათზე ხელნაწერის ორი გვერდია წარმოდგენილი, ერთ-ერთ მათგანზე ორსტრიქონიანი დღემდე უცნობი მხედრული მინაწერით. ხელწერა დავით აღმაშენებლისას ჰგავდა. მინაწერი პროფესორ ვალერი სილოგავას მიერ გამოცემულ ბაგრატიონ ხელმწიფეთა ავტოგრაფებს შედარდა და აღმოჩნდა, რომ ხელწერა ნამდვილად მეფე დავითს ეკუთვნოდა. პალეოგრაფმა, პროფესორმა ვალერი სილოგავამ აღნიშნული ორი სტროფი ამოიკითხა და მანვე საბოლოოდ დაადგინა, რომ მინაწერი დავით აღმაშენებლის უცნობი ავტოგრაფია.

აღმოჩენა საყურადღებოა რამდენიმე გარემოების გამო: დავითის ხელით დაწერილი სტრიქონები საქართველოში მხოლოდ ფოტოასლების სახით მოიპოვება. შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემული მეფის 1124 წლის ანდერძი, მისივე ხელით დაწერილი პორველი და ბოლო სტრიქონებით, 1923 წელს ჩრდილოეღ კავკასიაში განადგურდა და ისინი მხოლოდ ალექსანდრე როინაშვილის ფოტონეგატივზეა შემორჩენილი. მეფის მეორე ავტოგრაფი ეგვიპტეში, სინის მთის წმინდა ეკატერინეს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ხელნაწერის (შინ. 10) 265-ე გვერდზეა წარმოდგენილი და ცნობილია მეცნიერებაში. ამდენად, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფოტო განსაკუთრებულ ეროვნულ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნული ხელნაწერისა და მეფის ამ ხელრთვის არსებობა დღემდე უცნობი იყო. არ არის გამორიცხული, რომ 1902 წელს გადაღებული ხელნაწერების ის გვერდები, სადაც მეფის ავტოგრაფია, დღეს დაკარგული იყოს, რადგან სინის მთაზე არაერთგზის მოწყობილი ექსპედიციის ანგარიშებში ის არ ჩანს. ამ შემთხვევაში ფოტო ორიგინალის მნიშვნელობას იძენს. ხელოვნების სასახლის ბიბლიოთეკაში 13 ივლისს დავით აღმაშენებლის უცნობი ავტოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა.

აღმოჩენასთან დაკავშირებული ბმულები: iTV.ge, მედიანიუსი, რუსთავი 2, რეალ ტი-ვი

3 thoughts on “დავით აღმაშენებლის უცნობი ავტოგრაფი

    • მე კი მჯერა და დავწერე კიდევაც :)))) და სხვათა შორის გიორგი კალანდიას ვიცნობ პირადად, და ასეთი რამის შესახებ დეზინფორმაციას არ გაავრცელებდა :)))) თუ გინდა, მერე შევიკრიბოთ და ვეწვიოთ ხელოვნების სასახლეს, და მოვინახულოთ ეს ავტოგრაფი. მე კი შევეცდები გავარკვიო რამდენად შესაძლებელია ამ იდეის განხორციელება.

  1. :D:D:D:D ბილაინზე არაფერს იწერება? ან ამ მაგთიმ რა დააშავა ყველგან რომ ჩაგრავენ :DD:D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s