ბათუმის ჯაზ ფესტივალი

ზღვა, მზის ჩასვლა, პალმები და გრილი ბრიზი. ასეთ გარემოცვაში ტენისის კორტებზე სპორტსმენების მაგივრად ჯაზმენები აჯაზებდნენ!

ჯერ კიდევ კორტებზე შეუსვლელად ისმოდა დრამის პარტიები და პიანინოს იმპროვიზაციები. 10 წუთი შემოსასვლელთან ვიჯექი, მეგობარს ველოდებოდი და ამ 10 წუთის განმავლობაში ვტკებობდი მუსიკით და ბათუმის ბულვარის სილამაზით. გამვლელები გაოცებული სახით დადიოდნენ, თითქოს არ იცოდნენ საიდან მოდის ჯაზის ბგერები.

კორტებზე შევედი თუ არა, მუსიკა ხმამაღალი გახდა, ხალხი მხიარული სახეებით სცენას თვალყურს ადევნებდა და ჯაზმენები კი ”თავის სტიქიაში იყვნენ”.

ეს იყო პირველი ჯაზ ფესტივალი, რომელსაც მე დავესწარი და პირველი ფესტივალი სადაც არ ამბობდნენ ”ყოჩაღ, ქართველებისთვის ეს მაღალი დონეა”. რატომღაც ხალხში ჩამჯდარია სტერეოტიპი, რომ ქართველი მუსიკოსები ვერ იქნებიან მსოფლიო დონის. არადა ამ ფესტივალზე ყველა მუსიკოსი განსაკუთრებულად და ერთმანეთისგან ”დონის” განურჩევლად უკრავდა. Jonathan Batiste-მ (RH Factor-ის პიანისტმა) მითხრა რომ ქართველი მუსიკოსები ძალიან მოეწონა და ასტროჯორჯიას ალბომიც კი იყიდა, ბოლოს კი ღიმილით მითხრა ფეისბუქზე მომძებნეო.

”ყოჩაღ, ქართველებს” კიარადა ყოჩაღ ბექა გოჩიაშვილს, 14 წლის საოცარ პიანინისტს. მისი შესრულებით  კონდოლიზა რაისიც იყო აღფრთოვანებული: ”ბექა არის საუკეთესო პიანისტი, რომელიც ოდესმე მომისმენია”.  სცენაზე მეორე დღეს გიორგი მიქაძის წარმოგვიდგა, რის შემდეგაც მას უცებ ჯურნალისტები დაესივნენ და მეგობრებთან გასვლას არ აცლიდნენ. შემდეგ დღეს კი გიორგი რიგითი მსმენელის როლში იყო და ზაზა კორინთელის მსგავსად სიამოვნებით უსმენდა ROY HARGROVE-ს, RH Factor-ს  და MIKE STERN-ს. მსენელების რიცხვს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი შეუერთდნენ.

ქართული ჯგუფებიდან განსაკუთრებით საინტერესო იყო 11 მუსიკოსისაგან შემდგარი ASTROGEORGIA, თავისი ეთნომუსიკით. მათ წარმოადგინეს თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების ელემენტების სინთეზი, როგორიცაა: ჯაზი, ბლუზი, როკი, რეგეი, ფანკი, ფუჟენი, კავკასიური, აღმოსავლური და აფრიკული რიტმები.

რაც შეეხება უცხოურ შემსრულებლებს, მათ მოეწონათ ქართველი მსენელები და მუსიკოსბი, და კიდევ ერთხელ მოისურვეს ბათუმში ჩამოსვლა. HUGH MASEKELAკი პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ასეთი ფესტივალის მოწყობისთვის და თხოვა, რომ ბათუმში საერთაშორისო აეროპორტი გაეხსნათ, რათა ადვილად შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა. მან აგრეთვე იუმორის გრძნობაც გამოაჩინა: ”მე სინამდვილეში თბილისელი ვარ, გვარად მასაკელაშვილი. ბავშვობისას აფრიკაში მიშვილეს, ამიტომაც დავკარგე ქერა თმები და ღია ფერის კანი”.


MIKE STERN თავისი გამოსვლის შემდეგ მედიატორები დაარიგა და გაყიდა ალბომები თავისი ხელმოწერით, სცენიდან ჩამოსულიც კი იძახდა: “CDs, who wants the CDs?!” ბოლო დღეს კი შევიტყვე, რომ ყველა შემსრულებლის ალბომი შეძენა შემოსასვლელთან შეიძლებოდა. მუსიკოსებსაც ერთმანეთის შემოქმედება მოეწონათ, ზაზა კორინთელმა Mike Stern-ის, Jonathan Batiste-მ  კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ასტოჯორჯიას ალბომები იყიდეს.

P.S. ამ ჯაზ ფესტივალზე ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მუსიკოსები სცენაზე დასკვრამდე ან დაკვრის შემდეგ, კულისებში კი არ ისგნენ, არამედ პუბლიკას შეუერთდნენ და რიგითი მსმენელის როლს ასრულებდნენ. რაც ყველას შესაძლებლობა მისცა მისულიყო და ჯაზმენებთან სურათები გადაეღო. ყოველ დღეს კონცერტის მერე იმედის და აჭარის ტელევიზია გამიჭერდა რომელიმე მსმენელს და კითხავდა, თუ როგორ მოეწონა დღევანდელი დღე.  მაგრამ, ბოლო დღეს ჩემთვის გამაღიიანებელი, და არამხოლოდ ჩემთვის, მასაკელასთვისაც გამაღიზიანებელი რამ ხდებოდა. ”ფანები” მუსკის მოსმენას არ გვაცლიდნენ და კლავიშის, ფლუგელჰორნის ან გიტარის პარტიის დროს ხმამაღლა ყვიროდნენ. მასაკელამ სთხოვა პუბლიკას არ გადაეღოთ ვიდეო, მაგრამ 3 კაცი მაინც აგრძელებდა ვიდეოს გადაღება, რაც დაცვამ რამოდენიმე ხანში მოაგვარა.

HUGH MASEKELA & BAND

HUGH MASEKELA & BAND

ROY HARGROVE QUINTET

ROY HARGROVE QUINTET

ROY HARGROVE QUINTET

ROY HARGROVE QUINTET

ROY HARGROVE QUINTET

ROY HARGROVE QUINTET
HUGH MASEKELA & BAND

HUGH MASEKELA & BAND

HUGH MASEKELA & BAND

HUGH MASEKELA & BAND

Advertisements

One thought on “ბათუმის ჯაზ ფესტივალი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s