მსოფლიო მუსიკის ფესტივალი – მესტიაში

პროექტი ”მსოფლიო მუსიკის ფესტივალი მესტიაში” ინტერკულტურულია და მასში მონაწილეობენ ხელოვანები (მუსიკოსები და ფოტოგრაფები) თურქეთიდან , სომხეთიდან , ესტონეთიდან, ლიტვიდან და საქართველოდან . ფესტივალი ჩატარდება მესტიაში (სვანეთი) 21 -25 აგვისტოს. სასტუმრო ”თეთნულდის” ტერიტორიაზე მოეწყობა საფესტივალო ინფრასტრუქტურა : სცენა, გახმოვანება, განათება, პროექტორი ეკრანით, კვების ობიექტი, ბარი. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე მუსიკის (ეთნო–ჯაზი, ფოლკ–როკი) და ფოტოხელოვნების სინთეზსს. სამუშაო პროცესი განხორციელდება ღია სივრცეში და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის მთელი ფესტივალის განმავლობაში. ფესტივალში მონაწილე ჯგუფები მაყურებლის წინაშე წარსდგებიან როგორც სოლო კონცერტებით, ასევე შექმნიან ერთობლივ კომპოზიციებს და ფესტივალის საღამოებზე დაუკრავენ იმპროვიზირებულ თანამედროვე მუსიკას. უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფები კი მთელი დღის განმავლობაში გადაიღებენ ფესტივალის სამუშაო პროცესს, ბუნებას, ეთნოგრაფიას და ყოველი დღის ბოლოს კონცერტებთან ერთად მოეწყობა მათი ფოტორეპორტჟების ჩვენება.
ფესტივალის მონაწილე ქართველი და უცხოელი ხელოვანებისათვის დაგეგმილია ტურები, 22 აგვისტო-ბეჩო, უშბა, და 24 აგვისტო- უშგული, შხარა, რაც დაეხმარება მათ უკეთ გაეცნონ ქართულ კულტურულ ტრადიციებს და ყოფა-ცხოვრებას. ფესტივალის ბოლო დღეს 25 აგვისტოს, მესტიაში გაიმართება დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ჯგუფი. ისინი წარმოადგენენ ხუთი დღის საუკეთესო ნამუშევრებისაგან შემდგარ პროგრამას.
ფესტივალის მიმდინარეობას და კონცერტებს დაესწრებიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები და მოწვეული სტუმრები. ფესტივალის ტერიტორიაზე გამოიყოფა ადგილი კარვებისთვის სადაც მსურველებს შეეძლებათ 5 დღის განმავლობაში დაბანაკდნენ.

გრაფიკი
21 აგვისტო -მესტიის ფოლკლორული ანსამბლი , ბაიარ-შაჰინ გუნდარიძის ბენდი
22 აგვისტო – ჯგუფი ”რეგიონი” , არტაკ ნერსისიანი და ბენდი
23 აგვისტო -”ჩვენებურები” ”Musicians from Estonia”
24 აგვისტო – ”ზუმბალენდი”, “Inculto”
25 აგვისტო -ფესტივალის დახურვა : ”ჩვენებურები”, ბაიარ-შაჰინ გუნდარიძის ბენდი, ჯგუფი ”რეგიონი” , არტაკ ნერსისიანი და ბენდი, ”Musicians from Estonia”, ”ზუმბალენდი”, “Inculto”


ორგანიზატორი : არასამთავრობო ორგანიზაცია ”წამი”
ფესტივალის წარმომდგენი : საქართველოს კულტურის სამინისტრო

ფესტივალის გვერდი ფეისბუქზე

Advertisements

3 thoughts on “მსოფლიო მუსიკის ფესტივალი – მესტიაში

  1. გრაფიკი ცოტა შეიცვალა, აგერ განახლებული

    21 აგვისტო -მესტიის ფოლკლორული ანსამბლი ”რიჰო ”, ჯგუფი ” რეგიონი”
    22 აგვისტო – ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე , Zumbaland
    23 აგვისტო -არტაკ ნერსისიანი და ბენდი ”Musicians from Estonia”
    24 აგვისტო – ანსამბლი ”ჩვენებურები” , “Inculto”
    25 აგვისტო -ფესტივალის დახურვა : AstroGeorgia ,”ჩვენებურები”, ბაიარ-შაჰინ გუნდარიძის ბენდი, ჯგუფი ”რეგიონი” , არტაკ ნერსისიანი და ბენდი, ”Musicians from Estonia”, “Inculto”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s