24-25 სექტემბერი, ფოტოკონკურსი “ერთად ჩვენ შევძლებთ”

2010 წლის 24-25 სექტემბერს პროექტის “ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლაში” ეწყობა ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის პარალელურად გაიმართება ფოტოკონკურსი  სახელწოდებით  “ერთად ჩვენ შევძლებთ”.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარმოადგენს ფოტომასალას დევნილობის თემაზე. სასურველია,  წარმოდგენილი ფოტოები ასახავდეს დევნილობაში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, მათ ახალ რეალობას იძულებით გადაადგილების გამო, დევნილთა განცდებსა და იმედებს.
მიღებული საკონკურსო მასალა გაივლის 2-ეტაპიან შერჩევას: პირველ ეტაპზე მოხდება საგამოფენოდ 50 საუკეთესო ფოტოს შერჩევა, რაც  გომოფენილი იქნება “ქარვასლას”  საგამოფენო დარბაზში 24-25 სექტემბერს და შერჩევის მეორე ეტაპზე, საგამოფენო 50 ნამუშევრიდან გამოვლინდება საუკეთესო სამეული.
ფოტოკონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთათვის დაწესებულია პრიზები _ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ფოტოების ავტორებს გადაეცემათ  საპრიზო ადგილის მიხედვით 300, 200 და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები “ფოტოსამყაროს” მომსახურებაზე. ამასთან, კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი მონაწილეობისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ ფოტოები 2010 წლის 15 სექტემბრამდე  შემდეგ ელ.მისამართზე:
mnanitashvili@economists.ge ან მოიტანეთ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ორბელიანის 35, თბილისი. სასურველია, მოწოდებულ ფოტოებს შეურჩიოთ სახელი თქვენი სურვილისამებრ. გამოგზავნილ ან მოტანილ მასალასთან ერთად მიუთითეთ თქვენი ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი.
პროექტი “ერთად ჩვენ შევძლებთ” _ იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიური დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის გზით _ ხორციელდება პარტნიორებთან ერთად: “ოქსფამ დიდი ბრიტანეთი” (Oხფამ GB), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია – დეა და “ველფეარ ფაუნდეიშენი” (ჭელფარე Fოუნდატიონ). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://economists.ge/index.php?pg=nws&id=131

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s