თბილისის შენობების ისტორია – ნაწილი 2

ბლოგის მკითხველი შენიშნავდა, რომ თბილისის მნიშვნელოვანი შენობების ისტორიის წერა დავიწყე. ნაწლი 1 ალბათ უკვე წაკითხული გაქვთ, თუ არა და აქ იხილეთ: თბილისის შენობების ისტორია – ნაწილი 1

რადგანაც ეს ბლოგი ასახავს ივენთების და თეატრების აფიშებს, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე დამეწერა რუსთაველის თეათრის შესახებ. ალბათ ბევრს შეგიმჩნევიათ თეატრის  შენობის სარდაფში მოხატული კედლები. ეს 1919 წელს არსებული კაფე ,,ქიმერიონის”  ნარჩენებია, რომელიც დ. კაკაბაძემ, კ. ზდანევიჩმა, ლ. გუდიაშვილმა მოხატეს და კაფე იმ პერიოდში მოღვაწე მხატვართა, პოეტთა, ხელოვანთა და არისტოკრატთა მუდმივი თავშეყრის ადგილი იყო.


შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი 1898-1901 წლებში თბილისში მოღვაწე არქიტექტორების-კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრ შიმკევიჩის მიერ არის აგებული. შენობა, 1887 წელს დაარსებული საარტისტო საზოგადოებისათვის იყო განკუთვნილი. მისი  ფასადი უხვადაა დეკორირებული სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტებით, ფართო ვიტრინებით, კანელურებით დაღარული კორინთული ორდერის პილასტრებით, როკოკოს სტილში შესრულებული ნაძერწი გირლანდებით, ნიჟარებით , ასევე ნიჟარებისგან შემდგარი ფრიზით…. მოკლედ რომ ვთქვა რუსთაველის თეატრის შენობა არის სტილთა შესანიშნავი სინთეზი.

დღესდღეობით რუსთაველის სახელობის თეატრი თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი და შეიძლება ითქვას წამყვანი თეატრია. აქ უამრავი ცნობილი მსახიობი და რეჟისორია მოღვაწეობდა. თეატრის შენობაში აგრეთვე თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტია განთავსებული.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s