12-19 სექტემბერი, ბათუმის საავტორო კინოს V საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF)

2010 წლის 12-19 სექტემბერს გაიმართება ბათუმის საავტორო კინოს V საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF)


2010 წლის 12-19 სექტემბერს გაიმართება ბათუმის საავტორო კინოს V საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF).  საიუბილეო ფესტივალის საერთაშორისო კონკურსის საპატიო სტუმარი იქნება ცნობილი  ირანელი კინორეჟისორი აბას კიაროსტამი.
კინოფესტივალის მსვლელობისას მოეწყობა აბას კიაროსტამის რამდენიმე ფილმის ჩვენება, მათ შორის მისი ბოლოს ფილმის , რომლის პრემიერაც 2010 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.  ბათუმის კინოფესტივალზე გაიმართება ასევე აბას კიაროსტამის მასტერკლასი და პრეს-კონფერენცია.

2010 წელს, BIAFF-ის პროგრამა მოიცავს:

ცნობილი პოლონელი რეჟისორის Zbygnev Rybchinski-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივას. ცნობილი ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმების რეტროსპექტივას და მის ვიზიტს ბათუმში. ოთარ იოსელიანის ვიზიტს და მისი ბოლო ფილმის SHANTRAPA პრემიერას. ასევე მოეწყობა მასტერკლასები, Q & A და პრესკონფერენცია, ზემოთჩამოთვლილ საპატიო სტუმარებთან. ასევე პროგრამაშია ამერიკული კინოს (ამერიკის საელჩო არის მხარდამჭერი BIAFF 2010) და ირანული კინოს პრეზენტაცია.

ძირითადი პროგრამაში წელს იქნება 50-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი, ხოლო ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში – 30 ფილმი. სულ წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 20-22 ქვეყანა. კინოფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:

– საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი

– საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსი

– აბრეშუმის გზის ქვეყნები – თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი

– გერმანული კინო

– ქართული კინო

– ჟიურის წევრების ფილმები

– ოსტატთა კოლექცია – ცნობილი რეჟისორების ფილმები

– MEET THE JURY სექცია – ჟიურის წევრი რეჟისორების ფილმები.

– ახალგაზრდა კინორეჟისორების სექცია (კონკურსი)

ინფორმაციის წყარო: გაზეთი 24 საათი


სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც – http://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრინება და სიახლეების მიღება.
კინოფესტივალზე აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენ ელ.ფოსტის მეშვეობით –   marketing@biaff.org

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s