რა ვაკეთოთ სანამ სწავლა დაიწყება?!

აგვისტო მიილია და შემოდგომა იწყება. გადაუტანელი სიცხეები წარსულს ჩაბარდა. იწყება გრილი და სასიამოვნო ამინდები, ამასთან ერთად მოსწავლეები და სტუდენტები ზიან სახლებში, Facebook-ში, Twitter-ში ან უბრალოდ კითხულობენ საინტერესო და არასაინტერესო ბლოგებს და ელოდებიან თუ როდის დაიწყება სწავლა (რის შემდეგაც ყველა დაკავებული იქნება).

ზოგს სწავლა 6 სექტემბერს, ზოგს 13-ში, ზოგიერთი კი საერთოდ საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად. მაშასადამე სანამ სწავლა დაიწყება სტუდენტებს მინიმუმ ერთიკვირა აქვთ დრო, რათა დაისვენონ Twitter-ისგან, განიტვირთონ და მორალურად გაეყონ ინტენსიური ლექციებისათვის.

ამ ერთი კვირის განმავლობაში მე სტუდენტებს ვურჩევდი ეზიარონ ხელოვნებას და ოდნავ შეემზადონ შემეცნებისათვის. ამისთვის კი ყველაზე კარგი ვარიანტი არის მუზეუმები. თბილისში საკმარისი რაოდენობის მუზეუმია. თუ სტუდენტობის უმრავლესობამ გადაწყვიტა და მუზეუმებში წავიდა, მაინც არ იქნება რიგი. ამიტომაც თუ ხალხმრავლობა არ გიყვართ ნუ დანებდებით და დაიარეთ თბილისის მუზეუმები.


ფულის მუზეუმი

მუზეუმი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში. მასში დაცულია: ფულის მოჭრისა და მიმოქცევის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები VI ს-დან XX ს-ის ჩათვლით: კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის სტატერი, ანტიკური მონეტები, სასანური დრამები, არაბული დირჰემები, დემეტრე I-ის, გიორგი III-ისა და თამარ მეფის, ლაშა-გიორგი IV-ის და რუსუდანის მიერ მოჭრილი მონეტები, ვენეციური დუკატი, თურქული ალთუნი, ქართული, რომაული, მონღოლური საფასეები, ირანული აბაზიანები, ავსტრიული და პოლონური ტალერები, თანამედროვე მსოფლიო მიმოქცევაში არსებული ფული, აგრეთვე ფულის თემაზე გამოცემული ლიტერატურა და ფულის მულტიმედიური გამოცემა (კომპაქტ-დისკზე).

მისამართი: გიორგი ლეონიძის ქ. 3/5;   ტელ: 92-38-06;  სამუშაო საათები 10 სთ-დან – 16 სთ-მდე. შაბათ-კვირის გარდა


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი


კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი დაფუძნდა 1958 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე. ინსტიტუტის ფონდებში დღეისთვის დაცულია 170 000 ექსპონატი (ხელნაწერები) ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, სირიულ, ეთიოპურ, სომხურ, არაბულ, სპარსულ, თურქულ, სლავურ ენებზე (მოყოლებელი I საუკუნიდან XX ს-ის ჩათვლით). ხელნაწერთა ისტიტუტის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს სამუზეუმო საქმის ორგანიზება თანამედროვე დონეზე და ხელშეწყობა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: უცხოეთის (უმთავრესად ათონის, სინას მთისა და იერუსალიმის) საცავებში დაცული ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების და პირადი არქივების აღწერა-სისტემატიზაცია, შესწავლა და პუბლიკაცია; ხელნაწერთა დაცვის დიაგნოსტიკისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ორგანიზება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
მისამართი: მერაბ ალექსიძის 1/3;   ტელ: 36-41-84, 36-32-41; http://www.manuscript.ge/


მინერალების მუზეუმი

მუზეუმში დაცულია პალეონტოლოგიური და სხვადასხვა სახის მინერალების ნამარხი ნიმუშები, გაქვავებული ხის, ვულკანური ქანების, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული დამუშავებული და დაუმუშავებელი იშვიათი მინერალების, ქვაზე კვეთილი ხატების საინტერესო ნიმუშები. მუზეუმთან ფუნქციონირებს მინერალების სალონი-მაღაზია

მისამართი: ლესელიძის ქ. 27/1;   ტელ: 98-92-89; სამუშაო საათები: 10 სთ-დან – 19 სთ-მდე

თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი

მუზეუმი დაარსდა ცნობილი ქართველი არქეოლოგის, თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის – როსტომ აბრამიშვილის (1924-1996 წწ.) ინიციატივით. მუზეუმში დაცულია თბილისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლები (10 000-ზე მეტი ექსპონატი), რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. V ათასწლეულიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით. მათ შორის: მსოფლიოში უადრესი მოკალული ბრინჯაოს ნივთები დელისის ნამოსახლარიდან, რომელთა ასაკი 4000 წელს აღწევს; თრელის სამაროვანის ძვ. წ. XII-VIII-VII სს-ის სამეფო სამარხების მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ინვენტარი, ვერცხლით ინკუსტრირებული ბრინჯაოს ბალთა მხედრის გამოსახულებით, ბრინჯაოსა და თიხის მცირე სკულპტურის ნიმუშები, სხვადასხვა მასალებისაგან დამზადებული სამკაულები, კერამიკისა და მინის ნაწარმი და სხვა.
მისამართი: თრელის გორა;   ტელ: 52-13-05;
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s