თბილისის შენობების ისტორია – ნაწილი 1

ალბათ ბევრი თქვენგანი ცხოვრობს თბილისში. თუ ასეა, აშკარად, გიწევთ ქალაქში სიარული. ეროვნული ბიბლიოთეკა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, უზენაესი სასამართლო, სასტუმრო თბილისი-მერიოტი, თბილისის საკრებულო, თიბისი ბანკის აღმაშენებლის ფილიალი, რუსთაველის თეატრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეს იმ შენობის ჩამონათვალია რომლების გვერდით გავლა ყოველ საქმიან ადამიანს, სტუდენტს თუ მოსწავლეს უწევს.

ანკარიდან, თურქეთის დედაქალაქიდან ჩამოსვლის შემდეგ ყოველთვის სხვა თვალით ვუყურებ თბილისს და ვხვდები, რომ ასეთი ლამაზი არქიტეტურის მქონე შენობები მსოფლიოში არც თუ ისე ბევრია. არადა ჩვენ მათ ყურადღებას არ ვაქცევთ: ბიბლიოთეკაში თუ წასვლისას შენობას ვინღა ათვალიერებს, ყველა იქ წიგნის წასაკითხად შედის; თიბისი ბანკში მისვლისას არქიტექტურა ვის აინტერესებს, ყველა ფულის გადასარიცხად ან გასანაღდებლად მიდის; მხოლოდ თბილისი მერიოტში თუ მივდივართ ესეიგი სავარაუდოთ ტურისტები ვართ, ამ შემთხვევაში კი არა მარტო მერიოტს, არამედ მთელ ქალაქს ვათვალიერებთ.

მაგრამ ჩვენ ტურისტები არ ვართ, სამუშაოს დროს არქიტექტურისთვის დიდად არ გვცალია, და ზაფხულის პაპანაქება სიცხეში კი ქუჩებში ვინ გაისეირნებს.

პირველად სამეფო უბნის თეატრში როცა ვიყავი ლაშა ბუღაძის პიესას ვუყურებდი. პიესა შესანიშნავი იყო, პიესის მიღმა კი შენობამ დამაინტერესა. მეგობარს შევპირდი, რომ 2-3 დღის განმავლობაში გავარკვევდი თუ რა შენოაბა იყო ადრე. ასეც ვქენი და ერთ-ერთ სტატიაში (http://bmu.li/HmX)  ამაზე მოგახსენეთ.

გუშინ კი თიბისი ბანკში ვიყავი, Free University and Harvard University International Summer School on Leadership-ის სარეგისტრაციო საფასური მქონდა გადასახდელი. თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზი გამახსენდა რატომღაც, მას კი სათაო ოფისის შენობა მოყვა.

ხოდა ასე…

გადავწყვიტე მოკლედ დაგიწეროთ თბილისის ზოგიერთი შენობის ისტორია:

თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობა 1910-იანი წლებში აიგო არქიტექტორ ალ. როგოისკის მიერ. თავდაპირველად აქ კავკასიის ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების სახლი იყო განთავსებული, შემდგომში კი შენობა უნივერმაღს დაეთმო.
ნაგებობის ხუროთმოძღვრულ ფორმებსა და დამუშავების დეტალებში მკაფიოდ ჩანს მოდერნიზმის დომინანტური როლი, კარების ირგვლივ კი იონიური ორდერის კოლონები შეინიშნება.
2006 წლიდან მოყოლებული რესტავრირებულ ნაგებობაში თიბისი ბანკის სათაო ოფისი განთავსდა. თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში ხშირად ეწყობა საინტერესო გამოფენები და სხვადასხვა სახის პრეზენტაციები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s