მთაწმინდის პარკში ახალი ქართული მობილური სერვისის პრეზენტაცია გაიმართება

მთაწმინდის პარკის ამფითეატრში კომპანია “სინგულარ ჯგუფის” ახალი ქართული ინოვაციური მობილური სერვისის – notify.ge – პრეზენტაცია გაიმართება ორშაბათს, 2 აგვისტოს საღამოს 8 საათზე.

სერვისი ითვალისწინებს მობილური ტელეფონიდან  მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით სოციალურ ქსელ facebook.com-ზე სტატუსების ქართულ ენაზე განახლებას. მისი გამოყენება მომხმარებლისთვის უფასო იქნება.

პროექტი მობილურ ოპერატორის Beeline-ის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

პრეზენტაციაზე საუბარი იქნება კომპანიის სამომავლო გეგმებსა და ახალი სერვისის მნიშვნელობაზე ქართულ სოციალურ მედიაში.

ღონისძიების ბოლოს გაიმართება ასევე სინგულარ ჯგუფის მიერ შექმნილი პროდუქტის – tweet.ge-ს წამახალისებელი კონკურსის (contest.singular.ge) გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონიალი. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ბლოგერები და მათ შორის გამარჯვებულს პრიზად ლეპტოპი გადაეცემა.

ასევე მოხდება tweet.ge-ს პლატფორმაზე დამატებული სიახლეებისა და ახალი ფუნქციების მომხმარებლისთვის გაცნობა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s